49963282173 6d053d0e7e b

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – წმინდა იოსებ ისიქასტისთვის მთელი დღე ღამის ლოცვისთვის მზადება გახლდათ

მისთვის (წმინდა იოსებ ისიქასტისთვის) მთელი დღე ღამის ლოცვისთვის მზადება გახლდათ. ი საბსოლუტური სიზუსტით იცავდა თავის განაწესს, თუ როდის დაეძინა, როდის გაეღვიძა, როდის დაეწყო შრომა, როდის მიეღო საზრდელი – ყველაფერს მკაცრი განაწესის მიხედვით აკეთებდა, რათა სხეულს და გონებას ღამის ლოცვა არ გასჭირვებოდა.

იღვიძებდა მზის ჩასვლისას, ღამის ლოცვაში ძალების განსამტკიცებლად და სიფხიზლისთვის ერთ ჭიქა ყავას სვამდა და იკეტებოდა თავის ბნელ, მყუდრო კელიაში. ზაფხულობით ძლიერი სიცხის გამო ღია ცის ქვეშ გამოდიოდა. მან შენიშნა, რომ სინათლე გონების გაფანტვას უწყობს ხელს და ამიტომაც სიბნელეში ლოცულობდა.

ბერს გონიერი ლოცვისთვის განსაკუთრებული დასაჯდო მიჰქონდა, დაბალი, სკამისმაგვარი, რომელსაც მაღალი სახელოები ჰქონდა, რათა ნაკლებად დაღლილიყო. მამა იოსები მასზე ჯდებოდა, თავს ხრიდა, ნიკაპს მკერდზე იბჯენდა, გონების კონცენტრაციას გულში ახდენდა და საათობით ლოცულობდა მღვიძარებითა და ღმრთის ჭვრეტით. მისი ღამისთევა ყოველთვის ძალიან ნაყოფიერი იყო. 6-7 საათი მისი გონება განუშორებლად იმყოფებოდა გულში და არ აძლევდა მას გულიდან გამოსვლის საშუალებას, (საღამოს 9 საათიდან, ღამის 3 საათამდე) ლოცვის შემდეგ მთლიანად ოფლიანი იყო ხოლმე, ზოგჯერ მისი ლოცვა 8 საათამდე გრძელდებოდა. ასე შრომობდა ის ქრისტეს სახელის მოხმობით (”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”) რომლის დროსაც ღმრთის სიყვარულისგან ცრემლი სდიოდა.

წიგნიდან ”ჩემი ცხოვრება ბერ იოსებთან”

მთავარი ფოტო – ღირსი იოსებ ისიქასტის საძმო

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ