იოსებ ისიხასტი 1

წმინდა იოსებ ისიქასტი – ნაწყვეტი წერილიდან მონაზონ პანტელეიმონისადმი

არ დაივიწყო იესუს ლოცვა, მისით დიდ მადლს მოიხვეჭ და შენი სული სამოთხედ იქცევა. როდესაც ამ ლოცვას უწყვეტად ბაგეებით ამბობ, მას უკვე გონება ეჩვევა და შინაგანი მეტყველებით წარმოთქვამს. გონება მკვებავია ყველა აზრობრივი მოძრაობის, კეთილისა და ბოროტისა. ყველაფერ ამას ის გულში აგზავნის. თუ ეს გზავნილი ბოროტი, სამარცხვინო და მზაკვრულია, მაშინ გული, რომელიც ცენტრია, მას როგორც ელექტროობას ისე გადასცემს ყველგან და აღაგზნებს მიდრეკილებას ყველანაირი ბოროტებისადმი.

თუ ლოცვას მოუკლებლად ამბობ საპირისპირო ხდება. გონება მას გულში გაგზავნის. შენ კი, საკუთარი ძალდატანებით გონება ლოცვის სიტყვებში დააკავე, ისე, რომ არანაირი ოცნება და წარმოსახვა არ მიიღო. მხოლოდ ლოცვის სიტყვებს მიაპყარი ყურადღება. მაშინ გონება, რომელიც ვეღარ ასწრებს ბოროტიგ ულისსიტყვის წარმოქმნას განიწმინდება და სიამოვნებით წარმოთქვამს მხოლოდ ლოცვას.

ამრიგად, მოუკლებელი მოხმობის წყალობით გონებას გულისკენ ეხსნება გზა. გონება, სიტყვა და გული ერთიხდება (მთლიანდება), გული განიწმინდება და იღებს მადლს. ასე დამკვიდრდება შენში ზეცა! აქამდე შრომაა საჭირო და ის, რაც შრომის შემდეგ მოდის ჭვრეტა ეწოდება. მიაღწიე ამას და თუ უტკბესი იესუ იმოქმედებს შენში, მაშინ კიდევ უფრო მეტს გეტყვი, გაცილებით უფრო ამაღლებულს. შენ მხოლოდ აიძულე საკუთარი თავი. იცოდე, რომ ქრისტე ყველაფერია! და მის გარეშე არაფერი ხდება. შენ ახლა უკვე ჩაუყარე საფუძველი. ასე რომ, იღვაწე, რომ არ მიატოვო ის რაც დაიწყე. ეს ყველაფერი სხვებსაც ასწავლე, მათ ვინც  შენსგარშემო ცხოვრობს. რაც უფრო მეტ ადამიანს ვასწავლით, მით უფრო შეგვიყვარებს ღმერთი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ