parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – სიყვარულის მქონე ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი – მასში

შვილო, განდევნე ბოროტი გულისსიტყვები, რომლებსაც ეშმაკი გვაწვდის და მათი მიღებისკენ გვიბიძგებს. ნუ მიაქცევ ყურადღებას ძმათმოძულეობის გულისსიტყვებს, რადგან მათი მიზანია უდიდესი სათნოება – სიყვარული წაგართვან და თუ ამას მიაღწევენ, სრულიად დაიპყრობენ შენს სულს. გადარჩენის იმედი როგორღა უნდა გვქონდეს, თუკი დავკარგავთ სიყვარულს? ღმერთი ხომ სიყვარულია, სიყვარულის მქონე კი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი – მასში. როგორც იოანე მოციქული ამბობს: ”რომელსა სძულდეს ძმაითვისი, იგი კაცის-მკლველი არს”, ”და ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი”.

ნუ მოუსმენ ამ გულისსიტყვებს, არამედ მაშინვე მოიშორე ისინი, თქვი იესუს ლოცვა. და მაშინვე გონების თვალით გულში ჩაიკარი ისინი, ვისი ზიზღიც მოაქვს ბოროტს. შეიყვარე ძმები. შენი სიყვარული მაშინ გამოჩნდება, როცა მათ სისუსტეებს არაფრად ჩათვლი და მაინც გეყვარება ისინი. სიყვარული ყველა ცოდვისგან დაგიფარავს.

როცა სული ჯანსაღია და სიყვარული აქვს, არ ჩხუბობს, ითმენს ძმის უხეშ სიტყვას, სხვის შეცდომებს არ ააშკარავებს, ყოველთვის შეუძლია ძმას კეთილი სიტყვა უთხრას; უთმობს და ამით გულისსიტყვებს და მწუხარებას თავიდან იცილებს; არ მრისხანებს, არ დრტვინავს, არ ეპასუხება, არ ჭორაობს, არ ურჩობს, არ არის საკუთარნ ება-სურვილს აყოლილი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ