Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
პოსტმოდერნული პერსონაჟიდან პიროვნებამდე - არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი - ევქარისტია
Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
000 8243

პოსტმოდერნული პერსონაჟიდან პიროვნებამდე – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი


Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

პოსტმოდერნული ინდივიდუალიზმისა და რელატივიზმის საპირწონედ ყველაზე მნიშვნელოვანი კონტრარგუმენტი არის პიროვნების თეოლოგია, რომელიც ვლინდება ისიქასტურ ასკეტურ ტრადიციაში. საკუთარ შინაგან სამყაროში ჩაბრუნება და გონიერი სიმშვიდის (ისიქია) ასკეტური პრაქტიკა ფსიქოლოგიური ამოცანა კი არ არის, არამედ “საზარელი ნიღბის“ პიროვნებად გადაქცევის ნამდვილი და ერთადერთი გზაა.

მართებულად აღინიშნა, რომ 21-ე საუკუნის თეოლოგიას ყველაზე კარგად ახასიათებს მისი ანთროპოლოგიურ საკითხებზე ფიქრი და წუხილი. თუ დღეს საკმარისად არ გამოგვიკვლევია ანთროპოლოგიური ჭეშმარიტებები თეოლოგიის სფეროში, წარმოიდგინეთ, რა მდგომარეობა უნდა იყოს ფილოსოფიის, ინტელექტის, სოციალური და ჰუმანიტარული მეცნიერებების სფეროებში.

დღევანდელმა პოსტმოდერნული ეპოქის ადამიანებმა არ იციან რა არის პიროვნება. ისინი ცხოვრობენ და პროეცირებას უკეთებენ პიროვნების ნიღაბს. რა არის ნიღაბი? ეს არის გარესაფარველი, რომელიც ძველ საბერძნეთში გამოიყენებოდა მსახიობების მიერ თეატრის სცენაზე სხვადასხვა როლის შესასრულებლად. ასე რომ, ნიღაბი არ არის რაღაც რეალური, ის ხელოვნურია, თანამედროვე IT ტერმინოლოგია, რომ გამოვიყენოთ ეს არის ვირტუალური რეალობა. ჩვენ უნდა მოვიშოროთ ეს ყალბი საგანი და შევცვალოთ რეალურით, რომელიც ამ შემთხვევაში არის პიროვნება.

ეკლესიის მამებმა არ განსაზღვრეს ვინ არის ადამიანი. მაგრამ ადამიანის დიდებულებაზე, უზარმაზარ ღირსებაზე რომ ეთქვათ, გამოიყენეს ტერმინი „პიროვნება“. ბასილი დიდი წერს, რომ ადამიანები ერთადერთი ცხოველები არიან, რომლებიც ღმერთის მსგავსად არიან შექმნილნი. წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთმა შექმნა არსება – პიროვნება, რომელიც არის ხილული და უხილავი ბუნების ნაზავი, მეორე კოსმოსი, „დიდებული მცირეში მოქცეული“. წმინდა იოანე ოქროპირი ხაზს უსვამს, რომ „ადამიანი არის ღვთის ცოცხალი არსებებიდან ყველაზე მეტი რუდუნებით შექმნილი“.

ადამიანები შემოქმედების გვირგვინნი არიან. სრულყოფილებისკენ ლტოლვა თანდაყოლილია. ეს ჩანს ნებისმიერ აკადემიურ საქმიანობაში, ხელოვნებაში ან თუნდაც პროფესიაში. ადამიანები თავიანთი შესაძლებლობების ფარგლებში ცდილობენ მიაღწიონ სრულყოფილებას, თუნდაც ყოველდღიურ საქმიანობაში. ეს არის ღმერთის მიერ ჩვენთვის, როგორც ფსიქოსომატური ერთობისა და არსებისთვის, პირადი სრულყოფისა და სისრულის მისაღწევად ბოძებული პოტენციალი.

შექმნილ სამყაროში ჩვენზე, ადამიანებზე აღმატებული არაფერია. „არსებათა უმდაბლეს რიგებს, მიუხედავად ერთგვარი რაციონალურობისა, მაინც არ გააჩნიათ დამოუკიდებელი მიზანი, არამედ მათი დანიშნულება კაცობრიობის არსებობის მატერიალურ წინაპირობად ყოფნაა. ადამიანებს სწყურიათ უსაზღვრო, პირადი რეალობა (ღმერთი), რომელიც მათზე მაღლა დგას და შეუძლია მათთვის უსაზღვროდ საზრდოს მიწოდება. ისინი ვერ ეუფლებიან ამ რეალობას, რადგან მათი პოტენციალი შეზღუდულია, თუმცა არც მასში გაუჩინარება შეუძლიათ“. სწორედ ეს პიროვნული ღმერთი ანიჭებს ჩვენს არსებობას მნიშვნელობას და მიზანს. ჩვენს ადამიანურ ბუნებას, თავისი უთვალავი ჰიპოსტასით, ძალუძს ენერგიის საშუალებით კომუნიკაცია დაამყაროს წმინდა სამების გამორჩეულ და ურთიერთჩამწვდომ პიროვნებებთან.

ღირსი სოფრონი, წმინდა მამების მსგავსად, არ გვთავაზობს პიროვნების განმარტებას. მისი ასკეტური თეოლოგიისთვის უფრო მნიშვნელოვანია ადამიანის არსებობის ფაქტი, რაც საშუალებას აძლევს დაახასიათოს მისი შესაძლებლობები. პიროვნების განსაზღვრა შეუძლებელია, თუმცა მისი ენერგიების გამოვლინებით დინამიურად და ეგზისტენციალურად შესაძლებელია დახასიათება. პიროვნება, რომელიც იმალება „გულის ფარულ ყოფიერებაში“ აღმოცენდება, როდესაც ღვთის მადლით, აღმოაჩენს გულისმიერ სამყაროს, ჩვენი არსებობის ბირთვს.

წმ. გრიგოლ პალამა ამბობს ძალიან მნიშვნელოვანს, რაც ამ სტატიის მთავარი აზრია: როდესაც ნუსი (გონება; სულის გონიერი ნაწილი), ჩვენი უმაღლესი უნარი, მართლმადიდებლური ასკეტური პრაქტიკის საშუალებით ჩამოშორდება ყოველივე აღქმად საგანს, ამაღლდება მატერიალური საკითხების შესახებ მღელვარებაზე და თვალყურს მიადევნებს შინაგან არსებას დაინახავს „საზარელ ნიღაბს“, მახინჯ, საზიზღარ ნიღაბს, რომელიც დაბადა მიწიერ საზრუნავებზე ვნებიანმა მიჯაჭვულობამ, რომელიც საზრდოობს და ცოცხლობს ცოდვით. გონება ჩქარობს გლოვითა და სინანულით ნიღბის გაწმენდას, ასკეტური ცხოვრებითა და ღმრთის მცნებების დაცვით უგვანი საფარველის ჩამოშორებას. წმ. გრიგოლი აგრძელებს, მას შემდეგ, რაც სული არ განიბნევა ცოდვით, აღმოაჩენს სიმშვიდეს თავის ფსიქოსომატურ ძალებში, გონების ჰარმონიულობას და ჭეშმარიტ შინაგან სიმშვიდეს, ანუ ნამდვილად შეიცნობს ღმერთს და საკუთარ თავს. შემდეგ, „საზარელი ნიღაბი“ გადაიქცევა სახედ, პერსონაჟი პიროვნებად, ჭეშმარიტი და მარადიული პიროვნებისა და სახის, ღმერთისა და კაცის, იესო ქრისტეს მსგავსად.

პოსტმოდერნული ადამიანები და მათი პერსონაჟები

პოლიტიკურად, კულტურულად და სოციალურად რამდენადაც არ უნდა შეიცვალოს დრო, ადამიანები არსებითად უცვლელები რჩებიან, ღმრთის ხატება მოუშორებელი და გაუფერულებული მათში. ადამისა და ევას დაცემის შემდეგ, ცოდვასა და ბოროტების ვნებებს, რაც არ უნდა იყოს ისინი – ავხორცობა, გარყვნილება, თვითკმაყოფილება, სიამაყე, სიძულვილი, ღვარძლი, რისხვა, სიბრაზე, გაკიცხვა, ვერცხლისმოყვარეობა, სიხარბე, ფარისევლობა – ან ებრძვიან ან ნებდებიან, იმისდა მიხედვით, აცნობიერებენ თუ არა ადამიანები სულიერი ბრძოლის არსებობას და ეწინააღმდეგებიან, თუ ცდუნდებიან, აჰყვებიან  და ხელს უწყობენ მათ. თუმცა, ცოდვა სოციალურად მისაღები და ლეგიტიმური ისე არასდროს ყოფილა, როგორც ჩვენს დროში.

შესაძლოა, წარსული გარემოებების ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილება  განაპირობა ინდივიდის გამოჩენამ. ისტორიაში, ალბათ, პირველად, ინდივიდებმა მოიპოვეს ღირებულება, არსებობის უფლება და დამოუკიდებლობა. პირველად მათ მიაღწიეს იმგვარ მნიშვნელობას, რომ მიჩნეულნი არიან საზოგადოებაზე, ერთობაზე, კოლექტიურ კულტურულ და მემკვიდრეობით ინსტიტუტებსა და ღირებულებებზე უპირატესად, რა თქმა უნდა, ეკლესიაზეც. ბევრია, ვინც ამტკიცებს, რომ ჩვენ ვცხოვრობთ პოსტმოდერნულ ეპოქაში, რომელიც, გარდა მოდერნიზმისგან მემკვიდრეობით მიღებული ინდივიდის ავტონომიისა, ხასიათდება ფრაგმენტულობით, ინფორმაციული გაჯერებულობით, რელატივიზმით, ირაციონალურობით, ანტისოციალურობითა და სამყაროსა და ისტორიის დასრულების პესიმისტური სურვილით. მოდერნიზმის ფუნდამენტური სლოგანი იყო ნიცშეს კლასიკური “ღმერთი მოკვდა”. მიუხედავად იმისა, რომ პოსტმოდერნულ ეპოქაში შესაძლოა ვხედავდეთ  „ღმერთთან დაბრუნებას“, რელიგიური გრძნობების ხელახალ გამოჩენასა და აღორძინებას, ლოზუნგები –  „უნდა ისიამოვნო“ და „ყველაფერი დასაშვებია“ მაინც ჭარბობს და ბატონობს.  დღევანდელი ფილოსოფიურად, პოლიტიკურად, სოციალურად და რელიგიურად სინკრეტული სისტემები გვაჩვენებს, რომ ადამიანები სხვა არაფერი არიან, თუ არა ბიოლოგიური ერთეულები. ეპოქის სანიმუშო მოდელი პოსტმოდერნულ ერაში არის ვარსკვლავი, მსახიობი, მოდერნიზმის დროს იყო მეცნიერი, ხოლო ტრადიციულ დროში – წმინდანი. სუბიექტური სიმძიმის ცენტრი ტრადიციულ დროში იყო სული, მოდერნიზმის ეპოქაში აზროვნება და დღეს – სხეული. დღეს პოსტმოდერნულ ადამიანს სურს ინფორმაციის მიღება, მოდერნიზმის ადამიანს სურდა ცოდნა და ტრადიციონალისტს – სიბრძნე.

თვითშექების სურვილით შეპყრობილი, ამაო, საკუთარ ეგოში ჰერმეტულად გამოკეტილი, ჰედონისტი და პესიმისტი ადამიანები აყალიბებენ ჩვენს დღევანდელ გლობალიზებულ ბიოეთიკას, რომელიც გამოხატავს დროის არაეთიკურ მორალურ მრავალფეროვნებას. მიუხედავად გონების სისხარტისა, მათ არ იციან ვინ არის პიროვნება, არ გამოუყენებიათ საკუთარი რეალური პოტენციალი, რომელიც ბევრად აღემატება მიწიერი ცხოვრების საზღვრებს და არ აღმოუჩენიათ ჩვენთვის ადამიანებისთვის ონტოლოგიურად მონიჭებული მარადიული მასშტაბები. ასე რომ, ამ მცირე შედარებიდან ვხედავთ, რომ დღეს ადამიანები რეგრესირდნენ, ისინი ვერ აფასებენ თავიანთი ცხოვრების ხარისხს და მნიშვნელობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, დღევანდელმა ადამიანებმა მოირგეს ღრმად მტრული ნიღაბი და პერსონაჟის როლი. დიადი ბრძოლაა საჭირო ნიღბისგან თავის დასაღწევად, რათა იგი გარდავქმნად ადამიანის სახედ.

მიუხედავად იმისა, რომ მართლმადიდებლები არიან „მწირნი და მსხემნი“ ამასოფლისა, მიუხედავად იმისა, რომ მათი „მოქალაქეობა ცათა შინა არს“, მათ მაინც უყვართ მიწიერ სამყაროში. არ შეიძლება სასაცილოდ აიგდონ პოლიტიკურ, სოციალურ, კულტურულ სფეროებში, მსოფლიო ასპარეზზე მიმდინარე მოვლენები, რადგან ეს ყველაფერი მათ ცხოვრებაზე აისახება. ჩვენი ხედვით, დღეს ვნებების მონობაში მოქცეულ და ცხოვრების მნიშვნელობის თვალსაზრისით დეზორიენტირებულ ადამიანებს ამ არაბუნებრივი, გზასაცდენილი, დამონებული მდგომარეობიდან გათავისუფლების უფრო ძლიერი მოთხოვნილება აქვთ, ვიდრე ოდესმე ჰქონიათ.

პიროვნების ხაზგასმა ისიქასტურ ასკეტურ ტრადიციაში

ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობის აღსადგენად, „უძველესი და მიუწვდომელი მშვენიერების დასაბრუნებლად რეკომენდებულია მკურნალობა ჩატარდეს „შინაგანი სიმშვიდის პრაქტიკით“, რომელსაც წმ. გრიგოლ პალამა მოიხსენიებს, როგორც „ხელოვნების ხელოვნება“. მყუდროებაში ცხოვრების ამ ხერხს პატრისტურ ტერმინოლოგიაში „ისიქაზმსაც“ უწოდებენ. ისიქაზმი არ არის საღვთისმეტყველო მოძრაობა, რომელიც მე-14 საუკუნეში გაჩნდა და რომლის მთავარი მიმდევარი წმ. გრიგოლ პალამა იყო, არამედ ეს არის განღმრთობისა და განწმენდისაკენ მიმავალი ტრადიციული გზა. ისიქაზმი არის მართლმადიდებლური ტრადიციის ბრწყინვალე გამოვლინება, კვინტესენცია. ტრადიცია, რომელიც ინარჩუნებს სულიწმიდის მოქმედებას, სულთმოფენობის გაგრძელება, რომელიც განივრცობა ტრადიციის მეთვალყურეობის ქვეშ, მაგრამ რომელსაც ახშობს ფორმალობა და კონსერვატიზმი, თუ თან არ ახლავს მისი გაცნობა და მასთან დაახლოება.

ისიქასტური ცხოვრებით არ ცხოვრობენ მხოლოდ ბერები და ამასოფლის უარმყოფელნი. ისიქაზმი შინაგანი მდგომარეობაა, ეს „ღმერთში უსასრულო მყოფობა და გონების სიწმინდეა“. ისიქასტურ პრაქტიკაში ვლინდება გულის სამეფო, ჩვენი არსებობის ცენტრი, რასაც შეგვიძლია ვუწოდოთ ჩვენი პიროვნება. ეს არის სულიერად თავიდან დაბადების ერთადერთი გზა, რომლის საშუალებითაც შესაძლოა გამომჟღავნდეს მათი ჰიპოსტატური (პიროვნული) მდგომარეობა. ამ ასკეტური წვრთნის გარეშე ეკლესიის საიდუმლო ცხოვრებას, რომელსაც ადამიანის დაღუპვაც შეუძლია და გადარჩენაც, ნაყოფი არ აქვს.

ადამიანებმა უნდა მოიშორონ ვნებებით შენიღბული პერსონაჟის როლი და გახდნენ პიროვნებები ნამდვილი ადამიანის სახით. ვნებებისგან გულის გაწმენდა მთავარი პრიორიტეტი უნდა გახდეს ცხოვრებაში. ამ სულიერ ბრძოლაში არ უნდა დაჯერდნენ გარეგნულად მორალურ ცხოვრებას, არამედ იბრძოლონ ქრისტოცენტრულად, ქრისტეზე ორიენტირებული მეთოდებით, აზრები მიაპყრონ მისკენ. ქრისტეს სხეულთან, ეკლესიასთან, შერწყმით, განსაკუთრებით ნათლობის, აღსარებისა და საღმრთო ლიტურგიის საიდუმლოების საშუალებით, ადამიანები გადაიქცევიან ეკლესიოლოგიურ ჰიპოსტასად – თუმცა ჯერ კიდევ არ არიან აქტიური პიროვნებები – და მთელი თავისი ნებით იწყებენ მონანიებას. წმ. გრიგოლ პალამა აღნიშნავს, რომ სინანულისთვის მომზადება და დასაწყისი არის საკუთარი თავის გაკიცხვა, აღსარება და ბოროტებისგან თავის არიდება. იმისთვის, რომ სინანული სრულყოფილი იყოს, სამივე მათგანი უნდა დაიცვათ. თუ ადამიანები სინანულით და საკუთარი თავის დადანაშაულებით ლოცულობენ ღმრთის წინაშე და დაპირდებიან ცოდვისგან თავის შეკავებას, მაგრამ არ მიდიან აღსარების საიდუმლოზე, მათი მონანიება, სულიერი ბრძოლა არ არის მართებული. წმ. გრიგოლი აღნიშნავს, რომ: „ვინც შესცოდავს ღვთის წინაშე, თუნდაც ცოდვისგან თავი შეიკავოს, თუნდაც ცოდვის სიდიდის სინანულს მიეცეს, ვერ იგრძნობს შენდობას, თუ კი ღვთისგან  დანაშაულისგან გათავისუფლების ძალმოსილებამინიჭებულ ადამიანთან არ მივა და მისგან არ მიიღებს შეწყალების დასტურს“. ამგვარად ისინი იბრძვიან „ნამდვილი სულიერი ბრძოლით“ და ზრუნავენ, რომ აქტიური ცოდვითა და ბოროტი აზრებით გულში არ აღძრან ვნებები, რადგან ისინი ჩვენი სულის არაბუნებრივი მოქმედებებია. როდესაც სულის ძალები, ანუ სურვილი, ემოცია და გონება, ნორმალურად კი არ ფუნქციონირებს, არამედ მუშაობს არაბუნებრივად, მაშინ შესაბამისი ვნებები ყვავის. ვნებებისგან განწმენდა მიიღწევა სათნოებათა შესაბამისი ვარჯიშით და პალამას აზრით განკურნება იწყება სურვილით. ასე რომ, თვითდაჯერებულობისა და სიხარბის დამორჩლების ნაცვლად ვზღუდავთ სურვილს, ბოროტებისა და სიფიცხის ნაცვლად ემოციას ვანიჭებთ სიყვარულს, ხოლო გონებას – უყურადღებობისა და უმეცრების ნაცვლად სიფხიზლესა და ლოცვას.

ვნებებისგან განწმენდა გონიერი ლოცვის საშუალებით

მორწმუნეები გონებას ასაზრდოებენ იესოს ლოცვით: “უფალო, იესო ქრისტე, შემიწყალე მე“. როდესაც მორწმუნე ადამიანის გონება (ნუსი) მთლიანად მოცულია ქრისტეს სახელით ამას მოჰყვება საღვთო გასხივოსნება, რაც მათ ანიჭებთ ცოცხალი ცოდვის ფიქრების უკუგდების და ჩანასახშივე შემუსვრის უნარს, ესე იგი, სანამ ისინი შეიძენენ მაცდუნებელ სახეს. როდესაც ვნებები არ აქტიურდება, ისინი თანდათან კვდებიან, ღვთიური მადლის დახმარებით, ან პალამას სიტყვებით, რომ ვთქვათ –  გარდაიქმნებიან. როდესაც ვნებების ნეკროზი/მეტამორფოზა იწყება, ისინი შედიან ჭვრეტაში და იქ, „მადლის სამეფო ტახტზე, გულში“ აღმოაჩენენ განსხვავებულ ენერგიას, უშუალო შეცნობას. შემდეგ გონება (ნუსი) და გული ერთიანდება. ჩვენი გონების ენერგია, ალბათ, ასკეტური ანთროპოლოგიის ყველაზე ფუნდამენტური თემაა და ყველაზე ძნელად გასაგები არასულიერი, მიწიერი ინტერესებით შეპყრობილი ადამიანისთვის. ბევრმა წმინდა მამამ აღწერა ნუსი. ზოგადად, ისინი მას სულის ძალას ან თვალს უწოდებენ. თუმცა პალამა ნუსს და მის ფუნქციებს განმარტავს  უნიკალური, გამომჟღავნებელი და ზუსტი სახით. ის ნუსს თვითმყოფად და უაღრესად აქტიურ არსად მიიჩნევს. ის კარგავს თავის სათანადო ფუნქციას და ღირებულებას, როდესაც შემოიფარგლება ინტელექტით, რომელიც თავისთავად მიწიერი სულით აქტიურდება და რომელსაც ადგილი აქვს ტვინში. ჩვენს გონებას აქვს არსი და ენერგია. პირდაპირი შემეცნების ენერგია, რომელიც გარეგანად იფანტება გრძნობებით და შიგნიდან ერწყმის გონიერებას, უნდა დაუბრუნდეს გონების არსს, რომლის ადგილი გულშია, მთავარ, სხეულებრივ, ორგანოში. და ეს დაბრუნება ხდება ლოცვით.

თუ ქრისტიანები სიძნელეების მიუხედავად სინანულის გზით შეუპოვრად დარჩებიან ლოცვით მდგომარეობაში ღმერთი მათ გულში უგზავნის მოუკლებელ ლოცვას. როდესაც გონება იპოვის გულს და დამკვიდრდება იქ, როგორც ლოცვისთვის განკუთვნილ ადგილას მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ადამიანი ლოცულობს პირდაპირ, გულიდან, წმინდად – ტერმინები იდენტურია. როდესაც გულში ლოცვა გააქტიურებულია უშუალო შემეცნების ენერგიით, მაშინ შეგვიძლია ვისაუბროთ მოუკლებელ ლოცვაზე, მაშინ შეგვიძლია გამოვიყენოთ პავლეს მითითება ილოცეთ მოუკლებლივ. ადამიანებს, რომლებსაც აქვთ განუწყვეტელი ლოცვის ნიჭი, შეუძლიათ გონიერი ლოცვა და იესოს სახელის მოხმობა ყოველდღიური საქმიანობის, მუშაობის, სწავლის, გარეგნულად ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული ცხოვრების პარალელურად. ამის მიღწევა „ერშიც“ შესაძლებელია. პირდაპირი შემეცნების ენერგიის აღმოჩენა ნიშანია ღმერთთან ემპირიული კომუნიკაციისა. ეს ენერგია არის ჭიპლარი, რომლითაც მორწმუნეები დაკავშირებულნი არიან მადლთან და საზრდოობენ სულიერად.

გონიერი ლოცვის აღქმადი ენერგიის საშუალებით შინაგანი სულიერი სიმშვიდე განიცდება სრული სიცხადით და ადამიანები თავისუფლდებიან ბოროტის ვნებებისაგან; ეს არის ჭეშმარიტი თავისუფლება. უფლის გახსენება ხელს უწყობს და ზრდის მოყვასისადმი ღვთაებრივ ლტოლვასა და სიყვარულს, რადგან, როგორც წმ. გრიგოლ პალამა ხაზს უსვამს თავის ქადაგებებში, სხვების სიყვარული ღვთის სიყვარულის შედეგია. საკუთარ თავში რეალურ ჩაღრმავებას მივყავართ და ავითარებს თავმდაბალ და მოსიყვარულე სოციალურ ურთიერთობებს. მუდმივი და სრულყოფილი სულიერი გასხივოსნების მდგომარეობაში-ეს არის მადლის ძღვენის ყველაზე ძლიერი ათვისება, რომელიც განცალკევებისა და საკუთარი თავის სამყაროდან გონიერი ჩამოშორების დიდი პერიოდის შემდეგ მიიღწევა და თანხვედრაშია ღვთის მიერ ჩვენი სწავლების განგებულებასთან – მთელი ჩვენი სულიერი და სხეულებრივი ძალა იძენს თავის ბუნებრივ ფუნქციას, როგორც ღმერთის საგანთა გეგმაშია.

ასეთი ადამიანები განიცდიან მადლს, როგორც სინათლეს და ფაქიზ ალს გულში. საოცარი სიმშვიდე და სიტკბო სუფევს მათ სულებსა და სხეულებში. წმ. გრიგოლ პალამას სწავლების ცენტრალური პოზიცია, რომელიც უარყოფს ვარლაამის მიერ გამოხატულ ნეო-პლატონურ ანთროპოლოგიას და ეპისტემოლოგიას, ამბობს, რომ „სხეული როგორღაც შეიმოსება გონების გულში დაბრუნების შედეგად გააქტიურებული მადლით“ და სულისა და სხეულის ენერგიები საერთოა. უქმნელი ნათელი, რომელსაც ისინი ჯერ კიდევ ვერ ხედავენ, ანიჭებს მათ საოცარ ცოდნას, უტყუარსა და მტკიცეს და მათი ინტელექტი ხშირად მშვენიერი „ხილვების“, ანუ ღვთის ზებუნებრივი საიდუმლოებების გამოცხადების ტყვედ იცევა. გონების გასხივოსნება არის არა სწავლების ან მითითებების შედეგი, არამედ ღმერთის უქმნელ ცოდნასთან პიროვნული მონაწილეობის ნაყოფი.

სულიერი ბრძოლით დაკავებული ადამიანები, სინანულსა და იესოს ლოცვას მინდობილნი, თავიანთ გულებს აყალიბებენ იმგვარად, რომ ისინი შეიქმნენ უქმნელი ნათლის მხილველნი, „სულიწმინდის ძალის[მიმღებნი]… [როდესაც]ყოველგვარი ინტელექტუალური საქმიანობა შეწყვეტილია“, სადაც ”ისინი ჭვრეტენ [თავიანთი] წმინდა ბუნების დიდებულებას, მაშინ, როდესაც ღმერთი ჩათვლის, რომ ღირსნი არიან გაუმჟავნდეთ სულიერი საიდუმლოებები“, როგორც ამას პალამა ამბობს, და არა მაშინ, როცა თავად სურთ ეს. უქმნელი ნათლის ხილვით ქრისტიანები რეალურად განიცდიან განღმრთობას, შეუძლიათ ღვთის ჭვრეტა. ამ ხედვას დასასრული არ აქვს, არამედ უწყვეტი პროგრესია. ამიტომაც არის, რომ „შუქელვარება ერთია, ხოლო ნათლის მარადიული ხილვა სხვაა“. წმ. გრიგოლ პალამას აზრით, განღმრთობა, ანუ დიდებით შემოსვა, სცილდება ადამიანის ინტელექტის შესაძლებლობებს. მისი ლოგიკურად ახსნა შეუძლებელია და გამოუთქმელია მათთვისაც, ვინც ამას განიცდის. ეს არ არის მხოლოდ ღმერთის დაუნაწილებელი არსი, რომელიც რჩება აღქმის მიღმა, არამედ შეუქმნელი ენერგიებიც, თუნდაც ადამიანები გარკვეული გაგებით მათში მონაწილეობდნენ.

ერში მყოფი ადამიანებისთვის ასკეტური სულიერი ბრძოლის აუცილებლობის შესახებ 

აქვე უნდა აღინიშნოს მართლმადიდებლობის ამ დიდი შუქურის [წმ. გრიგოლ პალამა] ზოგიერთი შეგონება, აღებული ქრისტეს ფერისცვალების დღესასწაულზე წარმოთქმული ორი ქადაგებიდან. „ჩვენ უნდა გვჯეროდეს, მათი, რომლებიც ღმერთმა განანათლა და ვისაც ამ საკითხების გამოცდილება აქვს… მათი სწავლების რწმენით, მაშასადამე, წავიდეთ წინ სხივის ბრწყინვალებისკენ“. აქ აშკარაა, რომ წმ. გრიგოლი მოგვიწოდებს წინსვლას სინათლისკენ, რომელსაც შეუმქნელი ნათლის ხილვა ჰქვია, „ბრწყინვალება, რომელშიც ღმერთი ღირსეულებს ეზიარება“. ღვთაებრივი მადლის გამოცდილების ხილვა არ არის ფუფუნება, ეს არის ჩვენი არსებობის მიზანი. თუ ჩვენს ძალებს ამოვწურავთ სულიერი ცხოვრების დაბალ საფეხურებზე, სადაც ღმერთთან მხოლოდ ინტელექტუალურ ურთიერთობას მივაღწევთ,  მაშინ ეს სხვა არაფერი იქნება, თუ არა ზნეობრიობა და ინტელექტუალიზმი. პალამა აგრძელებს: „როდესაც შევიყვარებთ უმანკო დიდების მშვენიერებას, მაშინ განვწმენდთ ჩვენს სულებს მიწიერი აზრებისაგან, უარვყოფთ ყველაფერს სასიამოვნოსა და მშვენიერს, რაც არ არის მარადიული“. „განვიძარცვავთ ტყავის სამოსს, ეს არის ჩვენი მიწიერი და ხორციელი აზროვნება და დავდგებით წმინდა მიწაზე, რომელიც არის ბრძოლა სათნოებისთვის და ჩვენი მზერის ღმრთისაკენ მიპყრობა. როდესაც ჩვენ ვხდებით ასეთი უდრეკნი, ღვთიური ნათელი ჩვენკენ მოემართება და გაგვანათებს და უკვდავგვყოფს ღვთიური სამების დიდებულებასა და ბრწყინვალებაში“. მეორე მხრივ, ფართო გზით სვლა, რაოდენ ტკბილი და მიმზიდველი არ უნდა ჩანდეს თავიდან, მარადიული ტკივილს მოგვიტანს, რადგან სულს ცოდვის მახინჯი სამოსით შემოსავს“. თუ არ შევიმოსებით ღვთაებრივი დიდების სამოსით, ვერ შევძლებთ „ზეციურ ქორწილში“ თანამონაწილეობას, არამედ აღმოვჩნდებით „ცეცხლსა და ფიზიკურ სიბნელეში“.

მნიშვნელოვანი და საგულისხმოა ის, რომ ქადაგება მიწიერი აზრების განდევნის, გულის განწმენდისა და ღმერთისკენ მიმავალი გზის შესახებ წმინდა მამას არ წარმოუთქვამს მონაზვნების შეკრებაზე, არამედ თავისი სამწყსოს წინაშე თესალონიკში, დაქორწინებული და დაუქორწინებელი  ადამიანების ყურადსაღებად. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის გზა, რომელსაც ჩვენ ყველა უნდა გავუყვეთ, რათა მივეახლოთ „გრძნობითა და გრძნობის მიღმიერი განცდით (ღვთაებრივ ნათელს, რომელიც არის) გამოუთქმელ, მიუწვდომელ, უხორცო, ხელთუქმნელ, განღმრთობად, მარადიულ ღვთაებრივი ბუნების ბრწყინვალებას, ღვთიურ დიდებას, ზეციური სასუფევლის სინატიფეს“.

წმ. გრიგოლ პალამას ცხოვრებიდან ერთი ეპიზოდი დაკავშირებულია იმასთან, რაზეც უკვე ვისაუბრეთ. ვერიის სკიტში ყოფნის დროს  წმინდანს ძალიან საინტერესო საუბარი ჰქონდა სათნო ასკეტთან, იობთან, ერში მცხოვრებთა მიერ გონიერი ლოცვის პრაქტიკის შესახებ. წმიდანი ყველა ქრისტიანს მოუწოდებდა ელოცათ გონიერი ლოცვით, ხოლო  იობი სხვა აზრისა გახლდათ, ვიდრე უფლის ანგელოზმა არ დაუდასტურა რომ გრიგოლის სწავლება ღვთისგან შთაგონებული იყო და შეუცვლელი ეკლესიის პასტორალური თეოლოგიისთვის.

განღმრთობა, ადამიანის არსებობის მიზანი

წმინდა მამათა აზრით, განღმრთობა, ანუ ღმრთის მადლით აღვსება არ არის მორალური მოვლენა, არამედ ონტოლოგიური მდგომარეობაა. ადამიანური ბუნება არა არსობრივად, არამედ უქმნელი ენერგიების მეშვეობით შერწყმულია, „გამოძერწილია“ სამებასთან [ერთად]. „განღმრთობა თავიდანვე ადამიანის ყველაზე სანუკვარი სურვილი იყო. ადამმა სცადა მისი მითვისება ღვთის მცნების დარღვევით, მაგრამ დამარცხდა და სანაცვლოდ ხრწნასა და სიკვდილს გადააწყდა. თუმცა ღვთის სიყვარულმა, მისი ძის განკაცებამ, მოგვცა ხელახლა განღმრთობის შესაძლებლობა“.

ადამიანები, რომლებიც არ ემორჩილებიან წმ. გრიგოლ პალამას ისიქასტურ სწავლებას, რომელიც გამოხატავს ჭეშმარიტ სულიერ გამოცდილებას მართლმადიდებლობაში, პიროვნების პოვნის გზას, ამჟღავნებენ, რომ მათ არ აქვთ მართლმადიდებლური საეკლესიო მსოფლმხედველობა. ისიქაზმი მოქმედებაა და არა ინერცია. ეს არის შინაგანი სულიერი მდგომარეობა. დასაწყისში მოითხოვს ვნებებთან სასტიკ ბრძოლას, მაგრამ შემდეგ გულის სამეფოში მიიღწევა შესაფერისი სულიერი სტრუქტურა და ერთიანობა ქრისტეში, საიდანაც იბადება პიროვნება, ჰიპოსტასი. შემდეგ ადამიანები იძენენ ჰიპოსტასურ ლოცვას, ლოცვას მთელი სამყაროს გადარჩენისთვის, ისინი ცხოვრობენ სხვებისა და ღმერთის მიმართ სრულ ერთობასა და სიყვარულში, „ნამდვილ სულიერ სიმშვიდეში“, რაც პალამასთვის არის „სრულყოფილება სრულყოფილების მიღმა“. განღმრთობის ბოლო საფეხურზე, რომელიც „აღქმისა და სიტყვის მიღმაა“, ტკბებიან, მონაწილეობენ ღვთაებრივ ნეტარებაში, შვებასა და სიმშვიდეში.

ადამიანებმა დღეს ისე მოიწყვეს ცხოვრება, რომ არ აქვთ დრო რათა ილოცონ და „იყვნენ და შეიცნონ ღმერთი“. კომუნიკაციისა და ტრანსპორტის თანამედროვე საშუალებებით როგორც არასდროს, ისეთ მოკლე დროში პირდაპირი კონტაქტი გვაქვს უამრავ ადამიანთან. ჩვენ ვიცნობთ და შეხება გვაქვს ამდენ ადამიანთან, მაგრამ, საბოლოოდ, არ ვიცნობთ საკუთარ თავს. ეს იმედგაცრუება, ეგზისტენციალური სიცარიელე, მარტოობა, რომელსაც ჩვენი დროის ხალხი გრძნობს, უმეტესწილად იმით არის განპირობებული, რომ არ ვიცით ლოცვა, არ ვუთმობთ დროს ლოცვას დღის ან ღამის განმავლობაში. ლოცვით ჩვენი არსება ფართოვდება და მთელ სამყაროს ვფარავთ. სამყაროს ლოცვა აკლია, ამიტომაც არის ასეთ სავალალო მდგომარეობაშია.

ადამიანის პიროვნების ღირებულება

მიუხედავად იმისა, რომ ადამიანები შექმნილნი და სასრული არიან, მათ შეუძლიათ ლოცვით დაუკავშირდნენ შეუქმნელ და უსასრულო ღმერთს. შექმნილ ადამიანებს, ღვთის შეუქმნელი ენერგიების მეშვეობით, შეუძლიათ შეიძინონ შეუქმნელი, ღვთაებრივი ცხოვრება, გახდნენ ღმერთი მადლით, თუმცა არა არსობრივად იდენტური. ამ ერთიანობას, ღმერთთან პიროვნულ ურთიერთობას შეუძლია მიაღწიოს ყოველმა ჩვენგანმა, რადგან ჰიპოსტასურად, ქრისტეს პიროვნებაში, სრულყოფილი ღვთაებრივი ბუნება გაერთიანდა სრულყოფილ ადამიანურ ბუნებასთან, განუყოფელ და შეუცდომელთან. ასე რომ, ჩვენ ვხედავთ, როგორც ნეტარი მამა სოფრონი ამბობს, ღმერთი ადამიანებს ექცევა არა როგორც საგნებს, არამედ როგორც ფაქტებს, როგორც პიროვნებას, რადგან ღმერთსა და ჩვენს შორის არსებობს ეგზისტენციალური სიმეტრიულობა. ჩვენ შეგვიძლია გავხდეთ პიროვნებები, რადგან ჩვენ შექმნილნი ვართ ღვთაებრივი სიტყვის, ქრისტეს ხატად, რომელიც თავად არის პიროვნება. მხოლოდ მაშინ შევძლებთ გავხდეთ პიროვნებები და გავთავისუფლდეთ „მახინჯი ნიღბისგან“, როდესაც გავიცნობთ და ემპირიულად შევუერთდებით სამებას. ეკლესია, ღვთაებრივი სახელმწიფო, არის ნამდვილი და მარადიული პიროვნებების ერთიანობა.

ემპირიული თეოლოგია მიუთითებს და ინახავს რეალური პიროვნების პოვნის გზას, რაც აკადემიურ თეოლოგიას არ შეუძლია. დღეს ბევრი ადამიანი საუბრობს პიროვნებაზე, მაგრამ ინტელექტუალიზებული, ფილოსოფიურ/რელიგიურ და აკადემიური კუთხით, რაც საუკეთესო შემთხვევაში იწვევს „საზიზღარი ნიღბის“ ჩანაცვლებას „ინტელექტუალური ნიღბით“ ან თანამედროვე ადამიანის „გაპიროვნებას“ მართლმადიდებლური თეოლოგიური გარეგანი სამოსით, მაგრამ ნამდვილად არ იწვევს ჭეშმარიტ პიროვნებად ქცევას. ასკეტური ბრძოლის გარეშე, მხოლოდ თეორიული წვრთნით ვერ მიიღწევა მართლმადიდებლური სულიერი ცხოვრება, ვერ იბადება პიროვნება. როგორც წმინდა პავლე ამბობს: „ რამეთუ არა მსმენელნი შჯულისანი განმართლდნენ წინაშე ღმრთისა, არამედ მყოფელნი შჯულისანი განმართლდენ“. წმინდა მამები ხაზს უსვამენ იმ ფაქტს, რომ ნამდვილი ჭვრეტა რეალური პრაქტიკის შედეგად მოდის, „ჭვრეტის პრაქტიკა არის კარიბჭე“, და არა პირიქით. ასე ამბობდა ნეტარი მამა ეფრემ კატუნაკელი: ლოცვა მორჩილებიდან მოდის, ღმრთისმეტყველება კი ლოცვით. თანამედროვე კურთხეული ღვთისნიერი მამები, როგორებიც არიან მამა სოფრონი, მამა პაისი, მამა პორფირი, მამა ეფრემ კატუნაკელი, მამა იაკობ ცალიკისი, მამა სიმონ არვანიტისი და მამა ამბროსი, ნამდვილი, მარადიული პიროვნებების ყველაზე ხელშესახები მაგალითებია.

სეკულარიზაცია, რომელიც ემუქრება ეკლესიას, ერთის მხრივ, მართლმადიდებლობის რელიგიფიკაციით გარეგანი, მორალისტური, პურიტანული ფორმებით და მეორეს მხრივ, ინტელექტუალიზებული მოდელები და არაჯანსაღი სტრუქტურები, ჩვენი პოსტმოდერნული ეპოქის – ბევრის აზრით, პოსტქრისტიანული ეპოქის ფენომენია. მათთან ბრძოლა შესაძლებელია მხოლოდ ემპირიული თეოლოგიით, უქმნელთან რეალური ზიარებით და ჭეშმარიტი პიროვნების აღმოჩენით. თეოლოგია, სწავლება პიროვნებაზე, უნიკალური და ექსკლუზიური ფენომენია, რომელიც შეიძლება განიცადო მხოლოდ მართლმადიდებლურ ტრადიციაში, არა ფილოსოფიაში, ფსიქოლოგიაში და არც სხვა ქრისტიანულ კონფესიებში.


წყარო: http://Pemptousia.com

სტატიაში გამოყენებული ფოტო შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge© 

სტატია თარგმნა ლიზა ბატიაშვილმა

Share

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92