The Ladder of Divine Ascent Monastery of St Catherine Sinai 12th century

წმინდა იოანე სინელი – განსჯა სიბნელეში ანთებული სანთელია

განსჯა სიბნელეში ანთებული სანთელია, გზააბნეულთა წინამძღოლი და ბრმათა განმანათლებელი.
განსჯის მოყვარე ადამიანბი ჯანმრთელობას აღიდგენს და სნეულებასდ აღმოფხვრის.

ვისაც სურს, ქრისტეს წმინდა სხეულითა და გულით წარუდგეს, მან მრისხანება უნდა დაიოკოს და მარხვა დაიცვას, რადგან უამოსოდ ამაო იქნება მისი ყოველი შრომა.

როცა სასოწარკვეთილება შეგვებრძოლება, მაშინ გავიხსენოთ უფლის მცნება, პეტრე მოციქულს რომ მისცა და უბრძანა, სამოცდაჩვიდმეტჯერ ეპატიებინა მოყვასისთვის. განა უფრო მეტს არ გააკეთებს ის, ვინც სხვას ამგვარი მცნება მისცა?! ხოლო როცა სიამაყე დაგვძლევს, მაშინ გავიხსენოთ სიტყვები: „რომელმან ყოველი სჯული დაიმარხოს და სცდეს ერთითა“ ვნებითა, ანუ სიამაყით, „იქმნა იგი ყოვლისავე თანამდებ“ (შედ. იაკობი 2; 10).

მოღვაწის სული ეშმაკთა მრისხანებას იწვევს, მაგრამ ბრძოლებთან ერთად გვირგვინებიც მრავლდება.
ვინც ბრძოლაში ჭრილობებს არ იღებს, ის ვერც გვირგვინოსანი ხდება; ხოლო ვინც დაცემის შემდეგ იმედს არ კარგავს და ბრძოლას არ წყვეტს, როგორც მამაც მხედარს, მას ანგელოზები განადიდებენ.

თუ ყოვლისშემძლე ჩვენი უფალი – იესო ქრისტე გაურბოდა ჰეროდეს, მაშინ ამპარტავნებმაც ისწავლონ და განსაცდელში ნებაყოფლობით არ ჩაიგდონ თავი. ნათქვამია: “ნუ მისცემ შეძრვად ფერჴსა შენსა, არცა ჰრულეს მცველსა შენსა” (ფსალ. 120; 3)
სიამაყე ისე იხლართება სიმამაცეში, როგორც კვიპაროსში – მცენარე, რომლის სახელია ზმილაკი (ლიანისებრი დეკორატიული მცენარე – რედ.).

ღმერთი განზრახვას განიკითხავს, საქმეებს ძალისაებრ ითხოვს და  ყველაფერში კაცთმოყვარეობას იჩენს.
დიდია, ვინც ყველაფერს აკეთებს რისი კეთებაც შეუძლია; მაგრამ უფრო დიდია ის, ვინც თავის ძალებს აღმატებულ საქმეს თავმდაბლად ეჭიდება.
ეშმაკები ხშირად ჩაგვაგონებენ, თავი ვანებოთ მსუბუქ, მაგრამ სასარგებლო საქმეებს და ჩვენს შესაძლებლობას აღმატებულ, უფრო მძიმე საქმეებს შევებათ.

წიგნიდან: “კლემაქსი ანუ კიბე”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •