წმინდა იოანე სინელი – მცირედნი იკურნებიან მკურნალის გარეშე

ვინც აღსარებით განაქიქებს ყოველგვარ გველს, ანუ ვნებებს, მას ჯეროვანი სარწმუნოება მოუპოვებია; ხოლო ვინც მათ უგზოობაში მალავს, თავს იკლავს.
ვისაც სურს გაიგოს აქვს თუ არა მოყვასის სიყვარული, მაშინ მიხვდება, როცა ძმის შეცდომაზე გულით იტირებს, მისი წარმატება და სიკეთე კი გაუხარდება.
ყველას, ვისაც საკუთარი ნათქვამის დამტკიცება სურს, თუნდაც რომ სიმართლეს ამბობდეს, იცოდეს, რომ ეშმაკისეული სენითა და ვნებით შეუპყრია მტერს. თუ თანასწორებს შორის იქცევა ასე, , უფროსების მხილებით შეიძლება განიკურნოს; მაგრამ თუ უხუცესებსა და სულიერებთან იქცევა ამგვარად, მაშინ ადამიანები ვეღარ განკურნავენ მას.

თუ ყოველი საქმე ჩვევაში გადადის, მაშინ ცხადია, რომ სიკეთე მით უმეტეს გადავა, რადგან მას ძლიერ ეხმარება ღმერთი.

ნუ გიკვირს, თუ აღსარების შემდეგაც შეგებრძოლა ვნებები. სიძვის ეშმაკთან უფრო ადვილია ბრძოლა, ვიდრე ამპარტავნების ბოროტთან.
ხორციელად ავადმყოფები ტკივილის შემსუბუქებით ხვდებიან გამოჯანმრთელებას, ხოლო სულიერად სნეულები – თავმდაბლობი მოპოვებით.

თუ მკურნალი გვეუბნება, რომ ჩვენი განკურნება არ შეუძლია, მაშინ მისი უძლურების გამო სხვა მკურნალი უნდა მოვძებნოთ, რადგან მცირედნი იკურნებიან მკურნალის გარეშე.
არ ვეძებოთ დაფარულთა მცნობელნი და წინასწარმეტყველნი, არამედ უპირველეს ყოვლისა, ისეთი მოძღვრები ვეძიოთ, რომლებიც თავმდაბალნი არიან და თავიანთი ცხოვრების წესისა და ადგილის შესაბამისად ჩვენი განკურნება შეუძლიათ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •