efrem vatopedeli 9

არქიმანდრიტი ეფრემ ვატოპედელი – ღამე ლოცვისთვის გამოიყენეთ

ძალიან დიდი რამაა როდესაც ადამიანი ისე ცხოვრობს, რომ ქრისტეს გარეშე არც ერთ წამს არ ატარებს. როგორ მიიღწევა ეს? ეს შესაძლებელია მხოლოდ მაშინ, როდესაც ადამიანი იესუს ლოცვას ისწავლის. ამიტომ სახლს ალაგებ, ჭურჭელს რეცხავ, ავტობუსში ხარ თუ სეირნობ, რასაც არ უნდა აკეთებდე განუწყვეტლივ იმეორე: “უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე”. ასე აგროვებს ადამიანი სულიერ სიმდიდრეს.

ერთი მეკითხება საღმრთო მადლს როგორი გამოხატულება აქვსო, ზოგჯერ არის როგორც დიდი სიხარული გულში, ის გვიზრდის რწმენას, ღმერთისადმი სიყვარულს, ასევე გვემატება ადამიანისადმი სიყვარული.
წმინდა პაისიმ ერთი ძალიან გულშემძვრელი რამ მითხრა აღსარებასავით: 1974 წლამდე ისეთი დიდი სიყვარული მქონდა ღვთისადმი, რომ ზოგჯერ გული მიმდიოდაო, სადმე მივდიოდი და უცებ მადლი მომიხილავდა და რომ არ დავმჯდარიყავი, გული წამივიდოდაო, 1974 წლის მერე ეს ღმერთისადმი სიყვარული გადაიზარდა ადამიანებისადმი სიყვარულშიო.

კიდევ გამანდო ერთი პირადული რამ: მე რომ ყველაფერი ვთქვა, რასაც განვიცდიო, ვისაც არ ესმის ასეთი რამეები, გიჟი ვეგონები ან საგიჟეთში ჩამსვამდაო. ვთქვათ, მთელი ღამე ვლოცულობდი სნეულებისთვისო, მადლი წამიყვანდა და შეიძლებოდა აღმოვჩენილიყავი სიდნეიში, პარიზში, ათენში, უხილავად ჯვარს ვსახავდი სნეულებს და ფეხზე დგებოდნენო, მერე ვლოცულობდი ცოლ-ქმრისთვის რომლებიც კინკლაობდნენ, ასევე ღმერთს გადავყავდი იმ სახლებში, სადაც ცოლ-ქმარი ჩხუბობდა, ჯვარს ვსახავდი და რაღაცნაირად რიგდებოდნენო, ხომ წერია სახარებაში, რომ უფალი სულით გაყვანილი იქნა უდაბნოში.
ასეთი მისია აქვთ ადამიანებს, რომლებსაც აქვთ ნამდვილი შინაგანი ცხოვრება, ამიტომ რამდენადაც შეძლებთ, იესოს ლოცვა თქვით, ეს წირვაზე დგომის დროსაც შეიძლება, წირვაზე არის ისეთი რამეები, რაც ზოგჯერ არ გვესმის ან ვერ ვხედავთ, ასეთ დროს შეგიძლიათ იესუს ლოცვა იმეოროთ.

არის ასეთი გამოთქმა, როცა ხალხს სძინავს, ღმერთი ისმენსო. ამიტომ ღამე ლოცვისთვის გამოიყენეთ. რადგან ეს ლოცვა მთელი მსოფლიოსთვის არის საჭირო. ღამე ხდება ყველა მძიმე, სასიკვდილო ცოდვები.

ვიცნობდი და ახლაც ვიცნობ ერისხალხს, ვისაც უფრო მაღალის ულიერი მდგომარეობა აქვს, ვიდრე მონაზვნებს. მონაზვნობა კარგ სულიერ გარემოს ქმნის წარმატებისთვის, მაგრამ ერთეულმა ერისკაცებმა შეიძლება გაასწრონ მონაზვნებს.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ