შინაგანი ლოცვა ადამიანის გონებასა და გულს საღვთო მადლისა და ზეციური ღვთისმეტყველების აღქმის უნარს ანიჭებს. ”სათნოებათმოყვარეობაში” ვკითხულობთ: ”თუ ვინმე კარგად ლოცულობს – ღვთისმეტყველია, თუ ვინმე ღვთისმეტყველია, ესეიგი კარგად ლოცულობს”. ასე, რომ ღვთისმეტყველება წმინდა ლოცვიდან მომდინარეობს, რომლის საფუძველიც გონიერი ლოცვაა, ხოლო დამხმარე -ასკეტური ცხოვრება.
როდესაც მოღვაწე ფიქრობს სიკვდილზე, ქრისტეს ვნებებზე, სასუფეველსა და საკუთარ ცოდვებზე, მისი გული შეიმუსრება და დიდი სიმდაბლით და ყურადღებით იწყებს ლოცვას : ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!”, ამ დროს გონება გულში უნდა იყოს კონცენტრირებული. ეს არის ყველაზე კურთხეული დრო, დრო როდესაც ღვთისგან წყალობას ვიღებთ. ამ დროს მლოცველი ემსგავსება ადამიანს, რომელიც დიდი უროთი გრანიტის დამტვრევას ცდილობს. ერთხელ, ორჯერ, სამჯერ და დგება მომენტი, როდესაც გრანიტი მთლიანად იმსხვრევა. ემსგავსება იმ ადამიანს, რომელიც ქრისტეს არ განეშორება და ცრემლით ევედრება: ”შემიწყალე მე!” ამით ჩვენ ქრისტეს გულს ვუხსნით, რათა წყალობა მივიღოთ მისგან. იესუს ლოცვა ჰგავს ქანანელი დედაკაცის ვედრებას, რომელიც ჯიუტად ევედრებოდა ქრისტეს მისი ასულის განკურნებას.
წიგნიდან ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)