IMG 6546 01

არქიმანდრიტი გიორგი კაფსანისი – ევქარისტიული ცხოვრების ნაყოფები

ვცხოვრობთ რა ევქარისტიულად, ჩვენი ცხოვრების ღერძი ღმერთია. რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს მასთან ვაკავშირებთ. სამყაროში ყველანი ისევ მღვდლები ვხდებით. თითოეული ქრისტიანი, რომელიც ღმერთს მსახურებასა და დიდებისმეტყველებას უძღვნის, გარკვეულწილად ხდება მღვდელი. ისევ ვპოულობთ სამყაროს ერთობას ღმერთში. ქრება გახლეჩა და ყველაფერი მუშაობს ორგანულ ერთობაში. ვპოულობთ შინაგან ერთობასაც, რადგან, როცა ადამი- ანი იპოვის სამყაროს ღერძს, ყველაფერს უკავშირებს ღმერთს და ცხოვრობს იმ ღე- რძის ირგვლივ, რომელსაც ჰქვია ღმერთი, პოულობს თავის შინაგან ერთობას, აღარ არის გაორებული. დღეს ხალხი იტანჯება ამ გაორებით, ამ გახლეჩით.

როდესაც ყველაფერს ღმერთს ვუძღვნით და ვწირავთ, მთელი ჩვენი ცხოვრება განსხვავებულ აზრს იძენს. რა აზრი აქვს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა მოვლენას, როცა მათ ღმერთთან ევქარისტიულად არ ვაკავშირებთ?

სამუშაო, რომელიც არაა მიძღვნილი ღვთისადმი, ხდება ტვირთი, წყევლა, შფოთი, ხოლო, როცა მას ღმერთს ვუძღვნით, რაოდენ მძიმეც არ უნდა იყოს იგი, გვაერთებს ღმერთთან და იძენს მარადიულ მნიშვნელობას. იგივე ხდება ოჯახთან, ქორწინებასთან მიმართებით. რამდენად განსხვავებულია ღვთის გარეშე ქორწინება, სამოქალაქო ქორწინება, ღმერთში და ღვთისთვის ქორწინებისგან, დედაეკლესიის ევქარისტიული ქორწინებისაგან!

ასევე, რამდენად განსხვავებულად ეპყრობი შენს შვილებს, როცა მათ ხედავ, როგორც ღვთის საჩუქარს, და როგორ ეპყრობი, როდესაც მათ პირად საკუთრებად მიიჩნევ!

რამდენად განსხვავებულად უმკლავდები ცხოვრების სირთულეებს, როცა მათაც კი ღვთის აღმზრდელობითი სიყვარულის ძღვნად ღებულობ! ასეთ შემთხვევაში ტკივილი განწმენდს ადამიანს.


წყარო: წიგნი: „გზა სიწმინდიკენ“

გამომცემლობა „ივერიელი“ 2022წ.

Share