meufe atanase 3

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – მართლმადიდებელი ეკლესია დღითიდღე ახარებს ღმრთის სიტყვას და ყოველგან მოჰფენს მის ნათელს

როდესაც ადამიანში ქრისტეს სულია დავანებული, მას შეუძლია წარემართოს ჭეშმარიტების ამ ვიწრო გზაზე ისე, რომ არცერთ უკიდურესობაში ჩავარდეს და არც მეორეში. ის არც იმას იტყვის: “რა მნიშვნელობა აქვს მართლმადიდებელი ხარ თუ არა, ყველას ერთი ღმერთი გვწამსო“ და არც იმას: ”ვინც ჩვენ არ მოგვყვება საუკუნოდ დაისჯება“. ერთი უკიდურესობა “ეკუმენიზმია“ და მეორე “ზილოტიზმი“. “ეკუმენიზმი“ არის თეორია, სადაც ფიქრობენ, რომ: “ყველა: მართლმადიდებელი, პროტესტანტი, კათოლიკე და სხვადასხვა რელიგიური მიმდინარეობები არიან ერთი ხის ტოტები. თითქოს ეს ხე არი სეკლესია და ჩვენ კი წარმოვადგენთ ამ ხის ტოტებს და უნდა ვეცადოთ, რომ გავერთიანდეთ.” ეს ყველაფერი არის უდიდესი მწვალებლობა და სიცრუე! რადგან უარყოფს ერთ წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას. ან უნდა გვწამდეს რომ ვართ წევრნი ერთი წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიისა, ან უნდა ვთქვათ რომ ეს ეკლესია დაიყო მრავალ სხვა ეკლესიად. მაშინ სად არის ის ჭეშმარიტი ეკლესია, რომელიც უფალმა დააარსა? განა აღერია და გაითქვიფა იმ უცხო სწავლებებში, რომლებიც ადამიანის დაბნელებული და შემცდარი გონებიდან გამოვიდა? განა აღარ არსებობს ის ეკლესია, რომელიც დააარსა ქრისტემ და მისმა მოციქულებმა? ეკუმენიზმი და მისი თეორია არის უდიდესი მწვალებლობა და სრულიად ეწინააღმდეგება მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას.

მეორე მხრივ არსებობს “ზილოტიზმი“, რომელიც მოიცავს “ეკუმენიზმის“ საპირისპირო უკიდურესობას. რომელიც ამბობს: “მოვკვეთავთ ეკლესიიდან ყველას, ვინც კი გამართავს რაიმე სახის დიალოგს არამართლმადიდებლებთან“. ეს ადამიანები ამოფარებულნი არიან კანონთა და მამათა ზოგიერთ გამონათქვამს, რათა დაიკმაყოფილონ საკუთარი მცდარი განწყობა და მდგომარეობა. არც ერთი და არც მეორე უკიდურესობა, ეკლესია უნდა მიემართებოდეს ჭეშმარიტების გზაზე, მან არ უნდა უღალატოს მის წმიდა დოგმატებსა და სწავლებებს, მაგრამ მეორე მხრივ იმ მახვილადაც არ უნდა იქცეს, რომელიც შუაზე კვეთს და გარესკნელის ჩაუქრობელ ცეცხლში უშვებს ადამიანს. მართლმადიდებელი ეკლესია დღითიდღე ახარებს ღმრთის სიტყვას და ყოველგან მოჰფენს მის ნათელს. მას არავისთან დიალოგის არ ეშინია, იგი სრულიად არ განიცდის რაიმე საფრთხის შიშს მისი რწმენის წარმოჩენისას. ჩვენ არავისთან დიალოგის არ გვეშინია, მუდამ მზად ვართ, დიდი სიხარულით, ნებისმიერ ადამიანს გავცეთ პასუხი ჩვენი რწმენის ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით. არაი მისთვის, რომ ვინმე განვსაჯოთ, დავამციროთ ან გავანადგუროთ, არამედ რათა გადმოვცეთის, რითაც ვცოცხლობთ და რასაც განვიცდით მართლმადიდებელ ეკლესიაში: ღმრთის არსებობას, სულიწმიდის მადლს, ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილებას.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ