emiliane vafidisi 1

არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი – გონების აღტაცება ლოცვისას

დროდადრო ვგრძნობ ხოლმე, თუ როგორ ”აღიტაცება” ლოცვისას ჩემი შინაგანი სამყარო. ამ დროს, ჩემი ცნობიერება, გონება თავისით ლოცულობს. მე ჩემს საქმეებს ვაკეთებ და უცებ აღმოვაჩენ, რომ ვლოცულობ:”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე!” გემით მივცურავ, მანქანით მივდივარ, დასაძინებლად ვწვები თუ ვინმეს ვესაუბრები აღმოვაჩენ ხოლმე, რომ ჩემი გონება დამოუკიდებლად იმეორებს: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.

ბოლომდე ვერ ვხვდები როგორ, მაგრამ გონების ეს ”აღტაცება” ადამიანის შინაგან სამყაროში აღესრულება. თითქოს ბურთს ისვრი მოედნის მეორე მხარეს და ეს ბურთი კვლავ შენ გიბრუნდება, მერე კიდევ ისვრი და ასე.. დაახლოებით ამას გრძნობს გონება, როდესაც იესუს ლოცვას წარმოთქვამს. სიმბოლურად რომ ვთქვათ, ქრისტე ამ დროს მოედნის მეორე მხარეს დგას და გიბრუნებს შენს მიერ ნასროლ ”ბურთს”.

ქრისტესთან ეს შეხვედრა მოულოდნელად ხდება. შემდეგ გონება კვლავ ყოველდღიურ რეალობას უბრუნდება, რაღაც დროის შემდეგ ისევ შეეხება მის გულს მადლი და თანდათანობით ადამიანი უფრო მეტ მშვენიერებას, სიხარულს და ბედნიერებას იძენს ვიდრე ადრე ჰქონდა.

დროთა განმავლობაში, სწორი სულიერი სვლის, დიდი შრომის და სიმდაბლის შემთხვევაში ეს ”აღტაცება”(მადლის შეხება) ხშირდება და ადამიანის ცხოვრების განუყოფელი ნაწილი ხდება. ადამიანს სურვილი უჩნდება, რომ რაც შეიძლება ნაკლებ შეხებაში იყოს გარესამყაროსთან, ამასოფლის სულთან. ის ხდება მეტად მორჩილი, მდაბალი და კომუნიკაბელური. ლოცვისას ქრისტესთან შეხვედრის შემდეგ, ის უფრო და უფრო რწმუნდება თავის დაცემულობაში. უჩნდება აზრი: ”ვინ ვარ მე და როგორ ვბედავ ქრისტესთან საუბარს?”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •