მამა ეფრემი scaled

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მტკიცედ დაუკავშირე გონება ქრისტეს სახელს

ფრთხილად იყავი, გონებამ აქეთ-იქით არ იხეტიალოს, არამედ მტკიცედ დაუკავშირე ის ქრისტეს სახელს. ისე ევედრე, თითქოს წინ გედგას უფალი, სულიერი ტკივილით უხმე მის სახელს და ნახავ, როგორ სარგებელს მიიღებ. ამიტომ, იბრძოლე, ნუ გეშინია. მოუხმე ჩვენს მკურნალს, რომელიც მზადაა დაგვეხმაროს. არ ითხოვს ფულს, არ ეზიზღება ჭრილობები, შეიწყნარებს ცრემლებს, კეთილი სამარიტელივით ზრუნავს და უვლის სულიერი ავაზაკების მიერ დაჭრილს. ასე რომ, მოდით, მისკენ ვისწრაფოთ.

როცა სიყვარული სულში საყდარს დაიდგამს, უმშვენიერეს სულიერ გაზაფხულს მიანიჭებს მას. სიყვარულის მაცოცხლებელი სურნელის მქონე სიოსგან ყველაფერი ხარობს, რადგან სიყვარული ყველაფერს თავს იდებს, ყველაფერი სწამს, ყველაფერს ითმენს, ყველაფერს სასოებს, არაფრად აგდებს ბოროტებას, მისთვის უცხოა მზაკვრობა, ყველაფერს წრფელი თვალით ხედავს.

როცა ადამიანს ვინმე უყვარს, დღე და ღამ მასზე ფიქრობს, წარმოისახავს გონებაში, მხოლოდ მისთვის ცოცხლობს. არ არსებობს წამი, რომ მასზე ფიქრმა არ გაუელვოს, იმედიანი მოლოდინისა და სიყვარულის სიტკბო არ ჩაეწვეთოს გულში. ამგვარად მას მუდმივი კავშირი აქვს საყვარელ პიროვნებასთან. ჩვენც გვმართებს, მუდამ ასე ვიმყოფებოდეთ ჩვენს უფალთან, იესუ ქრისტესთან.

მთავარი ფოტო: მამა ეფრემ არიზონელის ხატი მდებარე წმინდა იოსებ ისიქასტის სახელობის ტაძარში (მის. საბურთალო, ფანასკერტელის 14)