parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მუდმივად იმეორეთ იესუს ლოცვა ბაგითა და გონებით

ძმისადმი ნამდვილი სიყვარული იმით გამოირჩევა, რომ არ განვიკითხავთ მათ, არ ვადანაშაულებთ, მათ უმნიშვნელო შეცდომებს საკუთარივით უგულებელვყოფთ, ყოველთვის ვამართლებთ და გამუდმებით განვიკითხავთ საკუთარ თავს, არ გვშურს, არ გვახარებს მათი შეცდომები, არამედ მათი სიკეთე, წარმატება გვიხარია, ვმხიარულობთ და ვლოცულობთ მათთვის. ზემოთ თქმულისა და კიდევ სხვა მოწმობებიდან ჩანს ძმების მიმართ ჩვენი ნამდვილი სიყვარული. ასეთ დროს ჭეშმარიტად სასიამოვნოა ძმებთან ერთად ცხოვრება.

ასე რომ, შვილებო, თავი აიძულეთ ამ სიყვარულის მოსაპოვებლად. ეს ბრწყინვალე და ზეციური ქების ღირსი სიყვარული ღმრთის შვილებად გაქცევთ, რადგან ”ღმერთი სიყუარული არს და რომელი ეგოს სიყუარულსა ზედა, ღმერთი მისთანა ჰგიეს და იგი ღმრთისა თანა”.

მაგრამ ამ გასაოცარისი ყვარულის შესაძენად მუდმივად უნდა მოვუხმოთ სიყვარულის ღმერთს, რომ მოგვმადლოს იგი. ლოცვაში წარმოთქმული ღმრთის სახელი, ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”, მარადიულ სიცოცხლეს მოიცავს, მარადიული სიცოცხლე კი სიყვარულის ღმერთია! მაშასადამე, ამ ლოცვით მლოცველი ნამდვილდა ღმრთისმიერ სიყვარულს მოიპოვებს!

ასე, რომ წინ გასწიეთ! ეს არის სიყვარულის მოხვეჭის გზა და საშუალება. გამხნევდით და თამამად ჩაებით ბრძოლაში. მუდმივად იმეორეთ იესუს ლოცვა ბაგითა და გონებით. დღისით კი, შრომის დროს, გონება გაფანტულობისგან დასაცავად ხმამაღლა ლოცვა უფრო სასარგებლოა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ