ზაქარია ზაქარუ

არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ – ლოცვა – სიკვდილზე გამარჯვება

საუკეთესო საშუალება გარდაცვალებისთვის მოსამზადებლად – ლოცვაა, რომელიც აქ, ამ მიწიერ ცხოვრებაში განგვაცდევინებს უფალს და მასთან აღგვამაღლებს. იესუს სახელის ყურადღებიანი, სიმდაბლით მოხმობისას (უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე) ვცდილობთ, რომ მისი ჩვენში მყოფობის ცოცხალი განცდა მოვიპოვოთ. თუ ქრისტეს მოხმობისას არ გვაქვს განცდა მისი ჩვენში მყოფობისა, უნდა გავაცნობიეროთ, რომ პრობლემა ჩვენს შინაგან მდგომარეობაშია. ამ დროს თავი უნდა დავხაროთ და სიმდაბლით, გულის შემუსვრილებით ვთქვათ: ”უფალო, შენი სახელის მოხმობისასაც კი ვცოდავ, შენ თავად მასწავლე სიმდაბლე, შემეწიე, რომ ყურადღებით მოვუხმო შენს წმინდა სახელს”. მალევე იგრძნობთ, რომ რამდენადაც ვიმდაბლებთ თავს, იმდენად მხურვალე ხდება ლოცვა.

ლოცვით უფალთან მიახლებას, მის წინაშე წარდგომას, მასში მყოფობას ვსწავლობთ, იმის გაცნობიერებით, რომ მუდმივი, ნამდვილი და ნათელი უნდა იყოს ჩვენი სიცოცხლე ქრისტეში. არასდროს არ უნდა დავივიწყოთ თავის დამდაბლება. ძალიან ბევრი ნაკლოვანებისგან გავთავისუფლდებით, თუ ამ კურთხეულ ჩვევას შევიძენთ. როგორც მამა სოფრონი [სახაროვი] ამბობდა, ლოცვა დაუსრულებელი შემოქმედებაა, ის გვასწავლის უფალთან მოუკლებელ, ცოცხალ ურთიერთობას. მუდამ ღმერთთან ყოფნის სურვილი არის არსი და საფუძველი ასკეტიკისა, რასაც საბოლოო ჯამში, სიკვდილზე გამარჯვებისკენ მივყავართ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ