sofron saxarovi 1

წმინდა სოფრონ სახაროვი – იესუს ლოცვის ისტორია მოციქულთა დროიდან იწყება

თავისი სიცოცხლის ბოლო საათებში უფალმა გვითხრა: ”ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რაოდენიცა-რაჲ სთხოოთ მამასა სახელითა ჩემითა, მოგცეს თქუენ. აქამომდე არა რაჲ გითხოვიეს სახელითა ჩემითა. ითხოვდით და მოიღოთ, რაჲთა სიხარული თქუენი სავსებით იყოს”. (ინ.16:23-24) სწორედ ეს სიტყვები გახლავთ იესუს ლოცვის დოგმატური და ასკეტური საფუძველი.

უეჭველია, რომ ქრისტეს მოწაფეები აღასრულებდნენ ამ მცნებას. ისინი დარწმუნდნენ ქრისტეს სახელის ძლიერებაში სწორედ მაშინ, როდესაც წარგზავნილნი იყვნენ ”ვითარცა კრავნი შორის მგელთა”, სნეულთა სამკურნალოდ, ადამიანებისთვის მშვიდობის მისანიჭებლად და ცათა სასუფევლის სახარებლად. ”და მოიქცეს სამეოცდაათნი იგი სიხარულითა და იტყოდეს: უფალო, ეშმაკნიცა დაგუემორჩილებიან სახელითა შენითა” (ლკ.10:17) და ასევე: ”მოძღუარ, ვიხილეთ ვინმე, რომელი სახელითა შენითა ეშმაკთა განასხმიდა”. (ლკ.9:49) ამგვარად იესუს ლოცვის ისტორია მოციქულთა დროიდან იწყება. ჩვენამდე არ მოღწეულა ლოცვის სიტყვების ზუსტი ფორმულირება, თუმცა მთელი აღთქმა სავსეა ცნობებით იმის შესახებ, თუ როგორ სასწაულებს აღასრულებდნენ ქრისტეს სახელით.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ