28 მაისს, ამაღლების დღესასწაულის საღამოს, ჯვრის ამაღლების ტაძრის სამრევლოს ორგანიზებით შედგა დეკანოზ თეოდორე გიგნაძის დისტანციური შეხვედრა ლიმასოლის მიტროპოლიტ ათანასესთან, რომელშიც მონაწილეობდა ჩვენი სამრევლოს 100-ზე მეტი ახალგაზრდა.
შეხვედრის განმავლობაში, რომელიც დაახლოებით 2 საათს გაგრძელდა, სულიერი ცხოვრების პრაქტიკულ საკითხებთან დაკავშირებულ ახალგზარდების ყველა აქტუალურ კითხვას მეუფე ათანასემ ამომწურავად გასცა პასუხი.
გარდა ამისა, მეუფემ გაგვიზიარა თავისი მრავალწლიანი, უშუალო და ახლო, ცოცხალი ურთიერთობის გამოცდილება წმინდა პაისი მთაწმინდელთან, წმინდა ეფრემ კატუნაკელთან და ბერ იოსებ ვატოპედელთან.
გამოვხატავთ დიდ მადლიერებას ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვინც მონაწილეობა მიიღო ამ შეხვედრის ორგანიზებაში.