W3A5524

სიცოცხლე და ლოცვა ერთია – მიტროპოლიტი ანტონი სუროჟელი

სიცოცხლე და ლოცვა განუყოფელია. სიცოცხლე ლოცვის გარეშე ისეთი სიცოცხლეა, რომელსაც მისი ყველაზე მნიშვნელოვანი განზომილება აკლია. ეს არის სიცოცხლე სიღრმის გარეშე, სიც- ოცხლე სივრცისა და დროის ორ განზომილებაში; ეს არის სიცოცხლე, რომელიც კმაყოფილდება ხილულით, კმაყოფილდება ჩვენი ახლობლით, მაგრამ ახლობლით, როგორც ფიზიკური ასპექ ტის მოვლენით, ახლობლით, რომელშიც ვერ ვპოულობთ მისი ბედის მთელ განუზომელობასა და მარადიულობას. ლოცვის მნიშ- ვნელობა იმაშია, რომ თავად ცხოვრებით გახსნას და დაამტკიცოს ის ფაქტი, რომ ყველაფერს აქვს მარადიულობის საზომი და განუზომელობის განზომილება. სამყარო, რომელშიც ვცხოვრობთ. უღმერთო როდია: ჩვენ თავად ვახდენთ მის პროფანაციას, მაგრამ თავისი არსით იგი ღვთისგანაა გამოსული, ის უყვარს ღმერთს. ღვთის თვალში მისი ფასი – ესაა სიცოცხლე და სიკვდილი მისი მხოლოდშობილი ძისა, ლოცვა ადასტურებს, რომ ეს ვიცით, რომ თითოეული ადამიანი თუ ნივთი ჩვენ გარშემო წმიდაა ღვთის თვალში, უფალს ისინი უყვარს და ისინი ჩვენთვისაც ძვირფასნი ხდებიან, მაგრამ ლოცვა ნიშნავს, დატოვო ღმერთი ყოველგვარი არსებულის საზღვრებს მიღმა და არა მხოლოდ ის, არამედ ყველაფერი, რასაც იგი ნიშნავს მის მიერ ქმნილი სამყაროსთვის, ამ სამყაროსთვის, რომელშიც ვცხოვრობთ.

ხშირად გვეჩვენება, რომ ცხოვრებისა და ლოცვის შეთანხმება ძნელია. ეს სრულიად არასწორია. მისი საფუძველი ისაა, რომ არასწორი შეხედულება გვაქვს ცხოვრებაზეც და ლოცვაზეც. წარმოვიდგენთ, თითქოს ცხოვრება. იმისთვისაა, რომ ამაოებას მივეცეთ, ლოცვის არსი კი ისაა, სადღაც განვმარტოვდეთ და ყველაფერი დავივიწყოთ ახლობელზეც, ჩვენს ადამიანურ მდგომარეობაზეც. ეს არასწორია. ეს ცხოვრების დაწყევლაცაა და ლოცვისაც.

იმისათვის, რომ ლოცვა ვისწავლოთ, პირველ რიგში, ერთგულნი უნდა გავხდეთ ყოველგვარი რეალობისა ადამიანისა და მისი ბედისა, ერთგულნი მთელი სამყაროსი: ბოლომდე უნდა ვიტვირთოთ იგი. ამაშია ღვთის განკაცების აქტის არსი. ამაშია მთელი სისრულე იმისა, რასაც წარდგომას ვუწოდებთ. ჩვეულებრივ, ლოცვით წარდგომას ვიღებთ, როგორც თავაზიან შეხსენებას ღვთისთვის იმის შესახებ, რისი გაკეთებაც მას დაავიწყდა. სინამდვილეში კი იგი იმაში მდგომარეობს, რომ გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც ტრაგიკული სიტუაციის ცენტრში დაგვაყენებს; ნაბიჯი, რომელიც მსგავსი იქნება ქრისტეს ნაბიჯისა, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ განკაცდა. უნდა გადავდგათ ნაბიჯი, რომელიც დაგვაყენებს ცენტრში სიტუაციისა, საიდან გამოსვლასაც ვეღარასოდეს შევძლებთ. ქრისტიანული, ქრისტეს სოლიდარობა ერთდროულად ორი ურთიერთსაწინააღმდეგო პო- ლუსისკენაა მიმართული. განხორციელებული ღმერთი, ნამდვილი კაცი და ნამდვილი ღმერთი ბოლომდე ერთგულია ადამიანისა (როდესაც ადამიანი თავისი ცოდვით მიმართავს ღმერთს) და ღვთისა (როდესაც იგი ადამიანს მიმართავს): ეს ორმაგი ერთგულება, გარკვეული აზრით, გაუცხოებულს გვხდის ორივე ბანაკის მიმართ და, იმავდროულად, ორივე ბანაკთან გვაერთიანებს. ამაშია ქრისტიანის მდგომარეობის საფუძველი.

„როგორ მოვიქცე?“ – იტყვით თქვენ. მაშ ასე, ლოცვას ორი წყარო წარმოშობს: ეს არის ან ჩვენი აღფთროვანებული გაოცება ღვთის წინაშე და ღვთის საქმეებით – ჩვენი ახლობელი დაგარემომცველი სამყაროთი, მისი ჩრდილების მიუხედავად, რად- გან ეს ტრაგიკულობის გრძნობაა – ჩვენი და განსაკუთრებით სხვისი. ბერდიაევმა თქვა: „როდესაც მშია, ეს ფიზიკური მოვ- ლენაა, როდესაც ჩემი მეზობელია მშიერი. ეს ზნეობრივი მოვ- ლენაა“. აი, ტრაგიკულობა, რომელიც ყოველ წუთს წარმოგვიდგება თვალწინ: ჩემი მეზობელი მუდამ მშიერია, ეს ყოველთვის პურის ნაკლებობა როდია, ზოგჯერ ეს არის შიმშილი ადამიანური ჟეს- ტის, ალერსიანი მზერის გამო. სწორედ აქ იწყება ლოცვა – ამ გასაოცარისა და ტრაგიკულის გამოძახილზე. სანამ ეს გამოძახ- ილი არსებობს, ყველაფერი ადვილია: აღფრთოვანების დროს ადვილია ლოცვა: ლოცვა ადვილია მაშინაც, როდესაც ტრაგიზ- მის გრძნობა გვიგმირავს გულს. მაგრამ სხვა დროს? მაშ ასე, სხვა დროს ლოცვა და სიცოცხ- ლე ერთი უნდა იყოს. იმის დრო არ მაქვს, რომ ბევრი ვისაუბრო ამის შესახებ, მაგრამ, უბრალოდ, ასეთი რამის თქმას ვისურვებდი: დილით ადექით, ღვთის წინაშე დადექით და თქვით: „ღმერთო, მაკურთხე მეც და ეს დღეც, რომელიც იწყება“, შემდეგ კი ამ დღეს ყველაფრის მიმართ ისეთი დამოკიდებულება გქონდეს, როგორც ღვთის საჩუქრის მიმართ. ეს ნიშნავს უბრალოდ, რაღაც ძალიან რთულს, კერძოდ კი: რაც არ უნდა მოხდეს ამ დღეს, ყოველივე ღვთის ნებითაა, ყველაფერი, გამონაკლისის გარეშე – გარემოებები, რომელშიც უფალმა ისურვა თქვენი მოხვედრა, რათა ღვთის მყოფობა, მისი სიყვარული, თანაგრძნობა, მისი შემოქმედებითი გონება, მამაცობა იგრძნოთ. გარდა ამისა, ყოველთვის, როცა ამა თუ იმ სიტუაციაში ხვდებით, თქვენ ის ხართ, ვინც იქ ღმერთმა დააყენა, რათა ქრისტიანის მსახურება აღესრულებინა, რათა ქრისტეს სხეულის ნაწილი და ღვთის ქმედება ყოფილიყო, თუ ასე მოიქცევით, იოლად შეამჩნევთ, რომ ყოველ წამს მოგიხდებათ, მიუბრუნდეთ ღმერთს და უთხრათ: „ღმერთო, განანათლე ჩემი გონება, განამტკიცე და მართე ჩემი ნება, მომეცი ანთებული გული, შემეწიე!“ სხვა დროს შეგეძლებათ, თქვათ: „გმადლობთ, ღმერთო!“ თუ გონიერი ხართ და მადლიერების უნარი გაქვთ, თავს აარიდებთ სისულელეს, რომელსაც დიდებისმოყვარეობა ანდა ამპარტავნება ჰქვია: ეს კი იმაში მდგომარეობს, რომ წარმოვიდგენთ, თითქოს რაღაც აღვასრულეთ, რისთვისაც თავის არიდებაც შეგვეძლო. ეს ღმერთმა აღასრულა, ღმერთმა მოგვცა არაჩვეულებრივი საშუალება ამის გასაკეთებლად. როდესაც საღამოს კვლავ დადგებით უფლის წინაშე და გონებაში სწრაფად გადახედავთ განვლილ დღეს, შეგეძლებათ, ადიდოთ უფალი, ჰმად- ლობდეთ მას, იტიროთ სხვებისა თუ საკუთარი თავის გამო. თუ დაიწყებთ, ამგვარად შეაერთოთ თქვენი ცხოვრება ლოცვასთან, მათ შორის არასოდეს იქნება უფსკრული და ცხოვრება გახდება ცეცხლოვანი, ყოველ წამს დანთებული ცეცხლი, რომელიც სულ უფრო მეტად გაჩაღდება, უფრო მკვეთრი გახდება და ნელ-ნელა ფერს გიცვლით იმ შეუწველ მაყვალთან, რომლის შესახებაც საუბრობს წმიდა წერილი (გამოსვლა 3,2).


წყარო: წიგნი – ლოცვის სკოლა ნაწილი I.

სტატიაში გამოყენებული ილუსტრაცია შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

Share