IMG 0301 01

წმინდა მარიამ ეგვიპტელის კვირა – მიტროპოლიტი ანტონ სუროჟელი

დიდმარხვის მეხუთე კვირას ვიხსენებთ წმინდა მარიამ ეგვიპტელს. მისგან ჩვენთვის საჭირო ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია. მარიამ ეგვიპტელი ყველასთვის ცნობილი ცოდვილი იყო, მამაკაცებისთვის ცდუნება და სირცხვილი. თუ როგორ გახდა იგი ცოდვილი, ჩვენ არ ვიცით; იყო თუ არა მასში ბოროტ, აცდუნეს თუ გააუპატიურეს, როგორ გახდა მეძავი, ამას ჩვენ ვერასოდეს გავიგებთ. რაც დანამდვილებით ვიცით არის ის, რომ ერთ დღეს იგი ღვთისმშობლის, რულყოფილი სისრულის ხატების,  ტაძარში მივიდა და უეცრად იგრძნო, რომ შესვლა არ შეეძლო. ნუ წარმოვიდგენთ სასწაულებრივ ძალა, რომელმაც ხელი შეუშალა ზღურბლის გადალახვაში; ეს ძალა ალბათ – დანამდვილებით – მასში იყო. იგი გრძნობდა, რომ ღვთიური სამეფო მეტისმეტად წმინდა იყო და ღვთისმშობლის პიროვნება მეტისმეტად უბიწო იმისთვის, რომ  მის თანდასწრებით გავლა და ტაძრის შემოგარენში ყოფნა გაებედა.

ეს საკმარისი იყო, გაეაზრებინა, რომ მთელი მისი წარსული წყვდიადი იყო და რომ მხოლოდ ერთი გამოსავალი არსებობდა: ყოველგვარი ბოროტების გაძევება და ახალი ცხოვრების დაწყება. ის რჩევის საკითხავად არ წასულა, აღსარების სათქმელად არ წასულა; ქალაქიდან გავიდა უდაბნოში, მცხუნვარე უდაბნოში, სადაც არაფერი იყო გარდა ქვიშისა, სიცხისა, შიმშილისა და სასოწარმკვეთი მარტოობისა.

მარიამ ეგვიპტელისგან დიდებული რამის სწავლა შეიძლება. როგორც წმინდა სერაფიმ საროველ არაერთხელ უმეორებდა მის სანახავად მისულებს, განსხვავება დაკარგულ ცოდვილს და ცოდვილს შორის, რომელმაც ხსნის გზა იპოვ სხვა არაფერია, თუ არა შეუპოვრობა. ღვთის მადლი მუდამ აქ არის; მაგრამ ჩვენი აპასუხო ქმედება არ არის. მაგრამ მარიამმა უპასუხა; საკუთარი თავის ახლებურად აღქმის გამო თავზარდაცემულმა უპასუხა ღვთისმშობლის სიწმინდეს, მადლს, სისუფთავესა და უმწიკვლოებას და არაფერი, არაფერი იყო დაუძლეველი, რომ თავისი ცხოვრება არ შეეცვალა.

წლების განმავლობაში მარხვით და ლოცვით, მცხუნვარე სიცხეში, უდაბნოს სასოწარმკვეთ მარტოობაში ებრძოდა ყველა ბოროტებას, ომელიც მის სულში დაგროვილიყო; რადგან არ არის საკმარისი ბოროტების შეცნობა, მისი ნებაყოფლობით უარყოფაც არ არის საკმარისი, – ის ჩვენს მოგონებებში რჩება, ჩვენს სურვილებში, ჩვენს სისუსტეში, იმ სისაძაგეში, რომელიც ბოროტმოაქვს. მას მთელი ცხოვრება მოუწია ბრძოლა, მაგრამ ცხოვრების ბოლოს შეძლო მისი დამარცხება; მართლაც, კეთილი ღვაწლით იომა, ანიწმინდა, და შეძლო ღვთის სამეფოში შესვლა: არა ქვის ტაძარში, არა ფიზიკურ ადგილას, არამედ მარადიულობაში.

მას შეუძლია ბევრი რამ გვასწავლოს. მას შეუძლია გვასწავლოს, რომ თუ ერთ მშვენიერ დღეს გავიაზრებთ, რომ ამეფო, სადაც ასე თავისუფლად დავდივართ: ეკლესი, ან უბრალოდ ღმერთის მიერ შექმნილ სამყარო, რომელიც ბოროტებისგან სუფთა დარჩა, თუმცა ჩვენ გამო აექვემდებარა და დაემონა ბოროტებას, იმდენად წმინდაა, რომ ჩვენთვის მარტომყოფად აქ ადგილი არაა, ამ განცდის საპასუხოდ შეიძლება შევინანოთ, რაც ნიშნავს, შიშით შეპყრობილებმა უარვყოთ ჩვენი თავი და მტკიცე გადაწყვეტილებით შევეწინააღმდეგოთ საკუთარ თავებს. მაშინ ჩვენ შევძლებდით მის მიბაძვას.

მისი ეს მაგალითი წარმოგვიდგება, როგორც სიცოცხლის წყაროს, დიდმარხვის, დამაგვირგვინებელი მომენტი. ერთი კვირის წინ მოვისმინეთ წმინდა იოანე კიბისაღმწერელის (სინელის) სწავლება და მოწოდება, რომელმაც სრულყოფილების მთელი კიბე ჩამოაყალიბა, რათა დავძლიოთ ბოროტება და მივეახლოთ მართალს. და დღეს ჩვენ ვხედავთ მას, რომელიც ბოროტების სიღრმიდან სიწმინდის მწვერვალზე იყვანეს და როგორც წმინდა ანდრია კრეტელის კანონი ამბობს: “დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთს, რომელსაც შეძლია კეთროვანის განკურნება, შეუძლია განკურნოს კეთრი, რომელიც თქვენია.

ამიტომ, მოდით მასში დავინახოთ გამხნევება, ახალი იმედი, მართლაც, ახალი სიხარული, მაგრამ ასევე გამოწვევა, მოწოდება, რადგან ამაოდ ვუგალობებთ წმინდანებს, თუ არ ვისწავლით და არ მივბაძავთ მათ. ამინ.


წყარო: http://Pemptousia.com

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

სტატია თარგმნა ლიზა ბატიაშვილმა

Share