DSC8903

წმინდა სოფრონი (ინგლისელი) – სინას მთის გამოცხადება

მან, ვინც მე იმის გამო მივატოვე, რომ „არ მესაჭიროებოდა“, ბოლომდე ზურგი არ შემაქცია. მუდმივად ეძებდა შემთხვევას, რათა ჩემთვის ხელი გამოეწოდებინა: მოულოდნელად ჩემში სინას მთის გამოცხადების სიტყვები განცხადდა: „მე ვარ ღმერთი, მყოფი რომელი ვარ“ (გამოსვლა 3:14),

მე ვარ მყოფობა, ღმერთი, მეუფე ყოველგვარი პერსონალური ვარსკვლავეთისა

– მე ვარ.

ამ სახელით ჩემთვის გაიხსნა უსასრულობა, მიუწვდენელი სივრცეები. ეს არ იყო აბსტრაქტული აზროვნება, აქ ჩემთვის ის მყოფი პიროვნული ღმერთი გამოაშკარავდა, რომელშიც თურმე მე მთელი ჩემი არსით ვცხოვრობდი.

Share