Warning: Undefined property: WP_Post_Type::$post_name in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება - ევქარისტია
Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92
ნეა სკიტი 5

წიგნი “ბერი იოსებ ვატოპედელი” – თავი მეექვსე: ათონზე დაბრუნება

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92

ნეა სკიტში

ნეა სკიტის მამები დიდი სიხარულითა და სიყვარულით შეხვდნენ ბერ იოსების დაბრუნებას. მღვდელმონაზონი გიორგი, რომელიც წმინდა გიორგის კალივაში ცხოვრობდა, თავისი ხუთი ჯორით უანგაროდ დაგვეხმარა, რომ ნავსადგურიდან ბარგი ხარების კალივაში აგვეტანა, თანაც, თავადაც დიდად გაისარჯა. ასევე მხარში ამოგვიდგნენ სხვა საძმოებიც: თავდაპირველად აუცილებელი ნივთებით გვამარაგებდნენ, მოგვიანებით კი ხატების ხატვა გვასწავლეს, რათა ამ ხელობით თავი გვერჩინა.

ნეა სკიტის კლიმატი განსაკუთრებით საამოა. ხარების კალივა მყუდრო ადგილას მდებარეობს, ძველი კოშკების უკან, ხოლო იოანე ნათლისმცემლის კალივა, რომელიც მამა ხარლამპიმ ააშენა, უფრო დაბლაა. ზღვა, მთები, სანაპირო – მთელი იქაური გარემო – ერთ მშვენიერ ნახატს წააგავს. მაშინდელი უზრუნველი ცხოვრება ჩვენს სულში მუდმივი ლოცვისა და ღმრთის დიდების სურვილს აღძრავდა. ჩვენმა მოძღვარმა აქ ამდენი ჭირისა და განსაცდელის შემდეგ ამოისუნთქა და, როგორც წმინდა პაისიც ურჩევდა, თავისი ახალგაზრდა მოწაფეების სულიერი აღმშენებლობა განაგრძო.

თავიდან ცოტა გაგვიჭირდა, რადგან ძმების უმეტესობას დასარჩენი ადგილი არ ჰქონდა და ცხოვრების ელემენტარული პირობებიც კი არ გაგვაჩნდა. მაგრამ, მოძღვრისთვის ეს სიახლეს არ წარმოადგენდა. გაცილებით უფრო მძიმე პირობები ჰქონდათ სტავროვუნიში, შემდეგ კი დიდ ბერთან – წმინდა ანას სკიტში. მოგვიანებით, 1963 წელს, ბერმა ნეა სკიტში აღადგინა ხარების კალივის ქვემოთ მდებარე თავისი სოხასტერი და დაახლოებით იმავე დროს თავის სულიერ ძმას, მამა ეფრემს, ხარების კალივის გაფართოებაში დაეხმარა. კუტლუმუშის მონასტერში ორჯერ გასწია მსგავსი შრომა. დიდად გაისარჯა აგრეთვე კვიპროსზე, მინთის პატიოსანი ჯვრის მონასტერში და კაფსალას ხარების კალივაში. მაგრამ მან იმ დროს არ იცოდა, რომ უდიდესი შრომა ჯერ კიდევ წინ  იყო. ბერი 1983 წლის შემოდგომაზე თავის სულიერ შვილებს სწერდა:

„არ ვიცით როდის დავიწყებთ მშენებლობას. ჯერჯერობით საცხოვრებელს ვაწესრიგებთ. მივიღეთ ყველაფერი, რაც გამოგვიგზავნეთ: ორიგინალები და მოძღვრის ფერადი ფოტოსურათი. არ მინდა, რომ ჩვენ გამო ასე ღელავდეთ და თქვენ თვითონ რამეს იკლებდეთ. ოჯახმა თავის მომავალზეც უნდა იფიქროს. ღმერთი ყველაზე ზრუნავს და ყველას ინახავს. ასეა თუ ისე, ყველაფრისთვის დიდი მადლობა. მოკითხვა ძმებისგან. მამა ათანასე თავის სეხნიაზე ლოცულობს და მოიკითხავს. მთელი ჩემი ქრისტესმიერი სიყვარულითა და ლოცვა კურთხევით,

ყოველთვის მდაბალი

ბერი იოსები თავისი ქრისტესმიერი ძმებით“[1].

1983 წლის მიწურულს კი ბერი წერდა: „მართალია, ნეა სკიტი ძალიან მაღლა არ მდებარეობს, მაგრამ ჩვენი სამყოფელი ნავსაყუდელიდან ყველაზე მეტადაა მოშორებული. საქმე მაშინ გვირთულდება, როცა მძიმე ნივთებია ასაზიდი: შეშა, საშენი მასალა და სხვა. ზოგადად კი, აქ საუკეთესო კლიმატია, თანაც, თბილი, ამიტომაც ციტრუსები უხვად გვაქვს.

შევუკვეთეთ ორი ჯორი და წუთი წუთზე ველოდებით, რომ მოგვიყვანენ. აგრეთვე, ნავიც გვეყოლება, რომელსაც ზღვაში თავისი სადგომი ექნება და ეს ყველაფერი ქრისტეს მადლითა და ერთგული მეგობრების წყალობით. ჩვენს „ფლოტს“ ერთი ნავი შეადგენს, რაც ყოველდღიურ ცხოვრებაში აუცილებელია. ოღონდ მენავეები არ გვყავს, მაგრამ ნახე, აქაც როგორ ზრუნავს ჩვენზე ჩვენი ქალბატონი[2]: როგორც კი ნავსადგურის შენება დასრულდა და ნავი შევიძინეთ, ერთი ახალგაზრდა მორჩილი შეგვემატა, რომელიც პროფესიით მეთევზეა – განმაცვიფრა დედოფლის ამგვარმა მზრუნველობამ“[3].

ძალიან შრომატევადი საქმე იყო შეშის მომარაგება სამზარეულოსა და გათბობისთვის. ტყის იმ ადგილებში უნდა წავსულიყავით, რომელზეც მმართველმა მონასტერმა მიგვითითა. ჯორებით ერთი საათის სავალი გზა იყო. ვჭრიდით ხეებს, ტოტებისგან გასუფთავებდით, შემდეგ ისეთ ზომებზე ვჭრიდით, რომ შეკვრა შესაძლებელი ყოფილიყო, პირუტყვებს ავკიდებდით და უკან ვბრუნდებოდით, კიდევ ერთი საათი გვჭირდებოდა გზაში. მოძღვარი შრომისმოყვარებასა და რწმენას გვასწავლიდა, თუმცა, ჩვენ ამგვარ საქმეებში სრულიად გამოუცდელები ვიყავით. თანაც, ტყის ბილიკები ვიწრო იყო და ჯორების ხევში გადაჩეხის საშიშროებაც არსებობდა. სანამ თითოეული ძმისთვის ცალკე სენაკი აშენდებოდა ან მოეწყობოდა, ზოგიერთი ჩვენგანი სამუშაო ადგილებში ცხოვრობდა: სახელოსნოებში, საცავებში, ერთი ძმა კი მეზობელ კალივაში დაბინავდა დროებით მოგვიანებით, ბერის სულიერი შვილების ხელშეწყობით, ჯორებიც მოგვიყვანეს, რაც ბარგის გადატანისთვის აუცილებელი იყო ზღვიდან კალივამდე სხვაგვარად ტვირთს ვერ ამოვიტანდით. პირველ რიგში, ბერმა ჯორების სადგომი მოაწყო, რათა ღია ცის ქვეშ არ ყოფილიყვნენ: მისი სიყვარული და ზრუნვა პირუტყვებზეც ვრცელდებოდა.

მმართველმა მონასტერმა ჩვენი ზოგიერთი ძმა მეზობელ დანგრეულ კალივებში ჩაწერა იმ მიზნით, რომ მომავალში ეს კალივებიც აღდგენილიყო და ჩვენ თავდაპირველად საჭირო ბოსტნეულის მოსაყვანად მათ ბაღებსაც ვიყენებდით.

[1] წერილი ალეკო და მარია ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1983 წლის 13/26 სექტემბერი.

[2] ღმრთისმშობელი.

[3] წერილი ალეკო ქრისტოდულუს, ნეა სკიტი, 1983 წლის 20 ნოემბერი/3 დეკემბერი.

წიგნიდან “ბერი იოსებ ვატოპედელი” – არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი, ვატოპედის მონასტერი, ათონის მთა 2020

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

Share

Warning: Attempt to read property "post_name" on null in /www/doc/www.evqaristia.ge/www/wp-content/plugins/dragon-calendar-free-version/dragoncalendarfreezyx987_importer.php on line 92