W3A9750

მართლმადიდებლური სამრევლო ერთობის მისია – არქიმანდრიტი ვიქტორ მამონტოვი

დღეს არც თუ ისე ცოტანი არიან ჩვენს ეკლესიაში, ვისაც სამრევლო-საერთო ცხოვრების აღორძინება მართლმადიდებლობის სულისთვის უცხო მოვლენად მიაჩნია და სიტყვა ”სამრევლო ერთობა” სექტანტობასთანაა დაკავშირებული. ეს კი შეიძლება ითქვას, რომ ეკლესიის საფუძვლის და არსის ვერ გაგებაა.

ეკლესიამ თავისი არსებობა ამ ერთობის – პატარა სულიერი ოჯახის სახით დაიწყო, რომელიც თავის თავში ქრისტეში ცხოვრების მთელ სისავსეს ატარებდა.

დეტალები 11ამ ერთობას და სულიერ ოჯახს ქმნის ევქარისტია და არა გეოგრაფიული ადგილი. ევქარისტიული ცხოვრების კრიზისი, სამრევლო ერთობის ცხოვრების კრიზისთანაა დაკავშირებული, რამაც გამოიწვია ისეთი სამრევლოების გამრავლება, სადაც არ ცხოვრობენ ერთი ოჯახივით. ევქარისტიის უძველესი პრინციპი – ყოველთვის ყველანი ერთად, შეიცვალა პრინციპით – ”არა ყოველთვის და არც ყველა”.

დღეს, მრავალ ქრისტიანს საერთოდ არ ესმის ევქარისტიის არსი. არ ესმის ის, რომ მასში ერთსულოვნად მონაწილეობით ქრისტეს და ერთმანეთს ვუერთდებით, რითაც ერთი ცოცხალი სხეული ვხდებით და ამით ეკლესია აღეშენება.

ის, ვინც დღეს ევქარისტიით ცოცხლობს ხვალ კი არა, ვისაც დღეს უყვარს თავისი სულიერი და-ძმა და ხვალ არა, მოწმობს იმაზე, რომ არ გვაქვს ეკლესიულოგიური აზროვნება და შესაბამისად, ამ სამყაროში ვერ დავამოწმებთ ქრისტეს.

1982 წელს, ლატვიის ქალაქ კარსავში, დეკანოზ ევფროსინე პოლოცკის სამრევლოში დავიწყე მსახურება, სადაც ევქარისტიული ცხოვრების კრიზისს წავაწყდი. დროთა განმავლობაში, ჩამოსულებისა და ადგილობრივი მოსახლეობისგან ჩამოყალიბდა ჯგუფი, რომლის წევრებსაც ევქარისტიული ცხოვრების საიდუმლოება თანდათანობით განეცხადა.

ისინი მუდამ ურთიერთობდნენ მოძღვართან და ერთმანეთთან, იღებდნენ სულიერ თვითგანათლებას, ეკლესიის გამოცდილებას უღრმავდებოდნენ, თანამედროვე მამების სიტყვებით იკვებებოდნენ და ეს ჯგუფი, ერთ სულიერ ოჯახად ჩამოყალიბდა.

როდესაც მამა გიორგი კოჩეტკოვის მისიონერული გამოცდილება აღმოვაჩნეთ, დავიწყეთ მისი ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებასთან შეთანხმებით დანერგვა.

ჩემი უპირველესი სულიერი ამოცანა ეკლესიური ცხოვრების ისე მოწყობა იყო, რომ მრევლს ყველა საიდუმლოების – განსაკუთრებით კი ნათლობისა და ევქარისტიის არსი კარგად გაეთავისებინა. აუცილებელი იყო ძველ პრაქტიკაზე უარის თქმა, რაც მომზადების გარეშე ნათლობას გულისხმობდა (ქუჩიდან პირდაპირ ემბაზში). დავიწყე ინდივიდუალური კატეხიზაცია, რომელიც მოსანათლად განმზადებულის შინაგანი მზაობის შესაბამისად გრძელდებოდა.

ჩვენი მცირე ერთობა, სულიერი ოჯახი ყოველთვის იყო და არის ჩვენთან ურთიერთობის მსურველებისთვის გახსნილი. ეს ერთობა სტუმრებით მუდამ ივსება და შესაბამისად მუდამ ზრდადია. ჩვენთან ცხოვრებით, სტუმრად მოსული სულიერი და-ძმები, ჩვენი სულიერი ცხოვრების მცირე გამოცდილებიდან მცირედს მაინც იღებენ. ჩვენი ეს ოჯახური, ერთობის სული, სტუმრებს ცოცხალი ურთიერთობით გადაეცემათ, რასაც საკმაოდ დადებითად იღებენ და თავიანთ სამრევლოებში მსგავსი ერთობის შექმნის სურვილს აღუძრავს.

რომელიღაც სამრევლოდან ორი-სამი ადამიანი მოდის ხოლმე და რაღაც პერიოდი ჩვენთან ერთად ცხოვრობენ. გრძნობენ ერთობის სულს და როდესაც ბრუნდებიან, თავიანთ თანამოაზრეებს მათთვის ახალ გამოცდილებასა და შთაბეჭდილებებს უზიარებენ. მსმენელებიც ინტერესდებიან და შემდეგში მცირე ჯგუფით კვლავ გვსტუმრობენ. ხვდებიან, რომ უნდა შევწყვიტოთ მარტოსული ქრისტიანული ცხოვრება და უფლის მცნებისამებრ ერთად ყოფნა ვისწავლოთ.

ასე ლატვიაში რამდენიმე სამრევლო ერთობა შეიქმნა. ეს სასწაულია!
ასეთი ერთობა ღვთის წინაშე ისე წარსდგება, როგორც ერთი სულიერი ოჯახი და მათი მისია ხდება დაფარული, იწყებენ ცხოვრების წესით ქადაგებას, სხვისი თავისუფლების პატივისცემას და ის, ვისაც სურს ქრისტესმიერი ურთიერთობები, შეამჩნევენ მათ და შეუერთდებიან.

ასეთი ერთობები სხვა ერთობების დაარსების საფუძველია, რომლისკენაც უნდა ვითარდებოდეს ჩვენი ეკლესიური ცხოვრება.

ამ ერთობის ერთერთი წევრი ყვება:

”ყოველთვის მაოცებდა ის ფაქტი, რომ ჩვენ ერთმანეთი არ აგვირჩევია. (საერთო ინტერესებით, ხასიათის სიახლოვით, ასაკით და ა.შ) უფალმა შეგვკრიბა ისეთები, როგორებიც ვართ. როდესაც ამ სამრევლო ერთობაში მოვედი, არავის ვიცნობდი. თავდაპირველად, ჩვენი ურთიერთობა ვიწრო და ეკლიან, მაგრამ ამავდროულად სიხარულის მომნიჭებელ გზაზე დაიწყო. მაოცებს ის, რომ ქრისტე გაძლევს უნარს, რომ განურჩევლად შეიყვარო ადამიანი. სწორედ ესაა ქრისტიანული სიყვარულის საიდუმლოება.

თანდათანობით თითოეულთან ურთიერთობა პირადი და განსაკუთრებული ხდებოდა და გარკვეულ სიღრმეს იძენდა.
ჩნდებოდა სურვილი კიდევ უფრო სიღრმისეული, მეგობრული ურთიერთობისა. ესააა სურვილი, რომ შენს სულიერ ძმაში მეგობარი დაინახო, რომ ისე გამოირჩიო ძმა და მეგობარი, როგორც ქრისტემ გამოარჩია, რომ ეს ქრისტესმიერი საიდუმლოება ამ ურთიერთობაშიც გამოვლინდეს.

ახალმოსულისთვის ეს ყველაფერი ერთგვარ სირთულეს წარმოადგენს. იყო გულითადი სურვილი, ადამიანური მოლოდინები და ამავდროულად ისეთი ადამიანური უძლურებები, რომლემაც იმედგაცრუებები გამოიწვია. ხშირად ამ ერთობაში ძალიან მიჭირდა კიდეც და ის, რაც საკუთარი ძალებით არ შეგვეძლო, უფალმა შეგვაძლებინა. ის ყველაფერი, რაც თანაცხოვრებასა და ურთიერთობებს ამძიმებდა (ერთმანეთის ნაკლოვანებების დატევნის სირთულე) ნაკლებად მნიშვნელოვნად იქცა, დადნა და გაქრა კიდეც. უდიდესი როლი ხშირმა საღმრთო ლიტურგიებმა შეასრულა. ქრისტეს სისხლმა და ხორცმა განწმინდა, გარდაქმნა და გააცოცხლა ჩვენი ერთობა. ყველანი ერთად ვეზიარებოდით და ამით ერთ სხეულად ვიქეცით.

ერთობაში ყოფნა მრავალი ადამიანის ცხოვრებით ცხოვრებას ნიშნავს. ზოგს აინტერესებს ზღუდავს თუ არა ეს ყველაფერი პირად თავისუფლებას. მაგრამ ჩემთვის ყველაზე მძიმე მონობა – საკუთარი თავის მონობა და არაშემოქმედებითი ცხოვრებაა. ერთობაში დაცული ხარ ამ მონობისგან, ცხოვრება შემოქმედებითია, გაქვს მუდმივი განახლების, ერთმანეთისგან დაუსრულებლად სწავლის, სხვებში შენზე უკეთესის დანახვის საშუალება. ცდილობ, რომ იტვირთო სხვების უძლურებები, მათ კი შენი და ასე ნებისმიერი ამოცანა ერთად გადაწყვიტოთ.

ასეთი ერთობით ეკლესიის მაცოცხლებელი და ყოვლადწმიდა სამების საიდუმლოებები ცხადდება. სწორედ ასე შეიცნობა, თუ რა არის ეკლესია და რა არის ადამიანური მეგობრობა. ეს არის დოგმატური ჭეშმარიტებების ყოველდღიურ ცხოვრებაში გადმოტანა და რეალიზება. გულში აღბეჭდილი სახარება, ჭვრეტა, ღმერთკაცობრივი და მადლისმიერი ცხოვრება.

ასეთი ურთიერთობით შეიცნობა თავგანწირვის საიდუმლოება. ამ ყველაფერთან ერთად, მინდა ჩვენს ერთობაში გამოვლენილ კიდევ ერთ სასწაულზე გითხრათ: ამ ძმური ურთიერთობის დახმარებითა და მის პარალელურად ღმერთთან ურთიერთობის პირადი მისტიკა იწყებს აყვავებას.

წყაროhttp://pravoslavie.ru

სტატიაში გამოყენებული ფოტო მასალა შექმნილია სპეციალურად საიტისთვის evqaristia.ge©

Share