efrem vatopedeli 1

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი – მუდამ იმეორეთ იესუს ლოცვა

იესუს ლოცვა არის საუკეთესო მეთოდი ღმრთის ხსოვნისათვის. ძალიან კარგი იქნება თუ მიეჩვევით მას, ერთხელ ვიყავი ბერ ეფრემ კატუნაკელთან და მეუბნება:

”შეძრული ვარ, ერთი წლის წინ ერთი პროკურორი ჩამოვიდა ჩემთან და შემომჩივლა, რომ დრო არ მაქვს ლოცვითვისო. მე კი ვურჩიე, რომ როგორც კი ადგებოდა, ჩაიცმევდა და ხელ-პირის დასაბანად წავიდოდა თან მოკლე ლოცვა: “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” ემეორებინა, მან დამიჯერა და ცოტა ხანში უკვე დღის განმავლობაში დროს თუ გამონახავდა იესუს ლოცვას უთმობდა, მას იმხელა შეგრძნება ეწვია მადლისა, რომ ამბობდა:
”ამხელა სიხარული არ განმიცდია არასდროს”

თქვენც, რასაც არ უნდა იქმოდეთ, მუდამ იმეორეთ ეს მოკლე ლოცვა: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” და ნახავთ როგორ მადლსა და სიხარულს მოგანიჭებთ უფალი.

რა თქმა უნდა, დღესაც არსებობენ ისიქასტი მამები. ერთი რამ მინდა აგიხსნათ, ისიქაზმი არ არის მარტო იმათი კუთვნილება ვინც გამოქვაბულებში ცხოვრობს, თითოეული წმინდანი ისიქასტი იყო. ისინი ვინც ქადაგებდნენ, მისიონერულ მოღვაწეობას ეწეოდნენ ყველა ისიქასტი იყო. ვინ არის ისიქასტი? ის ვისაც აქვს, შინაგანი სულიერი ცხოვრება და გულისა და გონების გაერთიანების გზაზე დგას, ხოლო ამის მიღწევა მხოლოდ მადლის მეშვეობითაა შესაძლებელი.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ