წმ.გრიგოლ პალამა

წმინდა გრიგოლ პალამა – ყოველი ქრისტიანი გამუდმებით უნდა ლოცულობდეს

დაე, ნურავინ იფიქრებს, ქრისტესმიერ ძმანო, თითქოს მოუკლებელად და მარადჟამ ლოცვა მხოლოდ სასულიერო პირებსა და ბერებს ევალებოდეთ და არა ერისკაცებსაც. არა და არა! ყოველი ქრისტიანი გამუდმებით უნდა ლოცულობდეს.

დაუკვირდით, რას წერს კონსტანტინეპოლის პატრიარქი უწმინდესი ფილოთეოსი წმ. გრიგოლ თესალონიკელის ცხოვრებაში: მღვდელმთავარს საყვარელი მეგობარი ჰყავდა, სახელად იობი, უბრალო, მაგრამ მრავალი სათნოებით გამორჩეული ადამიანი. ერთხელ, მეუფეს მასთან საუბარში უთქვამს, დაუდუმებელი ლოცვის ღვაწლს შედგომა და მოუწყინებელი ლოცვა განურჩევლად ყოველ ქრისტიანს მართებსო, თან საღმრთო წერილიც დაუმოწმებია – პავლე მოციქული საერთოდ ყველა ქრისტიანს ამცნებს: „მოუკლებლად ილოცვიდეთო“ [1 თეს. 5,17], დავით წინასწარმეტყველი კი, თუმცა მეფე იყო და მთელი სამეფოს საზრუნავი აწვა, საკუთარ თავზე ამბობს: „წინაჲსწარ ვხედვედ უფალსა, წინაშე ჩემსა მარადისო“ [ფს. 15,8] – ე.ი. გონებით მუდამ ჩემს წინაშე ვმზერ ლოცვაში უფალსო. გრიგოლ ღმრთისმეტყველიც ყველა ქრისტიანს იმას გვასწავლის და იმას გვიქადაგებს, რომ ღმერთის სახელს უფრო ხშირად უნდა მოვუხმობდეთ ლოცვით, ვიდრე ვსუნთქავთო.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •