i

წმინდა სოფრონ სახაროვი – ადამიანში სულიწმინდის გაცისკროვნების მთავარი მოწინააღმდეგე ამპარტავნებაა

წმინდა ასკეტთა მრავალსაუკუნოვანი გამოცდილება უდავოს ხდის, რომ ადამიანში სულიწმინდის გაცისკროვნების მთავარი მოწინააღმდეგე ამპარტავნებაა. ალბათ ამიტომ, ლოცვას უფალი მაშინ მმადლიდა, როდესაც ჩემი ძალები ყოველმხრივ იწურებოდა. ჩანს, მე ამ წუთებში აღთქმულ სიმდაბლეს ვეხებოდი. ნათლით აღვსილი სფერო სულში სწორედ ამ დროს შემოდიოდა და ჩემში არსებულ სულიერებას და უფალს შორის არანაირი დაპირისპირება აღარ იგრძნობოდა… მიუწვდომელია ღმრთის თავმდაბლობა; ის აშკარად არაშეტოლებითია; უფალი არასოდეს არავის ედრება, ეს არის ღმრთაებრივი სიყვარულის თავისებურება, რომელშიც უფლისმიერ სიკეთე ყოველგვარი საწყაულის გარეშე გაიცემა.

ჩვენი წინა თაობები ლოცვის ღვაწლში და წმინდა წერილშიც, ღმერთის იმ სახელებით სარგებლობდნენ, რომლებშიც ჩვენთან მიმართებაში მისი დამოკიდებულება აისახებოდა: უფალი არის ნათელი, უფალია _ ჭეშმარიტება, სიყვარული, მოწყალება და სხვა მრავალი. ვბედავ და დავუმატებ: უფალი სიმდაბლეა. ვერაფერი უწმინდური, ანუ ამპარტავნული მას ვერ შეეხება. ამპარტავნება ღმრთაებრივი მადლის ანტიპოდი და საზიზღარი სიბნელეა; ამპარტავნება ბოროტების არსებობის პრინციპია, ყოველგვარი ტრაგედიის ძირია, შუღლის მთესველია, ქვეყნიერების დამღუპველია, ღმრთივდადგენილი წესრიგის მტერია; ჯოჯოხეთის არსი ამპარტავნებაშია.

ამპარტავნება ის “უკუნი სიბნელეა”, რომელში მოქცეული ადამიანიც უეჭველად დაკარგავს ღმერთის სიყვარულს. “ნათელი მოვიდა ქვეყნად, მაგრამ ხალხმა უფრო შეიყვარა ბნელი, ვიდრე ნათელი” (იოან. 3:19), _ ბრძანებს უფალი. ამ ჯოჯოხეთიდან თავის გათავისუფლება მხოლოდ სინანულით არის შესაძლებელი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ

  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •  
  •