”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” – ეს ლოცვა ჭეშმარიტად ეკლესიის საიდუმლოა. ის ბომბასავითაა, რომელიც ერთი შეხედვით პატარაა მაგრამ მთელი შენობის ჰაერში აწევა შეუძლია. ეს ლოცვა მართლაც რომ ბომბია, საკმარისია ადამიანმა მისი მოხვეჭა და გათავისება შეძლოს, რომ ის იწყებს ხედვას თუ როგორ იწყება გარღვევა გულის სიღრმეში, საიდანაც ყველანაირი სიბინძურე, ყველანაირი ვნება და ცოდვა იწყებს გამოდენას. ადამიანის შიგნით სიღრმისეული ზონდირება იწყება და ამავდროულად საღმრთო მადლი აღწევს მისი არსების სიღრმეში.
უნდა ვიცოდეთ, რომ მხოლოდ ღმერთი შედის ადამიანის გულში, სხვა არავინ! არც გონებას ძალუძს ჩვენი გულის სიღრმეებში ჩაღწევა, არამედ მხოლოდ ღმერთი, იმიტომ, რომ მან შექმნა ადამიანის გული. ამიტომაც როგორც წმინდა წერილი ამბობს, მხოლოდ ღმერთი იცნობს ჩვენს გულს.
ადამიანი თანდათან იწყებს ლოცვას, იმეორებს ჩვეულებრივად: ”უფალო იესუ ქრისტე, შემიწყალე მე” მაგრამ აუცილებელია გარკვეული წინაპორობები. რომელია პირველი? უკიდურესი სიმდაბლე. მან უნდა გაიაზროს, რომ ღმერთს მიმართავს და რომ ეს აჩქარებულად არ ხდება. ღმერთი ისაა ვინც ცა და დედამიწა შექმნა, რომელსაც ეს ყველაფერი უპყრია, რომელმაც არაარსისაგან არსად მოგვიყვანა, ეს ის ღმერთია, რომელიც ჩვენთვის ისტორიის კონკრეტულ პერიოდში ადამიანი გახდა, ჯვარს ეცვა, მოკვდა ჩვენთვის რომ გადავრჩენილიყავით. აი რა არის პირველი – იმის გაცნობიერება თუ ვის მივმართავთ. შემდეგ – ”შემიწყალე მე”, ანუ განცდა ღმრთაებრივი წყალობის საჭიროებისა. ჩვენ ღმრთის წყალობა გვჭირდება. თუ ასე ღმრთაებრივი სიდიადისა და ღმრთის მოწყალების უკიდურესი საჭიროების განცდით გავაგრძელებთ, მაშინ შეიძლება ითქვას, რომ პრაქტიკის დონეზე ორი ფრთა შევიძინეთ, რომლითაც უნდა გავფრინდეთ და ვიწყებთ ჩვენი დროის ლოცვით შევსებას.
დასაწყისში ეს ლოცვა ბაგეებით წარმოითქმება. როდესაც მარტონი ვართ არ გაგვიჭირდება ლოცვის მრავალჯერ ჩურჩულით ან სულაც ხმამაღლა წარმოთქმა. მრავალჯერ იმიტომ, რომ ყოველი ლოცვა – იმ კლდეზე დარტყმაა, რომელიც ჩვენს გულში აღმართულა, იმ კლდეზე, რომელიც ჩვენი გულია. ხანდახან ადამიანის გული იმდენად მკვრივია, რომ გრანიტს მოგაგონებს და ადამიანი, რომელიც ლოცულობს თითქოს ჩაქუჩი უჭირავს და ამ კლდეს ურტყავს, რომ დაამტვრიოს ეს ქვა. ყოველი დარტყმისას, პატარა ნაწილი ტყდება და ქვა ინგრევა, ის ურტყავს, ურტყავს, ურტყავს სანამ საბოლოოდ არ ჩამოიშლება. და როდესაც ჩამოიშლება ადამიანი ადამიანი ხდება. ასე ავსებს ლოცვით თავის დროს, ნებისმიერ ცხოვრებისეულ სიტუაციაში.
ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ