i

კლაუს კენეფი – წმინდა სოფრონი (ინგლისელი)

ერთ დღეს, ერთი ბერი გავიცანი, უფრო სწორად, ერთი წმიდა სახება. შთაბეჭდილება, რომელიც ამ შეხვედრიდან მივიღე – როგორც ეს მოხდა დედა ტერეზასთან შეხვედრისას – მეტად ამაღელვებელი იყო. ჩემი გული სიხარულისაგან ათრთოლდა და აღელვებისაგან ტირილი დავიწყე. ეს შეხვედრა სარგებლობით ვერ შეედრებოდა იმ შეხვედრას, რაც წლების წინ, დედა ტერეზასთან მქონდა. ღმრთიურმა განგებამ გზა მიჩვენა ჩემი სულიერი მამისაკენ! ამ ადამიანმა ჩემი გულის დაყოლიება მოახერხა არა მხოლოდ ძალიან რთული თეორიებისა და მაღალი თეოლოგიური იდეების განვრცობის გარეშე, არამედ ასევე თავისი სამღვდელო ხარისხის დახმარების გარეშეც. ამის საპირისპიროდ, მან ჩემი გული თავისი იუმორით, მისგან მომდინარე უსაზღვრო სითბოთი, გულწრფელობითა და პატიოსნებით დაიყოლია, თუმცა, რაც ყველაზე მთავარია, მან ჩემი პიროვნების მიმართ გამოხატული უზომო სიყვარულითა და პატივისცემით მოახერხა ჩემი გულის მოგება.

მთელი ჩემი ცხოვრების მანძილზე, სწორედ ამგვარ ადამიანს ვეძებდი. ვფიქრობდი, რომ მისნაირი ადამიანები მხოლოდ ფილმებში ან წიგნებში არსებობდნენ და არა რეალურ ცხოვრებაში. ჩემთვის იგი, ოთხმოცდაშვიდი წლის მოხუცი, განასახიერებდა სრულყოფილებას, იგი ყველაზე უფრო სრულყოფილი იყო, რაც კი ვინმეს შეუძლია წარმოიდგინოს – ქრისტეს ცოცხალი განსახიერება. იგი იყო ერთ-ერთი იმ მემკვიდრეობის მცირერიცხოვან გამგრძელებელთაგანი, რომლებიც აი, უკვე ორი ათასი წლის განმავლობაში იცავენ დანატოვარს. იგი იყო მოციქული, რომელიც იესო ქრისტეს სწავლებას ისე ასრულებს, რომ მასში არაფერს უგულებელყოფს. მისი თავისუფალი სული, უბრალოება და თავმდაბლობა, გარდა ამისა, ასევე მისი შინაგანი სიმშვიდე, ხელით შესაგრძნობი გახლდათ. მაშინ კი, როდესაც მის გვერდით იყავი, გრძნობდი, თუ როგორ ეხვეოდი შენც სიცოცხლის იმავე საიდუმლოებაში. ჩვენი გაცნობისპ ირველივე წამიდან ჩემი გულის კარიბჭენი ფართოდ გაიღო.

„კლაუს, გირჩევ გულით ილოცო. აი, ეს სიტყვებია: „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე ცოდვილი“. თუკი, ამ „გულის ლოცვას“ გამუდმებით იმეორებ, ნახავ, თუ როგორ კარგ ცვლილებას მოგანიჭებს უფალი“.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ