ათანასე6

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ჩვენი ხსნა მოყვასისა და ოჯახის მსახურებაშია

ჩვენი გული არ არის წმინდა. ყველანი ავად ვართ. მაკურნებელია ჩვენი სულისთვის, როდესაც მოვუხმობთ ქრისტეს სიტყვებით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. ისევე როგორც ყველა სნეული იღებს წამალს, ასევე ჩვენც ვიღებთ ყოველ ჯერზე წამალს, როდესაც წარმოვთქვამთ: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”

თანამედროვე ცხოვრების წესმა დრო წაგვართვა. მთელი დღე გადარბენაზე ვართ, ღამე ვმუშაობთ, მუდამ ტელეფონში ვართ. ადრე როგორც კი შემწუხრდებოდა, კარებს კეტავდნენ და სრულ სიმყუდროვეში იმყოფებოდნენ. ჩვენ სწორედ თანამედროვე სამყაროს ამ პირობებში უნდა ვიცხოვროთ სულიერად. ქალაქური ცხოვრების ქაოტურ რიტმში უნდა ავაგოთ ჩვენი სულიერი ცხოვრება ქრისტეს სახელის მოხმობით: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”.

ჩვენი თანამედროვე მამები მონასტრებში ცხოვრობდნენ, თუმცა ისინი უამრავი ერის ადამიანის სულიერი მოძღვრები იყვნენ. წმინდა პაისი ათონელი მთელი დღეების განმავლობაში იღებდა მასთან ჩამოსულ ერის ადამიანებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი უდაბნოში ცხოვრობდნენ, მათმ უდამ ჰქონდათ ხალხთან ურთიერთობა. ასე იყო წმ. სერაფიმე საროველიც! წმინდა მოციქულებიც! მიუხედავად იმისა, რომ ისინი მუდამ ხალხში იყვნენ, ურთიერთობა ჰქონდათ წარმართებთან და სულიერ ძმებთან, მათ გულებში მყუდროება და მოუკლებელი ლოცვა სუფევდა. ჰქონდათ კი დრო მყუდრო განმარტოებისთვის? არა! მაგრამ მყუდროება ცხოვრობდა მათ სულებში! ქრისტემ აღავსო მათი გულები და ასე ემსახურებოდნენ ისინი ადამიანებს. ჩვენ ბუდისტები არ ვართ. ჩვენი ხსნა მოყვასისა და ოჯახის მსახურებაშია და რაც მთავარია – როდესაც ყველგან და ყოველთვის ჩვენს გულსა და გონებაშია ჩვენი უფალი იესუ ქრისტე.

მთავარია ქრისტე დამკვიდრდეს ჩვენს გულში! ლოცვა კი უძლიერესი საშუალებაა, ”ელექტრო გადამცემია” ისევე როგორც ღამისთევა და მარხვა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •