ის, ვინც ნამდვილად ქრისტეში ცხოვრობს, შეუძლებელია არ მოიქცეს ისე, როგორც თავად ქრისტე მოიქცეოდა.
ვისაც ჭეშმარიტად უყვარს ქრისტე, მაშინ ნამდვილად დაიცავს მის მცნებებს, რადგან შეუძლებელია, რომ გიყვარდეს ქრისტე და არ გიყვარდეს მისი მცნებები, რომლებიც ქრისტეს სულითაა განმსჭვალული.
ქრისტე ჭეშმარიტი ნათელია, ხოლო ის, ვინც ეს ნათელი იხილა და ცხოვრობს მასში, ბუნებრივია, რომ ყველაფერში ქრისტეს მსგავსი იქნება.
მაგრამ რაში გამოიხატება ქრისტესადმი მსგავსება? ძირითდად იმაში, რომ იგი ტვირთულობს მოყვასის ტკივილებს, ყველაფერში მხოლოდ საკუთარ თავს ადანაშაულებს და დროთა განმავლობაში, როდესაც ადამიანი ამ აზრის ჭეშმარიტებაში რწმუნდება, მაშინ ყველანაირ სიკვდილს კეთილი ნებით იღებს და არ მიაქცევს ყურადღებას თუ საიდან მოდის იგი და როგორია.
თუკი ვინმე მის მოკვლას შეეცდება, არ განიზრახავს მკვლელის დადანაშაულებას; თუ სნეულება ტანჯავს, არ დაკარგავს სულიერ სიმშვიდეს; თუ თავს დემონები დაესხმებიან, არ შეეშინდება მათი და არ დაკარგავს გულის ლმობიერებას. სწორედ ეს არის საკუთარი სულის მოძულება ქრისტესთვის.
ამონარიდი წიგნიდან: „ცათა სასუფევლისათვის დაბადება“
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ.