სიკეთე ღვთის ერთ-ერთი თვისებათაგანია, ამიტომ ის ყოველთვის სიხარულს გამოსცემს, ღრუბლებს ფანტავს, გულს ამშვიდებს – როგორც გაზაფხულის მზის სხივები, რომლებსაც მიწიდან ყვავილები ამოჰყავთ და გველებსაც კი ათბობენ ისე, რომ ისინიც მოძვრებიან თავიანთი ცივი სოროებიდან, რათა ღვთის სიკეთით მათაც გაიხარონ.
ბავშვი, რომელიც მოუთმენლად მიილტვის დედისკენ გულში ჩასაკვრელად, მის ძუძუს წოვს და მშობლის ტკბილი ალერსითა და სიყვარულით ნაყრდება, უფრო გონიერია, ვიდრე ჩვენ, მოწიფული ადამიანები, ვინც რომ ლოცვების გზით ღმერთთან შეერთებას გავურბივართ და მათ ხშირად შრომით ვალდებულებად მივიჩნევთ.
როდესაც ძველი კაცი იქცევა ძედ მეუფისა, ღვთაებრივ ნეტარებას, ზეციურ სითბოს და სამოთხისეულ ნეტარებას გრძნობს. უმცირესი სამოთხისეული სიხარულიდან ადამიანი უფრო აღმატებულისაკენ მიდის, მას უჩნდება კითხვა, ნუთუ სამოთხეში ჩვენს ამჟამინდელ განცდაზე აღმატებულია რამე? ის ისეთ მდგომარეობას გრძნობს რომ არანაირი კეთება არ შეუძლია, ამ ღვთაებრივი სითბოსა და სიყვარულისაგან მისი ფეხები სანთელივით იდრიკებიან მუხლებში, გული ლამის გასკდეს, სიხარულისგან თრთის, სურს რომ მკერდის თხელი ჯებირი გამოანგრიოს და გაფრინდეს რადგან დედამიწა და ყოველივე მიწიერი,გულს არარად მიჩნეულ წვრილმანებად მიუჩნევია.
(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)