beri nikon atoneli 1

ბერი ნიკონ ათონელი

თუ ვლოცულობთ, თუ ვაკვირდებით იმას, თუ რითია ჩვენი გონება დაკავებული, თუ სულის სასარგებლო წიგნებს ვკითხულობთ და კარგ ფილმებს ვუყურებთ, თუ თავაზიანად ვექცევით ჩვენს მეორე ნახევარს, ვზრუნავთ ჩვენს შვილებზე, თუ სწორად ვცხოვრობთ – გადავრჩებით. დემონმა იცის, რომ თუ აწმყოზე ვართ კონცენტრირებულები, აუცილებლად დაგვკარგავს. ის გვიბიძგებს, რომ ვფიქრობდეთ იმაზე, რაც არ გვეკუთვნის – წარსულზე ან მომავალზე, ამიტომაც მუდამ აწმყოში უნდა ვიყოთ, ვიფიქროთ იმაზე, თუ რას ვაკეთებთ ახლა. არაა საჭირო გაორება, არ არის კარგი, როდესაც ჩვენი გონება სხვაგანაა, ხოლო ჩვენი სხეული სხვაგან. დაე გონებაც იქ იყოს სადაც სხეულია, ჩვენ ეს გამოგვივა, თუ ყოველდღიურად ვივარჯიშებთ ამაში, თუ მუდამ ვეცდებით გონების კონცენტრირებას.

ამაში დაგვეხმარება იესუს ლოცვა. როდესაც მუდამ ითხოვ, მდაბლდები, ამავდროულად ქრისტეს ღმერთად აღიარებ, ანუ აკეთებ იმას, რაც ეშმაკს არ სურს. როდესაც წარმოთქვამ იესუს ლოცვას, შენს გონებას ლოცვის სიტყვებში აკავებ და ამით სწავლობ გონების კონცენტრირებას. რამდენადაც ეშმაკმა ეს იცის, ის ყოველთვის ცდილობს ხელი შეუშალოს ადამიანს იესუს ლოცვის წარმოთქმაში, რადაგანც იცის, რომ თუ შენი გონება ადგილზე იმყოფება, ესეიგი უკვე დაგკარგა. ამიტომაც, ის შთააგონებს ადამიანს აკეთოს მრავალი წვრილმანი და ყველაფერი ეს იმიტომ, რომ ადამიანის გონება გაფანტული იყოს და არ იყოს წმინდა.

ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი გონება ყოველთვის კონცენტრირებული იყოს, რათა არ აღივსოს ყოველგვარი ნაგვით. დავამარცხოთ დემონი იმით, რისიც ყველაზე მეტად ეშინია. სინანულით და რაც შეიძლება ხშირი ზიარებით. ეკლესიის საიდუმლოებათა გარეშე ვერ გადავრჩებით. ყველას გირჩევთ, არის ერთი საოცარი წიგნი: ”მონაზვნური გამოცდილების გადმოცემა”(იოსებ ისიქასტი) არის კიდევ ერთი განსაცვიფრებელი წიგნი ”მწირის გულახდილი საუბრები სულიერ მოძღვართან”(წიგნი ეხება იესუს ლოცვას) რომელიც უკვე მთელმა მსოფლიომ წაიკითხა, ათონზეც კი კითხულობენ მას. ეს წიგნი ზეპირად უნდა ვიცოდეთ.

ჩვენი სარწმუნოება სიხარულის სარწმუნოებაა, მშვიდობის და სიყვარულის. ჩვენს ხატებში მახინჯი არაფერია, თვით იუდაც კი. შეხედეთ იერონიმე ბოშის ნახატებს, როგორ შემზარავად გამოსახავს იუდას. მართმადიდებლურ იკონოგრაფიაში ვერსაც შეხვდებით მახინჯ სახეს.
ასეთი მშვიდობა განმსჭვალავს მართლმადიდებელი ეკლესიის მთელ ხელოვნებას.
ასეთია ჩვენი სარწმუნოება! სიხარულის სარწმუნოება!
როგორ იწყება სახარება? რას ნიშნავს სიტყვა ”სახარება”? სიტყვა სახარება ნიშნავს სასიხარულო ამბავს!
რომელ სასიხარულო ამბავზეა საუბარი?
ეს სასიხარულო ამბავი იწყება მწყემსთა მიმართ ანგელოზის ხარებით: ”და ჰრქუა მათ ანგელოზმან მან უფლისამან: ნუ გეშინინ, რამეთუ აჰა ესერა გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა!(ლუკ.2:10)

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ