Visitors1

მორჩილების სარგებელი

იღუმენია თეოფანო

მამა ეფრემ არიზონელის მიერ ამერიკაში აშენებული პირველი საცხოვრისი პენსილვანიის შტატში, ქალაქ საქსბურგში მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერია, რომელიც 1989 წელს დაარსდა.  მომლოცველებს აქ ხვდებათ ბუნების განსაკუთრებული სიმყუდროვე,  რომელიც შასაძლებელს ხდის,  დროებით დაივიწყო ამქვეყნიური შფოთი და საზრუნავი და მთლიანად მიეცე სიჩუმისა და ლოცვის სამყაროს.

მონასტერში დედები განსაკუთრებით იღწვიან გონიერ ლოცვაში,  ყოველ კუთხეში გაისმის: „უფალო იესუ ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე“.  ღვთისმსახურების დროს ტაძარში აღვლენილი ბიზანტიური გალობა კი, მომლოცველებს უფლისადმი სასოებით განაწყობს. მონასტერი, ამავდროულად, მისიონერული ცენტრიცაა, იგი უდაბურ თანამედროვე ყოფაში ნამდვილი ოაზისია მათთვის, ვინც სულიერ შიმშილს განიცდის.  ტანჯულნი აქ იღებენ სულიერ რჩევასა და ნუგეშს. აქ სტუმრობა განსაკუთრებით უყვართ ბავშვებს, რომლებიც თავიანთი სუფთა სულით მონაზვნებთან ერთად იზიარებენ უფლისმიერ სიხარულს.

დღესდღეობით, მონასტერში 15 დაა(13 მონოზონი და 2 მორჩილი). საკვებისა და სამონასტრო საჭიროებისთვის აუცილებელ თანხას ისინი თავად გამოიმუშავებენ. აქვე ფუნქციონირებს ხატწერის სახელოსნო, რომელშიც მონაზვნები, ხატებს ქმნიან ხესა და ქვაზე, დაკავებული არიან ქარგვით, ნათლობის პერანგებისა და სამღვდელო შესამოსლის კერვით, სკვნილის ქსოვით, ნიშნობისა და ნათლობის სანთლების გამშვენებით, საპონის დამზადებით. მონასტერში ასევე ამუშავებენ ბოსტანს. 

მონასტრის პირველი წინამძღვარი იყო გერონდისა ტაქსიარქია. იგი მამა ეფრემ ფილოთეველმა, მისმა სულიერმა მოძღვარმა, 1989 წელს ბერძნული მონასტრიდან ჩამოიყვანა.

გერონდისა ტაქსიარქია იყო გამჭრიახი მონაზონი,  რომელმაც მოიხვეჭა ნიჭი განუწყვეტელი ლოცვისა და ქრისტეს სიყვარულისა.

მონასტრის ახლანდელი წინამძღვარი, გერონდისა ფეოფანო,  1990 წელს შეუერთდა დებს. მისი ზედამხედველობის ქვეშ,  მონასტრის მკვიდრი დედები რუდუნებით იცავენ მათი სულიერი დედის – გერონდისა ტაქსიარქიას მიერ დადგენილ ტრადიციებს.

გერონდისა ფეოფანო დიდი სიამოვნებით დასთანხმდა ჩვენთან საუბარს.

_ ძვირფასო გერონდისა ფეოფანო, შეგიძლიათ, მოგვიყვეთ მონატრისკენ თქვენი გზის შესახებ?

_ დედაჩემი წარმოშობით საბერძნეთიდან იყო, მამაჩემი კი დაიბადა ქალაქ სმირნაში, პირდაპირ მცირეაზიის კატასტროფის წინა დღეს (საუბარია ძირძველი მართლმადიდებელი ბერძენი მოსახლეობის განდევნაზე მათი უძველესი კერებიდან – ა.შ.). შემდეგ, ისინი, საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ. 

გერონდა ეფრემი ნიუ-იორკში გავიცანი. იმ დროს ახალგაზრდა გოგონა ვიყავი. არ მსურდა, უნივერსიტეტში მესწავლა, ტანსაცმლის დიზაინერობაზე ვოცნებობდი, მაგრამ მამაჩემმა დაიჟინა, რომ უმაღლესი განათლება მიგვეღო, შვილებს მან ასე გამოგვიცხადა: „უნდა მიიღოთ უმაღლესი განათლება,  რომ თავი ირჩინოთ“. ის ძალიან ზრუნავდა ჩვენს დამოუკიდებლობაზე. ღმერთმა დაგლოცოს-მეთქი, ვუპასუხე და მოვიქეცი იმგვარად,  როგორც მას სურდა. მე რომ მამისთვის არ დამეჯერებინა, გერონდა ეფრემს ვერ შევხვდებოდი.

ისტორიის სპეციალობა ავირჩიე და ისტორიკოსი გავხდი. საბოლოოდ, ისე გამოვიდა, რომ იქ, სადაც ჩემი უნივერსიტეტი მდებარეობდა,  გერონდა ეფრემმა დაიწყო ჩამოსვლა და მასთან მოვხვდი აღსარებაზე. 

240200.p
იღუმენია მაკრინა და მამა ეფრემ არიზონელი

ეს მოხდა 80-იან წლებში, იმ პერიოდს, როდესაც გერონდა ეფრემმა პირველად დაიწყო ამერიკაში ჩამოსვლა. მე რომ მამისთვის არ დამეჯერებინა – ვერასოდეს შევხვდებოდი გერონდას. როდესაც მშობლებს ვემორჩილებით, ყოველთვის სარგებელს ვიღებთ.

რვა წელი გავიდა გერონდასთან შეხვედრისა და დედაჩემის გარდაიცვალების შემდეგ, მე კი მთელი ეს პერიოდი ფიქრები არ მაძლევდა მოსვენებას: დარწმუნებული არ ვარ რომ მინდა მონაზვნობა. ნეტა უკეთესი ხომ არ არის, გავთხოვდე?“. გაორებული ვიყავი, ხანდახან ვოცნებობდი გავმხდარიყავი დედაო, ამასთან თანამედროვე დედაო. მაშინ ხომ არაფერი ვიცოდი სამონაზვნო ცხოვრებაზე, არასოდეს მენახა მონაზონი. და აი, დედის გარდაცვალების შემდეგ, მივედი გერონდასთან და ვუთხარი: „გერონდა, ვერგადამიწყვეტია: ქორწინება თუ მონაზვნობა?“ მან მომიგო: „იცი, რაც მსურს შენგან. თავად გადაწყვიტე. ევედრე ღვთისმშობელს!“ 

ყოველივე ამის შემდეგ, რაც მოისმინეთ, თქვენ შეძლებდით, ქორწინებაზე გეფიქრათ?! კვლავ გამოვიჩინე მორჩილება. მამაჩემი ისევე მკაცრი იყო, როგორც მამა ეფრემი და მეც ერთი მკაცრი მამის მორჩილებიდან მეორე მკაცრი მამის მორჩილებაში გადავინაცვლე.

 მონასტერში 1990 წლის მარტში მოვედი. თავდაპირველად გვქონდა მხოლოდ ერთი პატარა მცირე ზომის სახლი, ორი საძინებლით და მეტი არაფერი. სულ სამნი ვიყავით: გერონდისა ტაქსიარქია, მე და კიდევ ერთი და.

შეგიძლიათ გვიამბოთ, თუ როგორ შენდებოდა თქვენი მონასტერი?

 -იმ ხანებში ჩვენთან მეუფე არქიეპისკოპოსი იაკობი იყო, რომელიც არ იყო კეთილგანწყობილი მონაზვნობისადმი, მაგრამ ეს უფლის ნება გახლდათ, რომ იგი დათანხმებოდა გერონდა ეფრემს მონასტრის მშენებლობაზე. ერთი წლის განმავლობაში, 1992 წელს, მას შემდეგ, რაც დასრულდა მონასტრის მშენებლობა, უკვე ათი და ვიყავით -მონასტერი აივსო. 

ჩვენი საცხოვრისისთვის მიწის შეძენისას მოხდა სასწაული. იქ, სადაც შენდებოდა ჩვენი მონასტერი, ფერმის მეპატრონე ბერძენი წყვილი აღმოჩნდა, მათ შვილი გარდაცვლილი ჰყავდათ. რეპრესიების დროს ფინანსურადაც უჭირდათ, მხოლოდ ფერმა გააჩნდათ. როგორც მღვდელმა მომიყვა, 1942 წელს ფერმის მეპატრონეს მოსთხოვეს, რომ დავალიანება გადაეხადა, მის ხელთ კი მხოლოდ ამ თანხის მეოთხედი იყო, მაშინ იგი შეევედრა დედაღვთისას: „პანაღია, თუკი ისინი დამთანხმდებიან, რომ ამ თანხით დავფარო მთელი ჩემი დავალიანება, მაშინ მთელ ჩემს უძრავ ქონებას შენ შემოგწირავ მონასტრისთვის“. ასეც მოხდა, სახელმწიფო მოხელეები დაკმაყოფილდნენ თანხის მეოთხედი ნაწილით და  მეუღლეებმაც გადაწყვიტეს, რადგან შვილი არ ჰყავდათ, ფერმა ეკლესიისთვის გადაეცათ იმ პირობით, რომ აქ მონასტერი აშენდებოდა.

გარდა ამისა, გერონდა ეფრემის სულიერმა შვილებმა, მონასტრის მეზობლად ადგილობრივებისგან შეიძინეს უძრავი ქონება, რათა შვილებისთვის სახლი აეშენებინათ, მაგრამ ისე მოხდა, რომ მათ ესნაკვეთიც ჩვენ გადმოგვცეს, ასე რომ, თუ უფლის ნება იქნება, კიდევ გავფართოვდებით.

თავდაპირველად რა ააშენეთ?

– ავაშენეთ ათი კელია დედებისთვის, შემდგომ, ავტოფარეხის სახურავზე – დამატებით ოთხი კელია. გავაფართოვეთ ფერმერის ძველი სახლი და გადავაკეთეთ ხატწერის სახელოსნოდ. დიდი იმედი გვაქვს კვლავ გაფართოების. გერონდა ეფრემმა ახლახან მკითხა, თუ როგორ მიდის მშენებლობის საქმე, მე კი ვუპასუხე, რომ ფინანსური რესურსი არ გვაქვს, რაზეც მან მომიგო: „არაფერია, გააგრძელეთ, გააგრძელეთ…“

რას გვეტყვით ტაძრის შესახებ?

-ტაძარი შეერთებულია იმ შენობას, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ. ეს სამლოცველოა. 1996 წელს, ტყეში, კვლავ ავაშენეთ ერთი სამლოცველო – მეუფე სერაფიმე საროველის სახელობის. ჩვენი ნაკვეთის ტერიტორიაზე არის ტყე და სწორედ იქ აიგო ხის მორებისგან პატარა ეკლესია.

როგორ გადის დღე თქვენს მონასტერში?

– ამჟამად, სარემონტო სამუშაოების გამო, გვიჭირს ჩვენი ჩვეული განრიგის დაცვა. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინეთ, რომ შენობები დალპა, ამიტომ მოგვიწია, გაგვეთავისუფლებინა ისინი და მათი განახლება დაგვეწყო. ვცდილობთ, მოთმინებით მივიღოთ ეს ყოველივე. მადლობა უფალს, ტაძარი უკვე განახლდა. ამჟამად ვარემონტებთ ჩვენს კელიებსა და სხვენს, რომელიც განსაკუთრებით იყო დაზიანებული, თუმცა მადლობა უფალს, ყველაფერი კარგადაა. ჩვენ გვყავს გერონდა, რომლის ლოცვით ყველაფერი კარგად იქნება.

გიამბობთ, როგორ ვცხოვრობდით მანამ, სანამ სარემონტო სამუშაოები დაიწყებოდა და მღვდელი გვყავდა მონასტერში, სამწუხაროდ, დროებით მღვდლის გარეშე დავრჩით. მაშ ასე, ჩვეულებრივ, ჩვენი დღე 6 საათზე იწყება ლიტურგიით ან პარაკლისით. შემდგომ ვტრაპეზობთ და ვიწყებთ მორჩილებათა აღსრულებას. მორიგი ტრაპეზი დღის 1 საათზეა, ყოველივე ამის შემდგომ კი ერთად ვმსახურობთ მწუხრის ლოცვასა და მცირე მწუხრი და განვმარტოვდებით ჩვენ-ჩვენს კელიებში დასასვენებლად. შემდეგ კვლავ ვშრომობთ, ვლოცულობთ… 

ძვირფასო გერონდისა, იქნებ გაგვიზიაროთ ისტორიები თქვენი სამონასტრო ცხოვრებიდან?

– განსაკუთრებით მადლისმიერი პირველი წლები გახლდათ – მონასტრის ასაშენებლად უფალი წყალობას არ გვაკლებდა. შესაბამისად, ეს წლები სავსე იყო სასწაულებით, ეს იყო რაღაც განსაკუთრებული. ჩვენთან ჩამოდიოდა ჩვენი წინამძღვრის, გერონდისა ტაქსიარქიას სულიერი დედა, გერონდისა მაკრინა(1921–1995), რომელიც ბერი იოსებ ისიხასტისა და ჩვენი გერონდა ეფრემის სულიერი შვილი იყო, ქალაქ ვოლოსთან ახლომდებარე, პანაღია ოდიგიტრიის მონასტრის წინამძღვარი???. ის 30 წლის განმავლობაში მართავდა მონასტერს, მოიხვეჭა მრავალი სულიერი ნიჭი და მაღალი სულიერი მდგომარეობის ღირსი გახდა. 

როცა დედა მაკრინა ჩვენთან ჩამოვიდა, თითქოს ყველა ერთად შევიკრიბეთ: დედა-შვილი და ჩვენ, შვილიშვილები. იმჟამად გერონდა ეფრემიც ჩამოვიდა. მთელი ოჯახი ერთად ვიყავით, სრული შემადგენლობით. 

ამ შეხვედრამ შეგვაცნობინა რაღაც ძალზე მნიშვნელოვანი, ის, ვინც ამერიკაში დაიბადა, ვერ იგებს სიღრმისეულად ჩვენს იტორიას, ვერ იგებს სამოციქულო ტრადიციებს. აბა, რა ტრადიციაა ამერიკაში?! ჩვენი ტაძრები აქ ახალი და თანამედროვეა. აქ ტრადიციებზე საუბარიც კი უადგილოა. ასე რომ, როდესაც გერონდა და ორივე გერონდისა ერთად ვიხილეთ, განვიცადეთ ტრადიცის უწყვეტობის სინამდვილე, რამაც გაგვაძლიერა მართლმადიდებლობაში, მოგვიანებით კი ცდუნებებთან ბრძოლაში დაგვეხმარა.

სულაც არ გვეიოლებოდა, როდესაც მონასტერში მოდიოდნენ მსგავსი შეკითხვებით, თუ რატომ არ შეიძლება,  რომ ესა და ეს შეიცვალოს ამა და ამით, განსაკუთრებით რთული იყო ენის შენარჩუნება, მით უფრო, მაშინ, როდესაც საკუთარ თავზე ავიღე  მონასტრის წინამძღოლობა. მღვდელმა მაშინვე შემომთავაზა რიგი ტრადიციების შეცვლა. იძულებული გავხდი ასე მეპასუხა: „შენდობას ვითხოვ, მაგრამ, არ ძალმიძს, შევცვალო ის, რაც ჩემი ნეტარი გერონდისას ხელიდან ვისახსოვრე“.

უამრავი, პრობლემა გვქონდა. ძირითადი ჩვენი მიმართულება მისიონერობაა. ამ პირობებში ძნელია ნამდვილ მონაზვნურ ცხოვრებაზე საუბარი. აქ გვაქვს მექსიკა, გვატემალა! რა აღარ! და აუცილებელია, ყველასთან გქონდეს ურთიერთობა, ყველა გაითვალისწინო.

განვაგრძოთ გერონდისა მაკრინაზე საუბარი. გერონდისა ტაქსიარქია გვიყვებოდა, რომ ბევრი მღვდელი, არქიმანდრიტი, სხვა გერონდისა, ეპისკოპოსიც კი მიდიოდა მასთან რჩევის საკითხავად. გერონდისა მაკრინეს „ბასილი დიდს“ უწოდებდნენ, რადგან ძალიან მკაცრი იყო, მაგრამ, როდესაც დავინახე, მხოლოდ ის განვიცადე, რომ თვით იყო სიყვარული. მოგიყვებით, როგორ გავიცანი იგი. როდესაც 23 წლის ვიყავი, დედაჩემი გარდაიცვალა. ცოტა ხნით ადრე, ჩვენთან გერონდა ეფრემი მოვიდა, რათა უკანასკნელად მიეღო მისგან აღსარება. მან მითხრა: „ჩემო გოგონა, როცა დედაშენი უფალთან წავა, მაშინვე შეატყობინე ფილოფეის მონასტერს, რათა მამებმა დაიწყონ მისთვის ორმოცდღიანი მსახურება“. ამის შემდეგ გერონდა, ინგლისში გაფრინდა, გერონდისა მაკრინასთან საავადმყოფოში, ამიტომ მასთან პირისპირ საუბარი არ შემეძლო და ვერავისგან ვიღებდი ნუგეშისცემას.

შობის წინა დღეს, როცა დედა გარდაიცვალა, დამესიზმრა მშვენიერი ადგილი, თითქოს კვლავ 10-12 წლის ვიყავი, სხვა ბავშვები ჩემ ირგვლივ თამაშობდნენ, თუმცა მე მათ არ ვეთამაშებოდი, მხოლოდ ვიჯექი. და აი, ჩვენთან მოდის შავებში ჩაცმული, უცნობი ქალი და მეკითხება:

– „შვილო ჩემო,  რატომ არ თამაშობ სხვა ბავშვებთან ერთად და რატომ ხარ ასეთი მოწყენილი?“

მე ვპასუხობ:

-„მოწყენილი ვარ, რადგან დედაჩემი მოკვდა.

 –არა, შვილო, დედაშენი არ მომკვდარა, ქრისტესთან წავიდა, არ მოიწყინო,  ის ქრისტესთანაა“,- და გამომეღვიძა.

ჩემი სიზმრის შესახებ არავისთვის მითქვამს. მხოლოდ მაშინ, როცა მონასტერში მოვხვდი, სიზმარი გერონდისა ტაქსიარქიას ვუამბე, მან მკითხა, შეიძლებოდა თუ არა, რომ იგი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ყოფილიყო, მე კი ვუპასუხე: „არა, ასე მგონია, ის არათუ პანაღია, არამედ რომელიღაც იღუმენია იყო“.

როცა გერონდისა ტაქსიარქიასთან ერთად წავედი პორტარიაში და პირველად დავინახე გერონდისა მაკრინა, მაშინვე ამოვიცანი მასში მონაზონი ჩემი სიზმრიდან. როდესაც გერონდისა მაკრინასთან შევედი სასაუბროდ და ვუამბე მთელი ჩემი ისტორია, მიპასუხა: „შვილო ჩემო, მე ვიცოდი დედაშენის გარდაცვალების შესახებ, ამიტომაც მოვედი შენთან, რათა მენუგეშებინე“.

– დიდი მადლობა მშვენიერი საუბრისთვის, ძვირფასო გერონდისა ფეოფანო!

– უფალი გფარავდეთ!


წყარო: https://www.monasterium.ru

მთავარი ფოტო: ოვლადწმიდა ღვთისმშობლის შობის დედათა მონასტერი, საქსბურგი, პენსილვანია

Share