emiliane vafidisi 1

არქიმანდრიტი ემილიანე ვაფიდისი – ქორწინება სამეფოა, სამოთხეა.

ქორწინება არ არის ხორციელი მოვლენა, არც ეთიკისა და ფიზიოლოგიის სფეროა. რათქმაუნდა ის ამ ყველაფერსაც მოიცავს, მაგრამ სინამდვილეში ქორწინება – ქრისტეკენ გზამკვლევია. ქორწინება – სამეფოა, სამოთხეა. ეს არის ქრისტეს წინაშე დადებული ფიცი, რომელიც ვლინდება ურთიერთობაში, ერთობასა და თანაცხოვრებაში.

ღმერთს უნდა, რომ გვასწავლის, თუ როგორ ვიყოთ ოჯახში ბედნიერები. ამისთვის აუცილებელია, რომ ცოლ-ქმარს ჰქონდეთ იმის განცდა, რომ ისინი ღვთის ხატნი არიან, აქვთ ერთი სხეული, შეადგენენ ერთ ადამიანს თავიანთ ოჯახურ თანაცხოვრებაში. სხვაგვარად წარმოუდგენელია. ორ სქესს შორის კავშირის საფუძველი მათ განსხვავებულობაში კი არა, არამედ მათ ურთიერთობასა და სულიერ ერთობაშია. აუცილებელია იმის გაცნობიერება, რომ ერთადერთი, ვისაც ადამიანის სიცარიელის შევსება შეუძლია – ქრისტეა. ქმარი ვერ დამშვიდდება, სანამ არ გააცნობიერებს, რომ მისი ცოლი, ანუ ოჯახი – ეკლესიაა, რომელშიც ღმერთი მყოფობს.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •