ნიკოდიმოს მთაწმინდელი

წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი – თუ გრძნობ სიცივეს, ნუ შეგეშინდება

თუკი იგრძნობ, რომ შენი გული გაცივდა და არ გაქვს კრძალულება და სიყვარული ღვთისადმი, შენი თავი შეამოწმე.

დაფიქრდი, რომელმა ნაკლმა გამოიწვია ეს გრძნობა და შეებრძოლე მას. თუკი მიზეზს ვერ აღმოაჩენ, ეცადე არ შეწყვიტო ან არ შეასუსტო სულიერი ღვაწლი.

ნუ ისურვებ, გაჰყვე იესო ქრისტეს მხოლოდ თაბორის გზაზე, არამედ გაედევნე გოლგოთისკენაც.

ნუ ისურვებ მხოლოდ ღვთაებრივი სინათლის შინაგან განცდას, სულიერ სიხარულს და სიტკბოებას, გსურდეს ატანა ტანჯვის, მწუხარების, სიმწარის, რასაც სული ეშმაკისგან მოვლენილი განსაცდელში განიცდის.

თუკი მაინც გრძნობ სიცივეს, სიბნელეს, ნუ შეგეშინდება! მტკიცედ იდექი ჯვარზე, შორს ყველანაირი მიწიერი სიამოვნებისგან. ეს განცდა დამალე სხვათაგან და აღიარე მხოლოდ სულიერი მოძღვრის წინაშე.

აღიარე არა იმიტომ, რომ განთავისუფლდე ამ განცდისგან, არამედ იმიტომ, რომ მოძღვარმა გიჩვენოს გზა, რომლითაც გადაიტან ისე, როგორც ღმრთისთვის არის სათნო.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)