3 მარტს, 21:00 საათზე, შედგა სტუდენტური პარლამენტის ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრების დისტანციური შეხვედრა დეკანოზ თეოდორე გიგნაძესთან. შეხვედრის თემა იყო:
“სიყვარული”
ჩართვას 300 ახალგაზრდა ესწრებოდა.
შეხვედრა 1.5 საათის განმავლობაში გრძელდებოდა. თავდაპირველად მამა თეოდორემ ისაუბრა, ხოლო შეხვედრის მეორე ნაწილი წარიმართა კითხვა-პასუხის რეჟიმში.