efrem arizoneli 6

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მტრის ყოველ თავდასხმას წინ აღვუდგეთ ქრისტეს წმინდა სახელით

განუწყვეტლივ იფხიზლეთ გონების დასაცავად, რადგან უკვდავი სულის სიცოცხლე და სიკვდილი იმაზეა დამოკიდებული, გვაქვს თუ არა გულმოდგინება. ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იღებს სათავეს. არ არსებობს ცოდვა ან სათნოება, რომლის სათავე და საწყისი წერტილი გონების წარმოსახვითი ნაწილი არ იყოს. მაშასადამე, ამ გონებრივ საწყისზე გულმოდგინე ზრუნვით ცხონების მიზანს მივაღწევთ.

სულიერი მღვიძარების ძირითადი მნიშვნელობა შემდეგია: წმინდად დავიცვათ გონება ვნებიანი წარმოდგენებისგან, მტრის ყოველ თავდასხმას კი წინ აღვუდგეთ ქრისტეს წმინდა სახელით. მღვიძარების გარეშე სულისა და სხეულის სიწმინდეს ვერ მოვიპოვებთ, შესაბამისად ვერც ღმერთს ვიხილავთ გონებისა და გულის გრძნობით.

თუ ქრისტე ადამიანის სულს არ მოიხილავს, ის ცოდვის წყვდიადში დარჩება. ამ მაცხოვნებელ გაკვეთილს – მღვიძარებას, რომელიც წმიდაჰყოფს ადამიანს, – გააფთრებით ებრძვის ეშმაკი, ყველა ძალას ხმარობს, რო მხელი შეუშალოს მას და თავს გვესხმის მრავალგვარი გულისსიტყვითა და საცდურით.

მაგრამ ჩვენც, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მის მოსაგერიებლად ყველა ძალა ვიხმაროთ, რომ შინაგანი განწმენდისთვის ღვაწლისმდებელმა ქრისტემ გვირგვინით შეგვამკოს. ჩვენი საერთო მტრის, სატანის თავდასხმების ნუ შეგეშინდებათ, არამედ გაბედულად და ღმრთის სასოებით იბრძოლეთ. ღმერთი თქვენს ძალებზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს.

წიგნიდან: ”მამობრივი დარიგებანი”

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ