ქრისტესთან შეერთების, მისი შეყვარების, მასში ცხოვრების მცდელობა ატკბობს ადამიანის გულს და ათავისუფლებს ნელნელა ყოველგვარი ბოროტებისგან, ეს ყველაზე წმინდა და მშვენიერი გზაა. როგორც პავლე მოციქული ამბობს: ”ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე” ეს უნდა იყოს შენი მიზანი! დაე ეს იყოს შენს ფიქრებში, მისწრაფებებში და შენს გულში. არ მოაკლო მცდელობა, არ დაიშურო ძალისხმევა, რომ როგორმე შეხვდე ქრისტეს, შეუერთდე და შეინარჩუნო ის შენს გულში.
მივუძღვნათ ჩვენი სული და გული ლოცვას: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. იმზირე სინათლისკენ – ქრისტესკენ, როგორც ბავშვი უყურებს თავის დედას, როდესაც რაღაც ემართება. ყველაფერს დეპრესიის, შფოთის, სტრესისა და ნერვიულობის გარეშე შეხვდი. მთელი შენი მცდელობა სინათლისკენ მიმართე, რათა მოხივეჭო ნათელი ქრისტესი.
როდესაც მოუკლებლად ვლოცულობთ, უფალი განგვანათლებს და ესაუბრება ჩვენს გულს, თუ რა უნდა გავაკეთოთ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ