parintele efrem filotheitul

არქიმანდრიტი ეფრემ არიზონელი – მოწყალებას ესწრაფე, უსაზღვროა მისი სიძლიერე

ერში მყოფმა, როგორც შეგიძლია, იბრძოლე, იკითხე, ილოცე, იესუს ლოცვა იმეორე, რადგან მისი ძალა უდიდესია. მოწყალებას ესწრაფე, უსაზღვროა მისი სიძლიერე. მეც, ერში ყოფნისას, მიზნის მისაღწევად ღმრთის შეწევნა რომ მქონოდა, სიღარიბის მიუხედავად, შეძლებისდაგვარად მოწყალებას გავცემდი.
ნახე, ღმერთი მოწყალეებს როგორ ადიდებს – კორნილიოს ასისთავს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და უთხრა: ”ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს სახსენებელად შენდა წინაშე უფლისა”. ამავეს ეუბნება მეფეს წინასწარმეტყველი დანიელიც: ”მეფე.. ცოდვანი შენნი მოწყალებითა იხსნენ და უსამართლოებანი შენნი შეწყნარებითა დავრდომილთა”.

ყურადღება მიაქციეთ იესუს ლოცვას. მლოცველნი იყავით. ლოცვა ყველაფერს მოაგვარებს. ოდნავადაც ნუ მოდრკებით. თქვენს წმინდა მიზანს უერთგულეთ. ქრისტეს მახლობლად დარჩით, რომ სულიერი ბედნიერება იგრძნოთ. არ არსებობს სხვა ბედნიერება ქრისტესმიერის გარდა. ქრისტეს გარეშე ეგრეთწოდებულ ”ბედნიერებას” არასწორად ეწოდება ბედნიერება, რადგან ის დანაშაულებრივი გზით მიიღწევა, ბოლო მალე მოეღება და ადამიანს საუკუნო უბედურებამდე მიიყვანს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ