emiliane vafidisi 4

არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი – ლოცვა დიალოგია

ლოცვა და ევქარისტია მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. ევქარისტიის გარეშე შეუძლებელია ლოცვის სწავლა. ზიარების გარეშე კი ლოცვა არასრულფასოვანია. მეორეს მხრივ, ღმრთისმსახურებაში მონაწილეობა და წმინდა ზიარება არაფრის მომცემია სულის სიღრმიდან ამოსული, შინაგანი, გონიერი იესუს ლოცვის გარეშე. ღმრთისმსახურება ამ ყველაფრის გარეშე სიყალბეა. თუკი არ გვექნება ღმერთთან არანაირი ურთიერთობა, მაშინ ერთ დღესაც მისგან მოვისმენთ: არა გიცნი თქვენ.(მთ.25:12)

ლოცვა დიალოგია და მაშინაა ჭეშმარიტი, როდესაც არსებობს თანამოსაუბრე, ანუ ის პირი ვისაც ვესაუბრები. ანუ ამისთვის საჭიროა, რომ ღმერთის მყოფობის რეალური განცდა გვქონდეს. ყველგან მყოფი ქრისტე საკუთარ თავს განსაკუთრებით საღმრთო ევქარისტიის დროს ავლენს.

ამიტომაც, ლოცვა და ზიარება მჭიდრო კავშირშია ერთმანეთთან. რას გვაძლვენ ისინი? გვეხმარებიან განვიცადოთ ღმერთის არსებობა. რას ელის ის ჩვენგან? იმას, რომ ვესაუბროთ, მასთან ურთიერთობა გვქონდეს. ევქარისტიის საშუალებით ის ხელს გვიწვდის, ჩვენი ლოცვით კი მივისწრაფვით მისკენ მანამ, სანამ არ მოხდება ჩვენი სრული ერთობა

 

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •