1000019503 01

მიტროპოლიტი ათანასე ლიმასოლელი – საძირკველი არის ქ რ ი ს ტ ე

ჩვენ ვემალაებით რეალობას, ის ჩვენ გვაშინებს. ეს ყველაფერი, სინამდვილე, გვტანჯავს, მაშინ როცა ქრისტე რეალურად არის მშვიდი სინათლე, ის არის ღვთის სინათლე, რომელიც ანათებს ადამიანს, ანიჭებს სიმშვიდეს, ანიჭებს ადამიანს ღვთის მარადიული სასუფევლის განცდას, როდესაც ადამიანს აქვს მარადიული სასუფევლის განცდა, რამ შეიძლება შეაშინოს იგი, რას შეუძლია მისი განწყობის დარღვევა? არაფერია აშინებს თვით სიკვიდილიც კი – ღვთის კაცისთვის ეს ყევლაფერი სხვა განზომილებას იძენს.
რა თქმა უნდა ჩვენ ადამიანები ვართ და ჩვენში მოქმედებს ჩვენი ადამიანური ბუნება, მაგრამ როგორც პავლე მოციქული ამბობს, ჩვენი იმედი არის ქრისტე. ერთია იტანჯო ყოველგვარი იმედის გარეშე, მაგრამ მეორეა – ქრისტე იყოს შენი იმედი. ეს არის ძლიერი საძირკველი, რომელზეს დგახართ, და თქვენი შერყევა ძნელია, ეს საძირკველი არის – ქ რ ი ს ტ ე, ჩვენი მხსენილი, რომლიც მიმართას ჩვენ გვაქვს გაბედულება, რადგან ჩვენ მას შევიგრძნობთ როგორც საკუთარს: „ჩემი ქრისტე“, ამბობდნენ წმინდანები, ქრისტე არის მთელი სამყაროს მხსნელი, უფალთან მიმყვანებელი, იშვა რა ხორცში ადამიანად, მან მიიყვანა მთელი სამყარო მამა ღმერთთან.

როდესაც გვაქვს ქრისტე ღმერთის რწმენა, ჩვენ ვხდებით ურყევნი, ჩვენ არ ვმერყეობთ, არ ვიძვრებით ადგილიდან, როდესაც ჩვენ გვახრჩობს ცდუნებების ტალღები, მცირედ მორწმუნეობა, როდესაც დგება მძიმე დრო. უფალი უშვებს რომ დიდი წმინდანებიც კი აღმოჩდნენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში, არის წამორუდგენლად რთული მომენტები, თითქოს უფალი გვტოვებს და დუმს, შენ გრძნობ რომ თითქოს მარტო ხარ და არა მხოლოდ ეს თითქოს მთელი ბოროტი ძალა შენსკენაა მომართული, ერთი ბოროტება მეორეს ცვლის, ერთი იმედგაცრუება, მეორეს და შენ უკვე ვერსად ვერ ხედავ უფალს, შენ მას ვეღარ გრძნობ, თითქოს მან მიგატოვა, ამისდა მიუხედავად ჩვენს დარწმუნებულნი ვართ, რომ იგი ჩვენთანაა.

ქრისტე ღმერთის რწმენით, ჩვენ ვხდებით ურყევნი.


წყარო: წიგნი: „შეინარჩუნე ცოცხალი სული“ 2018წ.

Share