ზოგიერთი ალბათ იკითხავს: მაინც რას ნიშნავს „სულიწმინდის ნაყოფი ადამიანის გულში“? რა თქმაუნდა, ეკლესიურმა ადამიანებმა ეს იციან. თუმცა, ვფიქრობ, რომ ყოველი ადამიანი, ვინც ეკლესიის წევრია, სწორედ ამ „სულიწმინდის ნაყოფის“ მოსაპოვებლად იღვწის. როგორც ვიცით, წმინდანები, რომელთაც პატივს მივაგებთ და თაყვანს ვცემთ, სწორედ სულიწმინდის ნაყოფის სავანეები იყვნენ. მათ თავიანთი ცხოვრებით დაამტკიცეს სახარების ჭეშმარიტება.
ვინ განავრცო სახარება? ვინ იყვნენ წმინდანები? ისინი არ ყოფილან რაღაც უცხოპლანეტელი ანუცნაური არსებები, როგორც ეს ზოგს ჰგონია.
ამასთან დაკავშირებით ერთ ამბავს გეტყვით: ამასწინათ თესალონიკის ერთ-ერთი კერძო სკოლისმოსწავლეები იყვნენ ჩამოსული ათონის მთაზე, ვატოპედის მონასტერში. მათ გამცილებელმამასწავლებელმა, რომელიც ამავდროულად სკოლის დირექტორიც იყო, მითხრა: „გერონდა, თუშეიძლება, რამე უთხარით ბავშვებს“.
შევხედე ამ ბავშვებს – ზოგს საყურეები ეკეთა, ზოგს ყურსასმენები ეკეთა. კარგი ბავშვები იყვნენ, მაგრამ ათონზე პირველად იმყოფებოდნენ და ეკლესიასთან დიდი კავშირი არ ჰქონდათ. ვიფიქრე, როგორ დავიწყო საუბარი ამ გრძელთმიან და თანამედროვე ახალგაზრდებთან-მეთქი.
მივედი და ვკითხავე: „შენ რაზე აპირებ სწავლას?“ ერთმა მითხრა არქიტექტურაზეო, მეორემ – ექიმობაზე, მესამემ – მშენებელ-ინჟინრობაზე, მეოთხემ – ელექტროინჟინრობაზე. შემდეგ ერთსვკითხე: „შენ რას აპირებ, შვილო?“
მან მიპასუხა: „ჯერ კიდევ არ გადამიწყვეტიაო“.
მე კი ვუთხარი: „შენ წმინდანი უნდა გახდე!“
რა თქმა უნდა, ეს ნახევრად ხუმრობით ვუთხარი, მაგრამ ყველას გაეცინა და გაწითლდნენ.
ვკითხე: „რატომ გეცინებათ?“ გამოვიყენე ეს შემთხვევა და ავუხსენი, თუ ვინ არის წმინდანი. ვუთხარი, რომ წმინდანი არის ის, ვინც ატარებს სულიწმინდის ნაყოფს, რომელზეც პავლე მოციქულისაუბრობს.
ერთმა მოსწავლემ მითხრა: „პირველად გვესმის ამის შესახებო“.
პირველად გესმით, რადგან აქამდე არ დაინტერესებულხართ-მეთქი. სულიწმინდის ნაყოფები კიარის: სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელება, სიკეთე, მოწყალება, სიმშვიდე დათავშეკავება.
რა თქმა უნდა, კიდევ ბევრი სხვა ნაყოფიც არსებობს, მაგრამ მინდა ვთქვა, რომ ამ თვისებებზეუნდა ვფიქრობდეთ. მაგალითად, დღეს ძალიან მოდურია „სიხარული“. ხშირად ვამბობთ ხოლმე: „თქვენი შვილით გაიხარეთ“, „გილოცავთ ახალ წელს, ბედნიერებას გისურვებთ“ და ასე შემდეგ.
მაგრამ ჭეშმარიტი სიხარული ფსიქოლოგიური მდგომარეობა არ არის. სიხარული სულიწმინდისნაყოფი და სულიერი მოვლენაა. დღეს ადამიანებს ეს არ ესმით.
დღეს „სიყვარულიც“ მოდური გახდა. ამბობენ: „მთავარია სიყვარული, უნდა გვიყვარდესადამიანები“. მაგრამ როგორ შეიყვარებ ადამიანს, თუ საკუთარ თავს, საკუთარ ეგოიზმს არ სძლიე? როგორ შეიყვარებ მოყვასს, როდესაც თავმოყვარეობის (ეგოიზმის) ვნებით ხარ შეპყრობილი, ყოველთვის შენი სურვილების მიხედვით იქცევი და პირველ რიგში ღმერთი არ შეგიყვარებია? ესშეუძლებელია. პირველი მცნებაა და ყველამ კარგად უნდა გავიგოთ: „შეიყვარე უფალი ღმერთიშენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითაშენითა და ყოვლითა ძალითა შენითა“.
ეს ყოველივე აუცილებელია. სიყვარული, რომელზეც დღეს ვსაუბრობთ, სათავეს ღმერთისგან იღებს. ადამიანთმოყვარეობა ღვთისმოყვარეობის გაგრძელებაა. სხვაგვარად შეუძლებელია. ამიტომ, როდესაც ადამიანი ეკლესიაში იღვწის, ის ბავშვივით იზრდება. აი, მაგალითად, თქვენიშვილიშვილები, რომლებიც დიდი ხნის წინ ვნახე, ახლა უკვე როგორ გაზრდილან! თქვენ, ვინცყოველდღე მათთან ერთად ცხოვრობთ, ვერც კი ამჩნევთ, ისე იზრდებიან. ზუსტად ასეა სულიერიზრდაც. ადამიანს, რომელიც ეკლესიური ცხოვრებით ცხოვრობს, ნელ-ნელა ეძლევა სულიწმინდისნაყოფი: სიყვარული, სიხარული და მშვიდობა.
მშვიდობა უდიდესი რამაა. ამასწინათ ერთი კაცი ჩამოვიდა და ვკითხე, რისთვის ჩამოხვედიათონის მთაზე-მეთქი. „დასამშვიდებლად წამოვედიო“, – მიპასუხა. ვუთხარი: შვილო, აქფსიქიატრიული კლინიკა ხომ არ გგონია, აქამდე რატომ ვერ პოულობდი სიმშვიდეს-მეთქი? არმიყვარს ეს გამოთქმა „დასამშვიდებლად ჩამოვედი“. უბრალო ფსიქოლოგიური სიმშვიდე კი არა, ჭეშმარიტი მშვიდობა არსებობს. მან მითხრა, ეს პირველად მესმისო. პირველად გესმის, რადგანარასდროს დაინტერესებულხარ-მეთქი. ქრისტეს შობისას ანგელოზები გალობდნენ: „დიდებამაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობა“. ამას ადამიანი ვერც იგრძნობს დავერც განიცდის ეკლესიის მიღმა, საღვთო მადლის გარეშე. უნდა გვესმოდეს, რომ სულიერი ნაყოფიმხოლოდ სულიერი ბრძოლით (ღვაწლით) მოიპოვება.
ადამიანი სრულყოფილი მაშინ ხდება, როდესაც სულიწმინდის ეს ნაყოფები აქვს. აი, ამასწინათერთი მოდის და მეუბნება: „იცით, ჩემს უფროსს არ ვუყვარვარ და ანგარიშს არ მიწევსო“. მე ვკითხე: „შენ თუ გიყვარს ის?“ ადამიანები დღეს ყველაფერს იმის მიხედვით აფასებენ, თუ როგორეპყრობიან მათ. მაგრამ შენ თავად რას აკეთებ, შვილო? შეხედეთ წმინდანებს – მათ არაინტერესებდათ, უყვარდათ თუ არა ისინი სხვებს, მათ თავად აინტერესებდათ სხვების სიყვარული.
ჩვენ გვქონდა ბედნიერება, გვეცხოვრა ჩვენი დროის წმინდანებთან ახლოს. მახსენდება წმინდაპაისი ათონელი და მამა ეფრემ კატუნაკიელი. ეს ორი ასკეტი ათონის მთაზე ყველაზე ცნობილი იყო. ერთხელ მამა ეფრემმა მითხრა: „ეშმაკის ხელშეწყობითა და ღვთის დაშვებით, ჩემი სახელიყველგან გაითქვაო“. ამით იმის თქმა მინდა, რომ მათ საერთოდ არ აინტერესებდათ საკუთარიდიდება და სხვებისგან აღიარება. მათ მხოლოდ ერთი რამ სურდათ – ჰყვარებოდათ ღმერთი დამოეპოვებინათ სულიწმინდის ნაყოფი. სულიერი ნაყოფით კი, ბატონო ნიკოლოზ, გულიგანიწმინდება, ხოლო როცა გული სუფთაა, მაშინ ლოცვას უდიდესი ძალა აქვს. დღეს სამყაროსსწორედ ისეთი ადამიანები სჭირდებათ, რომელთაც სუფთა გული აქვთ, რათა მათ ლოცვას მთელიმსოფლიოსთვის ჰქონდეს ძალა.
ახლა წმინდა იაკობ ცალიკისი გამახსენდა. ერთხელ მასთან მივიდა უნივერსიტეტის პროფესორი, ნეტარხსენებული სტილიანოს პაპადოპულოსი (რომელიც მოგვიანებით ბერად აღიკვეცა სახელითგერასიმე), ამერიკელ კოლეგებთან ერთად. პროფესორმა წარუდგინა თავისი კოლეგა: „მამაო, ესბატონი არის დოქტორი ამა და ამ სფეროში, მოღვაწეობს იქა და იქ“ და ასე შემდეგ. მამა იაკობმა კიუთხარა: „ჩემო სტილიანე, ეგ ყველაფერი არ მაინტერესებს, მითხარი – კეთილმსახური, ღვთისმოშიში ადამიანია? მე ეს მაინტერესებს“. ამით იმის თქმა მინდა, რომ ადამიანსუპირველესად ღვთისმოშიშება უნდა ჰქონდეს და უნდა იღვწოდეს. ინტელექტუალურ სფეროშიშეიძლება ჰქონდეს წარმატებები, ამას ეკლესია არ უარყოფს – ჩვენ პატივს ვცემთ მეცნიერებას, ინტელექტსა და განათლებას და კურთხევაა ასეთი ადამიანების ყოლა, მაგრამ განათლებასსაფუძვლად ღვთისმოშიშება უნდა ედოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივალთ წმინდა კოზმაეტოლიელის წინასწარმეტყველებამდე, რომელმაც თქვა: „ბოროტება ნასწავლებისგან(განათლებულებისგან) მოვაო“. იგულისხმებიან სულიერად დამახინჯებული ადამიანები, რომელთაცარ აქვთ ღვთის სული და შორს არიან სულიერი ნაყოფისგან.
ჩვენ, ბერებს, სენაკის კანონის დაწყებამდე სულიერი მამისგან გვაქვს მცნება, რომ თვალიგადავავლოთ ჩვენს თავს. აი, მაგალითად, ვიღვიძებთ ღამის სამ ან ნახევარ საათზე, ოთხზევიწყებთ მსახურებას. საღამოს, როდესაც მწუხრის შემდგომ სენაკში შევდივართ, უნდა ვნახოთ, როგორ განვვლეთ დღე: არა მხოლოდ ის, თუ რა გავაკეთეთ, არამედ რა აზრები გვქონდა, რაგანწყობა იყო ჩვენს გულში. ხომ არ იყო გული მიდრეკილი ცოდვიანი, მიწიერი ან ადამიანურირამეებისკენ? რადგან, როგორც გითხარით, პირველი მცნებაა, რომ გული განეშოროს ყველაფერმიწიერ წვრილმანს და ღვთის სიყვარულისკენ მიიმართოს.
ნელ-ნელა, ბატონო ნიკოლოზ, ადამიანი იწყებს საკუთარ თავში ჩახედვას. წმინდა მამებმა, რადგანღვთისგან იყვნენ განათლებულნი, ღრმად ჩასწვდნენ განღმრთობისა და სიწმინდის არსს. მათგაიგეს, თუ რას ნიშნავს ადამიანის განღმრთობა, მაგრამ ამავე დროს დაინახეს ისიც, თუ რამდენადდაეცა და დამახინჯდა ადამიანი ცოდვით. ისინი საკუთარ თავში ხედავდნენ ამ ტრაგედიას დატიროდნენ. წმინდანები მელანქოლიის ან დეპრესიის გამო კი არ ტიროდნენ, ან იმიტომ, რომ სუსტინერვული სისტემა ჰქონდათ; ისინი ტიროდნენ, რადგან ხედავდნენ საკუთარ სულიერ სიგლახაკეს. როგორც წმინდა სილუან ათონელზე საუბრისას აღვნიშნეთ, უფალმა მას უთხრა: „გონებაჯოჯოხეთში ამყოფე და სასოს ნუ წარიკვეთ (იმედს ნუ დაკარგავ)“. სწორედ ამიტომ მოვიდაღვთის ძე, გახდა ადამიანი, რომ დაგვეხმაროს მადლის პოვნაში და დახსნაში ამ დაცემულობისგან. ეკლესიაში ადამიანს შეუძლია განიკურნოს და შეიძინოს ის საღვთო სილამაზე, რომელიცსულიწმინდის ნაყოფებისგან შედგება. წმინდა იოანე ოქროპირი ერთგან ამბობს, რაც არასდროსმავიწყდება: „ადამიანი ეკლესიაში მგლად შემოდის და კრავად გადისო“, რადგან ის იწყებსვნებებისგან განწმენდას.
ნეტარების მცნება: „ნეტარ იყვნენ მგლოვარენი, რამეთუ იგინი ნუგეშინის–ცემულ იქმნენ“ – სწორედ აქ პოულობს თავის აღსრულებას. ადამიანი იწყებს თავისი სულიერი მდგომარეობისდანახვას და ტირის. მაგრამ ტირილამდე არის გლოვა (სულიერი მწუხარება). ამ მწუხარებისგადმოდინებას მოაქვს ცრემლი და მაშინ ადამიანი იმდენად დიდ ნუგეშს იღებს ამ გლოვისგან, რომმუდმივად სურს ეს მდგომარეობა. წმინდა ისააკ ასური წერს, რომ მეუდაბნოე ისეთ მდგომარეობასაღწევს, როდესაც სურვილისამებრ ნებისმიერ დროს შეუძლია იტიროს. წმინდანებმა მიაღწიესდაუცხრომელ, მუდმივ ცრემლს.
მამა ეფრემ კატუნაკიელს ერთხელ ინსულტი დაემართა და ექიმმა თქვა, რომ ეს ორგანიზმისგაუწყლოების გამო მოხდა, რაც მუდმივმა ტირილმა გამოიწვია. საწყალმა არ იცოდა სამედიცინოსაკითხები, ტიროდა და ვერ ხვდებოდა, რომ წყალი უნდა დაელია. რატომ ტიროდნენ? იმიტომ, რომმათ იცოდნენ, რა არის ადამიანის სულიერი დაცემა და ტრაგედია. უფრო მეტიც, როდესაც წმინდანისულიერებაში წინ მიიწევს, ის საკუთარ თავზე იღებს მთელი სამყაროს ცოდვებს, თავსპასუხისმგებლად გრძნობს და ყველასთვის ტირის. ღვთის ადამიანებს ყოველთვის ჰქონდათცრემლი.
მახსენდება ჩვენი ნეტარხსენებული ბერი (იოსებ ვატოპედელი) – ის არასოდეს ეზიარებოდაცრემლების გარეშე. არასოდეს! სიცოცხლის ბოლოს გულის უკმარისობით იტანჯებოდა დაფილტვების შეშუპება ჰქონდა. ერთხელ თესალონიკის სამხედრო ჰოსპიტლიდან ჩამოვიდა მისიმკურნალი ექიმი. შაბათს დილით ბერთან წირვა გვქონდა. ექიმს ვუთხარი, წამოდი-მეთქი. წამოვიდადა ნახა, რომ ბერი წირვის დაწყებიდან („კურთხეულ არს მეუფება…“) მის დასრულებამდე სულტიროდა. ექიმი შეშფოთდა, მითხრა: „მამაო, ბერის ტირილი მისი გულისთვის დამღუპველია, ეს მასკლავსო“. ვუპასუხე: „ექიმო, ეს სულიერი მოვლენაა, როგორ ვუთხრა ბერს – ნუ ტირი-მეთქი?“ მერემაინც ვუთხარი ბერს ექიმის ნათქვამი. ბერმა კი მითხრა: „მაგას არ ესმის სულიერი რამეებიო“.
სულიერი ცრემლი და გლოვა არ არის ის, რაც ზოგიერთს ჰგონია – თითქოს სიბერის გამო ტირიან. ესარის ღვთის სიყვარული, საღვთო ეროსი. ეს არის ღვთისკენ ლტოლვა, რაც ცრემლით გამოიხატება. ამ ადამიანებს ისეთი ნათელი აქვთ და სახეზე ისეთი ბრწყინვალება გადასდით სწორედ იმიტომ, რომ ტირიან.
მახსენდება, როდესაც ინგლისში, ესექსის მონასტერში ჩავედი და მამა სოფრონი (სახაროვი) ვნახე. იქ მამა ზაქარიამ მიამბო ერთი 13 წლის გოგონასა და მამა სოფრონის საუბარი. გოგონამ ბავშვურიუბრალოებით ჰკითხა: „მამაო, რატომ ხართ ყოველთვის ასეთი მხიარული და მომღიმარი?“ მამასოფრონიმ უპასუხა: „იმიტომ ვარ ძალიან მხიარული, ჩემო შვილო, რომ მთელი ღამე ვტირიო“.
სულიერ გლოვას თან ახლავს ნუგეში, რის გამოც მას „სიხარულისმომგვრელი გლოვა“ (χαρμολύπη) ეწოდება. ეს მხოლოდ ღვთისმიერ, სულიერ ცხოვრებაში ხდება. ამიტომ წმინდანები საუბრობდნენგლოვაზე, ცხოვრობდნენ ამით და ქადაგებდნენ მას. ნეტარია ის ადამიანი, რომელიც საკუთარითავის მხილებითა და სინანულით გლოვობს და ტირის, რადგან ის იმოსება ღვთის მადლით, გულიულბება და უჩნდება სიყვარული ყოველი ადამიანის მიმართ.
ამასწინათ ერთ ბერს შევხვდი, მითხრა: სენაკში ვლოცულობდი და ჩემს გულში მთელი მსოფლიოსმიმართ ისეთი სიყვარული აღიძრა, რომ მთელი ღამე ტირილითა და ქვითინით ვლოცულობდიყველასთვისო. კიდევ ერთი ბერი გვყავდა, მამა კვირიაკე, რომელიც უკვე გარდაიცვალა. ის დიდიმლოცველი იყო. ღამით უფალი აძლევდა ძალას და ლოცულობდა ქვრივებისთვის, მათთვის, ვისაცკიბო ჰქონდა, ვისაც სახლში მიცვალებული ჰყავდა და გლოვობდა, ვისი შვილებიც ნარკომანებიიყვნენ… ყოველ ღამეს მათ უძღვნიდა და უნუგეშოდ ტიროდა. იმდენად ხმამაღლა ტიროდა ხოლმესაღვთო სიყვარულისგან, რომ მონასტრის გარეთ, ცალკე სენაკი მივეცით, რადგან ღამით სხვებსაფხიზლებდა. ეს არ ყოფილა ავადმყოფობა, ეს იყო საღვთო სიყვარული. მეუბნებოდა: „ადამიანებისმიმართ ისეთ სიყვარულს ვგრძნობ, რომ მინდა მთელი სამყარო ჩავიკრა გულშიო“.
ასეთივე სიყვარული ჰქონდა წმინდა პაისისაც. ერთმა სასულიერო პირმა, რომელიც მასთან ერთადწირავდა, მიამბო: წმინდა პაისი მავალებდა, რომ როდესაც ბარძიმს განვწმენდდი, ქრისტესთვისმეთქვა: „ქრისტე ჩემო, ვინც ვერ ეზიარა შენს სისხლსა და ხორცს, შენ თვითონ ეზიარე მათუხილავად“. ეს მამა გრიგოლმა, მისმა მოწაფემ მითხრა. აქედან ჩანს, თუ რამხელა სიყვარულიჰქონდა ამ ადამიანს სამყაროს მიმართ, რადგან მან საკუთარ თავზე იმუშავა და შეიმოსა ღვთისსიყვარული, როგორც სულიწმინდის ნაყოფი. ასეთი ადამიანები ხდებიან „მსოფლიო მოქალაქეები“ – არა გლობალისტური გაგებით, არამედ სულიერად, რადგან მათ გულში მთელი სამყარო ეტევა. ამიტომაც ვამბობთ ხოლმე წმინდანთა საგალობლებში: „გიხაროდენ, მამაო მსოფლიოო“.
ყველას თავისი ადგილი აქვს, მაგრამ მთავარია სულის ცხონებაზე ზრუნვა. ბერი იქნება თუერისკაცი, ვინც არ უნდა იყოს და სადაც არ უნდა მუშაობდეს, ყველას უნდა ჰქონდეს ეს საზრუნავი. ეს ზრუნვა კი სულიერ ფხიზლობასა და ყურადღებას (ნეფსისს) ბადებს. მნიშვნელოვანია, გვქონდესცხონების წყურვილი და სურვილი, რათა აღმოვფხვრათ ის ვნებები, რომელთაც საკუთარ თავშივხედავთ. იმედი არ უნდა დავკარგოთ.
ეკლესიის ადამიანს ქრისტეს მშვიდობა აქვს გულში. ნახეთ, როგორ გიზიდავს ასეთი ადამიანი, რანათელი აქვს სახეზე და როგორ შთაგაგონებს!
ზემოთ წმინდა ანტონი დიდი ვახსენეთ. წმინდა ათანასე ალექსანდრიელი, რომელიც მისი მოწაფეიყო, თავის წიგნში წერს (დიდი ხანია არ წამიკითხავს, მაგრამ მახსოვს): „არა მხოლოდ მაშინ, როცაჩემს ბერთან მივდიოდი და მას ვხედავდი, არამედ მაშინაც კი, როდესაც ქალაქში ყოფნისას ვინმეშემთხვევით ახსენებდა სახელს ‘ანტონი’, ჩემი გონება მაშინვე ბერის სენაკისკენ მიფრინავდა დაგული მიმცივდებოდა, რადგან მახსენდებოდა ის რჩევები და გამოცდილება, რაც ჩემმა სულიერმამამამ გადამცაო“.
ამასწინათ ერთ საიტზე წავიკითხე სტატია, სადაც აკრიტიკებდნენ „სულიერ მამობას“, თითქოს არარის საჭირო სულიერი მამების ყოლა. ძალიან მეწყინა. რა თქმა უნდა, არსებობს აღსარება დაარიან მოძღვრები ერში, მაგრამ არ უნდა დავივიწყოთ ისეთი სულიერი მამები, რომლებიცგანსაკუთრებული ნიჭითა და სულიწმინდით იყვნენ აღვსილნი და სწორ გზას უჩვენებდნენადამიანებს. ასეთები იყვნენ, მაგალითად, რუსი სტარეცები. ადამიანები მათთან ხუთი წუთითმიდიოდნენ, ხედავდნენ ღვთის სიყვარულით აღგზნებულ ამ მამებს და მათი ცხოვრება სამუდამოდიცვლებოდა. ეკლესიაში უნდა აღინიშნოს ასეთი მადლმოსილი ადამიანების არსებობა, რომლებიცსხვებს შთაგაგონებენ.
ძველ პატერიკში წერია წმინდა ანტონიზე: მასთან სამი ბერი მივიდა, ორი მათგანი სულ კითხვებსუსვამდა, მესამე კი ჩუმად იყო. წმინდა ანტონიმ ჰკითხა: „შენ რატომ არაფერს მეკითხები, შვილო?“ მან კი უპასუხა: „ჩემთვის მხოლოდ შენი ნახვაც კმარა, მამაო“. მათ განსაკუთრებული სულიერიკავშირი ჰქონდათ ამ აბასთან, რადგან ხედავდნენ, რომ ის სულიწმინდის ნაყოფით იყო აღვსილი.
ეს არის მადლის საიდუმლო – ღვთის მადლის გამოუკვლეველი საიდუმლო, როდესაც მხოლოდფიქრიც კი, ან ტელეფონით საუბარიც კი ადამიანს ანიჭებს სიხარულს, მადლსა და უდიდეს ნუგეშს.
წყარო: https://www.pemptousia.gr