emiliane vafidisi 7

არქიმანდრიტ ემილიანე ვაფიდისის შესახებ

მამა ემილიანემ ლოცვის პირველი გაკვეთილი ბებიისგან მიიღო. ის ასწავლიდა:
– ალექსანდრე,(მამა ემილიანეს საერო სახელი) – დადუმდი და გულის სიღრმიდან მოუხმე ქრისტეს, ის მოგისმენს და რასაც თხოვ ყველაფერს მოგცემს.

ქალკიდიკში, სადაც ბებია და ბაბუა ცხოვრობდნენ, დაწყებითი სკოლის დასრულებისას ალექსანდრე ნიკეაში მშობლებთან დაბრუნდა. მას შემდეგ ის შეუდგა ღრმა სულიერ ცხოვრებას: სწავლობდა სახარებას, წმინდა მამათა ლიტერატურას და იესუს ლოცვას, რომლისგანაც სულიერად იკვებებოდა და იღებდა ძალას და შთაგონებას მომავალი სამოღვაწეო ასპარეზისთვის.

მამა ემილიანე ყოველთვის გვეუბნებოდა: ”ისევე როგორც არ არსებობს ხე ფესვების გარეშე, ასევე სულიერი ცხოვრება ღამე ლოცვისა და წმინდა მამათა კითხვის გარეშე”. მისი ხედვით, ევქარისტიული ცხოვრება, ღამე ლოცვა და შრომა, ყველა ქრისტიანის სულიერი ცხოვრების სამი აუცილებელი და ძირითადი შემადგენელი ნაწილია.


(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

X