მოზაიკის ფრესკა

უცნობი ათონელი მეუდაბნოე ღმრთისმშობლისა და მისიონერობის შესახებ

ვნებათა განგანწმენდა, ცხოველსმყოფელი საღმრთო მადლის შეძენა და სხვათათვის ლოცვა, ქრისტეში კაცთა მოდგმის ერთობის გრძნობიდან რომ წარმოიქმნება – უდიდესი მისიაა. წმინდა მამები ასე წარმოიდგენდნენ მისიონერულ მსახურებას – ყოველი, ვინც თავს განიწმენდს, მთელი საზოგადოებისთვის სასარგებლო პირად იქცევა, რამეთუ ჩვენ ყველანი – ქრისტეს კურთხეული სხეულის (გუამის) წევრები (ასოები) ვართ.

მოციქულის სიტყვისაებრ: ”თუ იდიდებინ ერთი ასოი, მისთანა იდიდებიედ ყოველნი ასონი”. ამას ჩვენ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის სახითაც ვხედავთ. მან მოიპოვა მადლი და შემდგომში თვითონ მადლმოსილჰყო და დაამშვენა მთელი კაცობრივი ბუნება. განწმენდილი და მადლმოსილი, იგი მთელი მსოფლიოსთვის ლოცულობს. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი უდიდეს მისიას ასრულებს და კაცთა მოდგმისათვის ქმედითი სარგებელი მოაქვს.

მიტროპოლიტ იეროთეოს ვლახოსის წიგნიდან: ”ერთი ღამე მთაწმინდის უდაბნოში”.

მთავარი ფოტო: წმინდა იოსებ ისიქასტის ტაძრის ღმრთისმშობლის მოზაიკა (მის. ფანასკერტელის ქ.14)