პაისი ათონელი scaled

წმინდა პაისი ათონელი – ღმრთის შიშის მოპოვებით, ყველაზე მხდალიც კი მამაცი ხდება

სწორი სულიერი ცხოვრებით, ყველაზე სულმოკლე და ლაჩარი ადამიანიც კი შეიძლება, რომ უმამაცესი გახდეს, თუკი საკუთარ თავს მხოლოდ ქრისტესა და საღმრთო მოწყალებას მიანდობს. ასეთი ადამიანი შეიძლება ომშიც წავიდეს და გამარჯვებული დაბრუნდეს. ის უგუნურები კი, რომლებიც ცდილობენ ზიანი მიაყენონ და დაჩაგრონ სხვები, თუნდაც ძალიან გამბედავები ჩანდნენ, სულის სიღრმეში კანკალებენ, რადგანაც ქვეცნობიერად გრძნობენ საკუთარ დანაშაულს და მხოლოდ თავიანთ ბოროტებას ეყრდნობიან. ღმერთთან ახლოს მყოფი კი, მისგან (ქრისტესგან) იღებს ძალებს და მის მხარესაა სიმართლე.

დაუკვირდით, როდესაც მგელს პატარა ძაღლის ყეფა ესმის, გარბის, რადგანაც ეს ძაღლი პატრონის სახლს იცავს და სამართლიანობა მის მხარესაა. მითუმეტეს შეეშინდება მას, ვინც იმ ადამიანის დაჩაგვრას მოინდომებს, ვინც ქრისტესთან ახლოსაა!

ამიტომაც, უნდა გვქონდეს ღმრთის შიში და არაა დამიანისა, როგორი ცუდებიც და სახიფათოებიც არ უნდა იყვნენ ისინი. ღმრთის შიშის მოპოვებით, ყველაზე მხდალიც კი მამაცი ხდება. რა დოზითაც მივუახლოვდებით ღმერთს, იმ დოზით დაიკლებს ჩვენში შიშის გრძნობა, რადგანაც რთულ სიტუაციებში მხოლოდ ღმერთის იმედი გვექნება, მაგრამ იმისთვის, რომ საღვთო ძალა მივიღოთ, ღვაწლი უნდა გავწიოთ, ჩვენი საკეთებელი უნდა ვაკეთოთ.

მთავარი ფოტო: “ათონის დარბაზში” მდებარე წმინდა პაისი ათონელის პორტრეტი