მეუფე ათანასე8

ლიმასოლის მიტროპოლიტი ათანასე – ადამიანები ხშირად ზურგს ვაქცევთ ღმერთს

ღმერთის მიერ შექმნილი სამყარო მშვენიერია, თუმცა სამყაროში არსებული სიკვდილი, უბედურება, ტანჯვა, სიღარიბე, დაავადებები, ბოროტება უფალს არ შეუქმნია. ისინი ღმერთის უარყოფის გზით ჩვენ ავირჩიეთ -კაცობრიობამ, რაც ადამიანის დაცემის – ბოძებული თავისუფლების ბოროტად გამოყენების შედეგია.

ღმერთი ჩვენი მამაა, ის თვით სიყვარულია, თუმცა ჩვენ, სამწუხაროდ, მას ხშირად ზურგს ვაქცევთ და ამით სამყაროსთვის ბოროტება მოგვაქვს… და რაც უფრო განვეშორებით უფალს ჩვენი ჩადენილი ცოდვებით, უფრო ვუახლოვდებით კაცობრიობის მტერს – ეშმაკს. ეს იმ შემთხვევის მსგავსია, როდესაც სინათლეს ვშორდებით და ჩრდილს ვაფარებთ თავს. მზეა, თუმცა რადგან ჩრდილში ვდგავართ შედარებით ბნელა და გრილა, თუმცა მზეზე გასვლისთანავე სითბოს შევიგრძნობთ.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ