1000000873 01

წმინდა სილუან ათონელი – სიტყვა ლოცვის შესახებ

ვისაც უფალი უყვარს, მას მუდამ ახსოვს იგი, ღმრთის ხსოვნა კი ლოცვას შობს. თუ უფალი არ გახსოვს, ვერ ილოცებ, ლოცვის გარეშე კი სული ღმრთის სიყვარულში ვერ იქნება, რადგან სულიწმინდის მადლი ლოცვით მოდის. ლოცვა ადამიანს ცოდვისგან იცავს, რადგან მლოცველის გონება ღმერთითაა დაკავებული და იგი მდაბლადაა წარმდგარი უფლის წინაშე, რომელსაც იცნობს მისი სული.

რასაკვირველია, დამწყებს ხელმძღვანელი სჭირდება, რადგან სულიწმინდის მოსვლამდე მას დიდი ბრძოლა უხდება მტერთან და ვერ ხვდება, როცა იგი მას ტკბობას სთავაზობს. ამის გაგება გამოცდილებით მხოლოდ მას შეუძლია, ვინც სულიწმინდის მადლი იგემა; რადგან ვინც სულიწმინდა იგემა, გემოთი ცნობს მადლს.

თუ ადამიანს ხელმძღვანელის გარეშე სურს ლოცვაში მოღვაწეობა, რადგან სიამაყის გამო ფიქრობს, რომ წიგნებით შეძლებს ამის შესწავლას, და ამის გამო არ წავა სულიერ მოძღვართან, ის ნახევრად უკვე ხიბლში იმყოფება. მდაბალ

ადამიანს კი უფალი დაეხმარება და თუ იგი გამოცდილ მოძღვარს ვერ იპოვის და ვინმე სხვასთან მივა, მას უფალი სიმდაბლის გამო დაიფარავს. უნდა იფიქრო, რომ სულიერ მოძღვარში სულიწმინდაა დამკვიდრებული და

ის გეტყვის, რაც საჭიროა. მაგრამ თუ იმას იფიქრებ, რომ მოძღვარი დაუდევრად ცხოვრობს და ამიტომ მასში სულიწმინდა არ არის, ამ აზრის გამო ძალზე დაზარალდები, უფალი დაგამდაბლებს და აუცილებლად ხიბლში ჩავარდები.

წმინდა წერილში ნათქვამია, რომ ლოცვა მლოცველს მიეცემა, მაგრამ მხოლოდ ჩვევის გამო. გულშემუსრვილების გარეშე ლოცვა არ არის სათნო უფლისთვის.


წყარო: წიგნი: წმ. ბერი სილუან ათონელი. (არქიმანდირიტი სოფრონი (ინგლისელი).

Share