porfiri kavsokaliveli 2

წმ. პორფირი კავსოკალიველი – მიეცით თქვენი გული ქრისტეს

ის, ვინც ქრისტეს საკუთარ გულში შეუშვებს სრულიად იცვლება, სხვა ადამიანი ხდება. მისი გონება იხსნება, ნათლდება და ქრისტეთი განიმსჭვალება. გესმის? როდესაც შენი გონება და გული ქრისტეთია აღსავსე, მაშინ ბრძენი და გონებამახვილი ხდები და სულიწმიდა გასწავლის ყველაფერს.

რთულ სიტუაციებში, ჭეშმარიტად ბრძენი ადამიანი საკუთარი თავის კონტროლს არ კარგავს და არ ვარდება იმედგაცრუებაში, მის გულში ქრისტეა დამკვიდრებული და მასში პოულობს თავშესაფარს. ამ დროს ადამიანი ძალიან მარტივ და მშვენიერ გზებს პოულობს პრობლემების მოსაგვარებლად და ამ ყველაფერს შინაგანი შფოთის გარეშე ახერხებს. გესმის ჩემი?

ის, ვინც ქრისტეს უხსნის გულს, რა სირთულესაც არ უნდა შეხვდეს არ შფოთავს და ეს ტკივილი ვერაფერს აკლებს, არამედ პირიქით, ენით გამოუთქმელ, არამიწიერ შინაგან სიხარულს და მხიარულებას გრძნობს. ასეთი ადამიანი შემოქმედებითი და ფრთხილია, არ უშვებს შეცდომებს და სხვებს გულს არ ტკენს. როგორ შეიძება ასეთი ადამიანი სულელი იყოს?

მე მინდა ყველამ გაიგოთ, რომ არ არსებობს ქრისტესთვის დაუძეველი პრობლემა, მიეცით თქვენი გული ქრისტეს და ის გასწავლით ყველა პრობლემიდან გამოსავალს. ნუ გეშინიათ სირთულეების, არამედ გიყვარდეთ ისინი და ყველაფრისთვის მადლეირები იყავით ღვთისა. ამ ტკივილებს დიდი დანიშულება აქვს თქვენი სულისთვის.

გიყვარდეს ქრისტე! და ნახავ როგორი ცვლილებება დაიწყება შენში! როგორ გაბედნიერდები! მიეცი მას შენი გული და ყველაფერ დანარჩენს ის მიხედავს. ეცადე ყველა სულიერი და და ძმა ერთნაირად გიყვარდეს. ძალიან უნდა გიყვარდეს შენი მოძღვარი, რადგან შენთვის იქ ქრისტეს ხატია.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ