efrem arizoneli 8

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – ლოცვას მოთმინება, შეუპოვრობა და სულგრძელება სჭირდება

გონიერი ლოცვა სატანის შეურიგებელი მტერია! ამის გამო არცისე ადვილია ეშმაკმა მისგან დაწვა და დამდუღვრა აიტანოს და ლოცვას ადამიანის გულში ქრისტეს აღსაყდრებისა და გულის არედან თავისი გამოძევების უფლება მისცეს. როგორც ვთქვით, ლოცვის მიზანი ადამანის გულში ქრისტეს დამკვიდრებაა, რაც მოწინააღმდეგისთვის – სატანისთვის – სრულიად მიუღებელია.

ეს უბრალო ერთფრაზიანი ლოცვა (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) იმდენად ძლიერია, რომ ადამიანის გონებას მისი დატევა არ შეუძლია. ამიტომ სატანა მას ეომება, სასტიკად ებრძვის – ჩვენთვის გონებაგაფანტულობა, შფოთი, მწუხარება მოაქვს, სულს გვიხუთავს. მას ერთადერთი მიზანი აქვს – არ ილოცოს ადამიანმა.

”ლოცვასა განკრძალულ იყვენით”. ლოცვას მოთმინება, შეუპოვრობა და სულგრძელება სჭირდება. ნუ ვიტყვით: ”არაფერი გამოგვივა”. თორემ მაშინ ვერ შევიძენთ ამ ლოცვას, რომელიც თავისი ტევადობით იმდენად დიდია, რომ ზეციურ საგნებს მოიცავს. მოდით განვმარტოთ ეს:

როცა ლოცვა ამოქმედდება, გონება ისეთი სუფთა, ნათელი, მოქნილი, ფრთაშესხმული ხდება, რომ ძალიან მაღლა ადის და ხვდება ღმერთს მთელი მისი მადლით! მაშინ გონებას სულიერ სახილველთა ჭვრეტის უნარი ეძლევა. და პირიქით, როცა გონება ლოცვით განათლებული არ არის, ძალზე მოუქნელია და მისი ჭვრეტისკენ წარმართვის მცდელობა უნაყოფო იქნება.

როცა ადამიანი ცდილობს, მაგრამ ვერ ლოცულობს, ეშმაკი მოდის და ეუბნება: ”აჰა, ამდენი ეცადე და ვერაფერს მიაღწიე, მაშ, თავი დაანებე ამ ლოცვას”. მაგრამ გამოცდილება გვიჩვენებს, რომ საჭიროა მოთმინება და შეუპოვრობა, რადგან გული ლოცვას კარს ადვილად არ უხსნის. საჭიროა ბევრჯერ დაკაკუნება და დიდი ძალისხმევა.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ