12313

წმინდა გრიგოლ პალამა – ყოველგვარი სათნოების საწყისი

გონებამ ზურგი უნდა აქციოს ყველაფერ ამქვეყნიურს და გარეგნულს, მოიკრიბოს გაფანტულობისგან და გულს მიეწებოს. თავდაპირველად გულში მთელი სისავსით იხილავს დაცემულობის სიღრმესა და ძველი კაცის მახინჯ ნიღაბს, ცრემლით და მგლოვარებით, იესუს ლოცვის თანხლებით იწყებს განწმენდას. მრავალი შრომის შემდეგ, როცა უფალი ინებებს, მოშორდება მას ეს მახინჯი ”ნიღაბი”, გონება გულს შეუერთდება და იქ მოუკლებლად ილოცებს ღვთის წინაშე. ასე სწავლობს ადამიანი თანდათანობით გონიერ ლოცვას.

ასეთ ადამიანს, უფალი სულიერ სიმშვიდეს მიანიჭებს, რომელიც მას სიმდაბლის მდგომარეობაში მოიყვანს, რომელიც ყოველგვარი სათნოების საწყისია. სიმდაბლისა და სიმშვიდისაგან იშვებიან სხვა სათნოებებიც, რომელთა ცენტრშიც – სიყვარულია. ესაა წინაგემოსხილვა მომავალი, მარადიული სიცოცხლის და ენითგამოუთმელი, უსასრული სიხარულის სამეფოსი.

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •