ზაქარია ზაქარუ

არქიმანდრიტი ზაქარია ზაქარუ – ქრისტესთან შეხვედრა

ქრისტესთან შეხვედრის და მისი ჭვრეტის ყველაზე ძლიერი საშუალება ევქარისტიაა. წმინდა ზიარების დროს, ჩვენ მთლიანად ვუერთდებით მას, რომელიც ჩვენთვის დაგლახაკდა და მისი ამ ”სიგლახაკით” განგვამდიდრა და ჩვენთვის სიკვდილით მარადიული სიცოცხლე მოგვანიჭა. საღმრთო ლიტურგიისას წარმოთქმული თითოეული სიტყვა ჩვენს სულს, ჩვენი ცოდვილი, დაცემული ბუნების სიძულვილისკენ განაწყობს, ჩვენში აღძრავს თავის დამდაბლების სურვილს ქრისტეს უსრულყოფილესი სიმშვიდის და სიყვარულის წინაშე.

ქრისტესთან შეხვედრა შესაძლებელია მაშინაც, როდესაც მთელი გულით ვიღებთ მის სიტყვას. ხშირად ხდება, როდესაც წმინდა წერილის რომელიღაც მუხლი ისე გვხვდება გულზე, რომ ჩვენში სინანულს, ქრისტესთან ყოფნის სურვილი ჩნდება.

(ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ)