mama xarlampi 2

მამა ხარლამპე ათონელი – წერილი სულიერ შვილს გონიერ ლოცვაზე

ქრისტეს მიერ საყვარელო შვილო ნ., გიხაროდენ უფლისა მიერ.
მივიღე შენი წერილი. ძალზე გამიხარდა გონებისმიერი ლოცვისადმი შენი შეკითხვებისა და ინტერესების გამო. ვეცდები გიპასუხო საკუთარი გამოცდილებიდან. ის, რაც მე განვიცადე, პირველ რიგში მაშინ, როცა ღირსი შევიქენი ჩემი წმინდა მამის მამა იოსების მორჩილების ქვეშ ვყოფილიყავი, მერე, როცა მარტო ვმოსაგრეობდი, და ბოლოს, როცა ყალიბდებოდა ჩვენი მონაზვნური საძმო.

მეკითხები, გონიერი ლოცვების წართქმა შეუძლია ყველა ქრისტიანს, თუ ის მხოლოდ მონაზონთა წესიაო.
იქიდან გამომდინარე, რასაც წმინდა მამები წერენ, და ჩემი მოძღვრის გამოცდილებით, ეს ყველა ქრისტიან სშეუძლია. არ ვგულისხმობ ერეტიკოსებს და მითუმეტეს, სხვა რწმენისანთ. გეტყვი, რატომაც. ადამის დაცემის მერე კაცი თავის ნათლისღებამდე მადლს არ ფლობს. წმინდა ნათლისღებით ჩვენში მადლი და ენერგება. შესაძლებელია, ნათლისღების მადლის გარეშე მოვიპოვოთ ღმერთი?

ამგვარად, საყვარელო, ჩვენ ვთქვით, რომ წმინდა ნათლისღებისას ქრისტიანში ჩაინერგება საღმრთო მადლი, და მასში ქრისტე იმყოფება. მაგრამ ქრისტიანი თავისი ცოდვებით კვლავ განაგდებს უფალს თავისგან. ქრისტე და ცოდვა ურთიერთსაწინააღმდეგონი არან.

ამიტომაც, ვიდრე ჩვენს წინ კედელივით დგას ცოდვა, შეუძლებელია (სულში) ღმერთი შევიძინოთ. მაგრამ, საბედნიეროდ, ეკლესია ფლობს წამალს, რომელიც ამ კედელს ანგრევს. ესაა სინანული და აღსარება.

აქ ბევრი მოდის, რომელსაც გონიერი ლოცვა აინტერესებს. მათ პირველ რიგში ვეკითხებით: “ოდესმე აღსარება გითქვამთ? ზიარებულხართ, ქრისტიანულად ცხოვრობთ?”

თუ გვეუბნებიან, “დიახ”, მაშინ საუბარს განვაგრძობთ, ხოლო თუ “არას” ამბობენ, არაფერს ვეუბნებით, რადგან ეს ფუჭი საუბარი იქნება. შვილო, უპირველესად სინანულითა და აღსარებით ჩავუყრით საფუძველს, შემდეგ კი მივყვებით გონებისმიერ ლოცვაში რომელიმე გამოცდილი დამრიგებლის რჩევებს.

ახლა კი გიპასუხებ შეკითხვაზე, შეუძლია თუ არა ერისკაცს იესოს ლოცვით ილოცოს. დიახ, შეუძლია, იმისდა მიუხედავად, თუ რამდენად წარემატება მასში. ჩვენთვის ცნობილია ერისკაცთა ის განსაკუთრებული მაგალითები, რომლებმაც ამ კურთხეულ საქმიანობაში შესამჩნევად გაგვისწრეს ჩვენ, მონაზვნებს. თუმცა ამგვარი შემთხვევები გამონაკლისია.

ამონარიდში გამოყენებული ფოტო მასალა საიტს არ ეკუთვნის და მასზე საავტორო უფლებებს არ ვფლობთ